ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ მათი პირადი სივრცის გარდა, სამყაროზე, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი „გენეტიკურად პროგრამირებული“ ეგოისტები არიან. ქართველები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რადგან არ არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, იმისთვის, რათა განამტკიცდეს ეს უნარი მათში.
მახსოვს პირველი დღე, როცა შევედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ISET-ის ერთადერთი ჯგუფი განათავსებული იყო მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოს, კუთხეში. სეირნობისას გავიგონე მუსიკის ხმა (რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი იყო) შევძელი დამენახა: ჯეჯე სახოკია, გაგა აბაშიძე, ლევან ყარსაულიძე და სხვა აისეტელი ბიჭები, რომლებიც იდგნენ ნახევარწრიულად, ხელიხელგადახვეულები და მღეროდნენ. ეს იყო ერთიანობისა და მეგობრობის სურათი, რომელიც სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში და დიდი ხნის განმავლობაში მახსენდებოდა. სიმბოლურია იგი დავუკავშიროთ საქართველოს უნიკალურ ისტორიას, სწორედ ასეთმა ერთობამ გადაარჩინა ქართველი ხალხი მტრის მიერ დამორჩილებასა თუ დამონებას, მრავალი წლის განმავლობაში.
კერძო და საზოგადოებრივი სივრცეების მკვეთრი დაყოფა
2007 წელს ორ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად თბილისში ახლადგადმოსულ ანიასა და მე, უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი ბინა გვჭირდებოდა. ჩვენ მიერ დაქირავებულმა უძრავი ქონების აგენტმა, გვირჩია დავსახლებულიყავით ვაკის რაიონში, პარკთან ახლოს. დასახლებიდან რამდენიმე დღეში, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, გადავედით ერთი უშნო, პოსტსაბჭოთა ბინიდან მეორეში.
იგი მყარად იდგა ძველი დროის წითელი აგურებით ნაგებ შენობებს შორის. ამ „მონსტრთაგანს“ ჰქონდა გადაბრუნებული პირამიდის ფორმა. ვიწრო საძირკველზე იყო აშენებული (მშენებლობისთვის მიწის უზრუნველყოფა შემცირებული გახლდათ) ზემოთა ნაწილში კი ფართოვდებოდა, მშენებლობის წესების დაცვის საწინააღმდეგოდ (შერჩევით განხორციელება), ეს შენობა ავისმომასწავებლად დარჩა ფეხით მოსიარულეთათვის. სუნიანი და ცუდად განათებული შესასვლელებელი ნამდვილად არასასიამოვნო იყო ჩვენთვის, მაგრამ გამოვიყენეთ შანსი, რათა გვენახა თუ რას სთავაზობდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2007 წელს თავის მომხმარებლებს.
ბინძური და ბნელი შესასვლელებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა საზოგადოებისთვის განკუთვნილი შენობები და სახლების შიდა სივრცეები. ბინების უმეტესობას დიდი მისაღები ჰქონდა და აგრეთვე ანტიკურ სტილზე შექმნილი ინტერიერითაც გამოირჩეოდა, ასევე პიანინოებითა (განსაკუთრებით მახსოვს დიდი თეთრი პიანინო) და ბროლის ჭაღებით, ისინი პირდაპირ ჩვენს გემოვნებაზე არ იყო მორგებული. აღსანიშნავია, რომ ბინის პატრონები შესანიშნავად ზრუნავდნენ მათი სახლების ინტერიერზე: ყველაფერი ახლად მოხატული, სუფთა და ლამაზად განათებული იყო.
* * *
სრულიად ბუნებრივია ადამიანებმა განასხვავონ პირადი, (თავიანთი ადგილი სამყაროში, რომელიც მათ ეკუთვნით და აკონტროლებენ) და საზოგადოებრივი სივრცე ერთმანეთისგან. თუმცა, შესაძლოა მათ შორის არსებული საზღვარი უხილავიც იყოს.
უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომელსაც მე ვიცნობ არის სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი, ისინი არ ყრიან ქუჩაში სიგარეტის ნამწვს. მაღაზიის მფლობელები და მეზობლები ხვეტენ ან თოვლისგან ასუფთავებენ მათ წინ არსებულ მცირე ტერიტორიებს.
ქართველები მკვეთრად მიჯნავენ თავიანთ ტერიტორიას სხვისი ტერიტორიისგან. კერძო საზღვარი მთავრდება ვიღაცის სახლის კარის საფეხურთან. განსხვავებას უკეთ წარმოაჩინეს მდიდრულად მოწყობილი შიდა სივრცე და სახლის გარეთ არსებული სიბინძურეც.
წინსვლის გამოწვევა
2007 წელს საქართველოში ცხოვრებისას, მეორე პარადოქსულმა საკითხმა შემაშფოთა, ეს იყო ლიფტის მექანიზმი. უმეტესი შენობების ლიფტები აღჭურვილი იყო რკინის ყუთებით, რომლებშიც 10 თეთრი უნდა ჩაგეგდო.
ჩვენი გაოცება გამოიწვია იმანაც, რომ ასვლისას გვჭირდებოდა მონეტა (ჩამოსვლისას კი არა).
როგორც აგვიხსნეს, მოსახლეობის შეუთანხმებლობის გამო გამოიგონეს მსგავსი მექანიზმი.
დამოუკიდებლობის ადრეულ წლებში, მთავრობის გაუჩინარების დროს, ადგილობრივებს თავიანთ საქმეებზე თავადვე უნდა ეზრუნათ, სანამ ამას საბჭოთა ავტორიტეტები დაიწყებდნენ. სამწუხაროდ, გასაგებია ჩვენთვის, რომ თვითმართველობა - ერთი ბინის დონეზეც კი იყო მეტწილად რთული. თანამშრომლობა კი მოისპო, რადგან ისინი ვინც დაბლა სართულებზე ცხოვრობდნენ არ სრუდათ იმდენივეს გადახდა, რამდესაც მაღლა სართულზე მცხოვრები ხალხი იხდიდა. შედეგად, თავიანთი პირადი სივრცე მყუდროდ მოაწყვეს, აკრძალეს ყველაფერი საზოგადოებრივი,დაიკავეს დანგრეული და განადგურებული ადგილები.
ბაზარმა გადაწყვიტა ლიფტების პრობლემის მოგვარება. მათ მომსახურებებზე „ფარული“ მოთხოვნის საპასუხოდ, კერძო კომპანიებმა შემოგვთავაზეს ახლებური და ეკონომიკურად ეფექტური გამოსავალი: ე.წ ხურდის მექნიზმი, ისევე როგორც გზებზე გადასახადი, ლიფტის მომსახურებაც ფასიანია. ჩვენ გვაქვს შემდეგი არჩევანი: გადავიხადოთ თანხა დროის დაზოგვის მიზნით და ძალისხმევის შესანარჩუნებლად ან დავიღვაროთ ოფლად მაღლა სართულზე ასვლისას.
ბევრი სხვა საჯარო მმართველობის საკითხი ჯერ კიდევ ელოდება მათ გადაწყვეტილებას.
პოლიტიკის ფუნდამენტი
პოლიტიკა (დემოკრატიული ან არადემოკრატიული) იწყება ფუნდამენტიდან. ჩვენ მიჩვეულები ვართ დემოკრატიულად აზროვნებას, რომელიც არის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სიძლიერე. მაგრამ პოლიტიკოსების ერთობლივი ძალაუფლება იწყება მაშინც, როცა ვუზიარებთ და ვუშვებთ ჩვენს შენობებში ჩვენსავე მეზობლებს. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვაგდებთ მონეტას ლიფტის ყუთში, პოლიტიკური ძალაუფლების პრობლემაც უკეთ დასანახი ხდება. დიახ, მონეტით მართული ლიფტი ასრულებს თავის ფუნქციებს, მაგრამ ბევრად უფრო ცივილიზებული გადაწყვეტილება, რომელიც მთელ მსოფლიოში ხორციელდება გულისხმობს, ყველა მოიჯარემ მოიტანოს გარკვეული რაოდენობის ფულადი თანხა, რათა იგი გამოიყენონ საერთო საჭიროებისთვის, როგორიცაა: დასუფთავება, განათება, განახლება, მცირე რემონტი და ლიფტის მოწესრიგება.
ქართველებისითვის კვლავ ბუნდოვან სიზმრად რჩება შეთანხმება იმ საკითხზე, თუ რამდენი უნდა გაიღოს თითოეულმა ოჯახმა ლიფტისთვის. სხვაგავრად რომ ვთქვათ, ისინი ვინც ცხოვრობენ პირველ სართულებზე არ სურთ ლიფტის შესანახად თანხის გაღება, ან დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად. მაღალ სართულებზე მცხოვრები ხალხი ყოველგვარი გადასახადისგან ათავისუფლებს მათ. შედეგად, ჩვენ ვცხოვრობთ სიბინძურეში, ჩაბნელებულსა და უმოქმედო შენობებში, რომლებშიც ლიფტი მუშაობს მონეტის ყუთში მოთავსებისას. ეს არის საერთო ტრაგედია ყველასთვის.
თანამშორმლობის მართვა - რომელიც პოლიტიკის ამოცანაა - ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ რთულად განსახორციელებელი მიზანია. როდესაც „თავისუფლად სიარული“ (დაბლა სართულზე მცხოვრები ხალხის გადასახადისგან გათავისუფლება) არ არის დასჯილი, ხალხი თავიანთ საზოგადოებრივ ვალდებულებებს თავს არიდებს, თანამშომლობის იდეა ნადგურდება, იგი წინ უძღვება ქაოსსა და საზოგადოებრივ არეულობას.
გადარჩენის მიზნით, ყველა ერმა მსოფლიოს გარშემო შეიმუშავა საზოგადოებრივი ნორმები, რელიგიური წესები და ფორმალური კანონები, რომლებიც ეფუძვნება საერთო ძალაუფლებასა და თანამშრომლობის განმტკიცების იდეას.
- „შენ არ უნდა შეგშურდეს მეზობლის სახლის“ (და მისი ცოლის), ამ ერთ-ერთი უძველეს ნიმუშში რელიგიური მცნებაა გამოხატული, რომელიც წარმოადგენს ანტი-სოციალურ ქცევას საზოგადოების წევრებს შორის.
- საქართველო მდიდარია ერთობლივი მართვის ტრადიციებით. მაღალ მთიან რეგიონში, თუშეთი, ადგილობრივებმა თავიანთი დასახლებისგან მოშორებით შექმნეს „ხელშეუხებელი ტყის ზონა“, ამით დაიცვეს თავიანთი დასახლება გატყიურებისა და მეწყერისგან. მსგავსი მაგალითები, მაღალ მთიან მოსახლეთა დაუწერელი კანონებია, რათა შეინარჩუნონ საძოვრები (ზღვის დონის სხვადასხვა სიმაღლეზე) სხვადასხვა ტიპის პირუტყვისთვის. ფაქტია, ქართული სუფრაც და მუსიკალური ტრადიციებიც ეყრდნობა ურთიერთშეთანხმების ურყევ საფუძველს.
- საბოლოო ჯამში, თანამედროვე სამართლებრივი სისტემის მიზანია თანამშრომლობის იდეის ჩამოყალიბება: საერთო სიტყვისა კონკრეტული ვალდებულბების შესრულება, შემცირებული დროის ფარგლებში ან ძალადობის აღკვეთა ადამიანთა საქმიანი უერთიერთობისას.
ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი, ეს შეეხება, როგორც სახლის მესაკუთრეთა პარტნიორობას, საგზაო წესებსა თუ სისხლის სამართლსა, სამოქალაქო კოდექსს.
ახლა, თუ ქართველები ვერ ახერხებენ თანამშრომლობას და პრო-სოციალური მანერების ჩამოყალიბებას, ისინი წარმოგვიდგებიან ,,გენეტიკურად პროგრამირებულ'' ეგოისტებად. მოქალაქეებმა ვერ შეძლეს თანამშრმლობა, რადგან არ არსებობს სამართლებრივი ჩარჩო ამისთვის. ეს არის იმის მიზეზი, რომ ქართველები აბინძურებენ თავიაანთ ტერიტორიებს ( ზოგადად სამყაროს) და წვლილი არ შეაქვთ საერთო მიზნების განხორციელებაში. ამავე ნიშნით, ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ტრანსპორტს შეუძლია შეაფერხოს მოძრაობა გადატვირთულ ქუჩებში, არაფერი აქვს საერთო ძველ ტრადიციებსა და კულტურასთან. ეს არის დღევანდელი, ქართული პოლიტიკისა და მართლმსაჯულების სისტემის სუსტი იურიდიული და ინსტიტუციური მოცემულობის შედეგი.
* * *
ისტორიულად, საზოგადოებები, რომლებმაც ვერ შეძლეს პრო- სოციალური ნორმების ჩამოყალილება და განხორციელება, მარტივად განადგურდნენ. ისინი იმსხვერპლა წყალდიდობებმა, გადათელილმა საძოვრებმა, გატყიურებამ, მოკლედ რომ ვთქვათ მათზე „უკეთ ორგანიზებულმა მტრებმა“. ქარველ ხალხს ბუნებრივად არ აქვს გაუნათებელ, დანაგვიანებულ ქუჩებსა და ბინძურ გარემოში ცხოვრების მოთხოვნილება. ისინი უბრალოდ მეტად უნდა მობილიზდნენ, რათა ერთად გააკეთონ უკეთესი არჩევანი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი მარტივია, საქმის კეთება კი რთული.