ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

გასული კვირის საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს, ამავდროულად ქვეყანა მეტად კონკურენტუნარიანი გახადოს და აარიდოს თავიდან მეზობელი ქვეყნებისგან თუ ძლიერი პოლიტიკური ძალებისგან სხვადასხვაგავარი ზემოქმედება.

*     *     *

საქართველოს პარლამენტთან განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ქართული პოლიტიკა ცვლილებებისთვისაა მზად. 20 ივნისს მომიტინგეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა, ამ ქმედების ძალადობრივმა ფაზამ  240- ზე მეტი ადამიანი დააზიანა, თუმცა ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოების ნაწილი პარლამენტთან კვლავ გამოხატავს თავის პროტესტს მშვიდობიანი გზით (“Georgia’s perpetual street of protest”).

რუსეთის დეპუტატის დაუგეგმავმა მცდელობამ დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, გამოიწვია ქართველი ხალხის პროტესტი. რა სურთ მათ? - ქართული მედიის თქმით, პირველი მოთხოვნაა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაგომა, ასევე იმ მომიტინგეების გათავისუფლება, რომლებიც აქციის მსვლელობისას დააკავეს. მესამე და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა გულისხმობს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, რომელიც დიდწილად გაზრდის პარლამენტის დამოუკიდებლობის ხარისხს. იგი აღმოფხვრის მმართველი პარტიის დიდი უმრავლესობით წარმოდგენას საკანონდმებლო ორგანოში. ქართული ოცნების ლიდერები დათანხმდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ეს არის სწორი ნაბიჯი მათი მხრიდან, ვინაიდან ეს იქნება სასიკეთო, როგორც მათთვის ასევე ქვეყნისთვის. 

ამასობაში, მომიტინგეებმა მოიპოვეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ იგი შესაძლოა დროებითი იყოს (?).  8 ივლისიდან რუსეთი აკრძალავს ფრენებს საქართველოს მიმართულებით. ამ ქმდებით, შესაძლოა  ქართულ-რუსულმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ იმ ეტაპს მიაღწიოს, რომ აღარ იყოს საქართველო დამოკიდებული რუსულ/ევრაზიულ ბაზარზე და გათავისუფლდეს იგი რუსული სახელისუფლებო ძალების ახირებებისგან.

ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხარჯზე მოხდება, მაგრამ შესაძლებელია, ეს ღირს ამას .

სჯობს „საშინელი“ დასასრული, ვიდრე „საშინელება“ დასასრულის გარეშე     

როგორც ვიცით, ამჟამად, რუსეთის ბაზარი საკმაოდ  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ტრადიციული საკვების და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა (ღვინო, წყალი, ლიმონათი, ხილი, ბოსტნეული და მწვანილი) და ტრადიციული ტურიზმის ექსპორტში .იმ შემთხვევაში თუ ევრაზიის კავშირი საქართველოსთვის ჩაიკეტება, ქვეყანას მოუწევს საკუთარი პროდუქციის გატანა ევროპულ, ამერიკულ, აზიურ ბაზარზე, შესაბამისად მან უნდა გაზარდოს საკუთარი საექსპორტო საქონლის ხარისხი.

ქართველი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სამრეწველო სფეროშია დასაქმებული, აგრეთვე ეკონომიკურ სექტორში მომუშავეთა დიდ უმრავლესობას არ აქვს არც დანაზოგი და არც სხვაგან დასაქმების შესაძლებლობა. მოსახლეობა სიღარიბის ზღვარზეა და კვლავ შეინიშნება შემოსავლების შემცირების ტენდენციები. ამ ფონზე, რუსეთის ეგიდით ევრაზიული კავშირი მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, ვიდრე მთლიან შიდა პროდუქტში შემავალი შიდა მეურნეობების ხვედრითი წილი.

როგორც რუსეთიდან ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოსული დამფინანსებლები მნიშვნელოვნად არიან ჩართულნი საქართველოს უძრავი ქონების სექტორში. ისინი იძენენ ქონებას, ყიდულობენ ტერიტორიებს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და გუდაურში. ,,წადით სახლში ოკუპანტებო''- ასეთი რიტორიკით ინვესტორებს არ ექნებათ უძრავი ქონების შეძენის სურვილი და პოტენციურად ეს გამოიწვევს უძრავ ქონებაზე ფასების შემცირებას.

შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა არ უნდა შეარყიოს ეკონომიკური მდგომარეობა, პირიქით უნდა განავითაროს იგი.

თუ არ გაქვს საწარმო, არ გაქვს მოგება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ეკონომიკური რეფორმების მხრივ გაცხადებული ლიდერია. დღეს ბევრი ქართველი კვლავ ნატურალურ მეურნეობაზეა ორიენტირებული, ასევე დაბალშემოსავლიანია მათი სავაჭრო სივრცეც. 2016 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით  11000 (1.3%-ზე ნაკლები) მოიცავდა, დარჩენილ მოსახლეობათა დიდი ნაწილი კი ნატურალური სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს. სავარაუდოდ, ასეთი მდგომარეობა ფიქსირდებოდა კომერციულ ფერმერულ მეურნეობებშიც. უკანასკნელი აღწერის მიხედვით, 2014 წელს, აქციების 77% მოიცავდა 1 ჰექტარზე ნაკლებ მიწის ნაკვეთს(აქედან 87% იყო სახნავ-სათესად განკუთვნილი).

არაორგანიზებულობა, პატარა ზომის მიწის ნაკვეთების დამუშავება, ლიდერული უნარების ნაკლებობა, ინფრასტრუქტურისა და არსებითი სამომხმარებლო მომსახურების გაუმართაობა, ამ და სხვა მიზეზებმა განაპირობა სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი გლეხები უკვე ხანდაზმული ასაკიდან ერთვებიან სოფლის მეურნეობის სექტორში (55 წელია საშუალო ასაკი ქართველი ფერმერის, რაც საკმაოდ დიდია. გარდა ამისა, მათ განსაკუთრებული ,,ემოციური კავშირი'' აქვთ თავიაანთ მიწის ნაკვეთებთან).

სოფელს სიღარიბის აღმოფხვრაში უნდა დაეხმაროს მთავრობა, მან გარკვეული რაოდენობის სუბსიდია უნდა გაიღოს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, როგორც სესხების, ასევე გრანტების გაცემაც. ცხადია, ეს ყველაფერი ძირეულად არ შეცვლის ბიზნესსა და ფერმერთა სექტორს, თუმცა განვითარების შესაძლებლობას მისცემს მათ. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მოცემული რეალობა, სავარაუდოდ, შეანელებს ტრადიციული სოფლის მეურნეობიდან მცირე მეწარმეთა გასვლის ტენდეციას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში ქვეყანაში წარმოებული საქონლის ექსპორტირება ევროპულ ბაზარზე გაიზარდა, ტრადიციული პროდუქტები, ტექნოლოგიები და (პოსტსაბჭოთა) საექსპორტო ბაზარი მაინც ერთ სივრცეშია „გაყინული”. აზერბაიჯანი და ევრაზიული კავშირის ქვეყნები კვლავ რჩება მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოკავშირედ საქართველოსთვის, ძირითადად ამ ქვეყნების ბაზარზე იყიდება საქართველოში წარმოებული საქონელი.

რუსულ კალათში „ბევრი კვერცხის მოთავსება ზრდის ეკონომიკური და პოლიტიკური დაუცველობის ხარისხს. დღევანდელი ამოცანაა  ტურიზმისა  და მცირე სასოფლო სამეურნეო პროდუქტების დაცვა, რომელსაც არ აქვთ კონკურენტუნარიანი ხარისხობრივი მაჩვენებელი. ფაქტია, ქართულ პროდუქციას ნამდვილად სჭირდება შესაბამისი აღიარება ქვეყნის გარეთ.

სხვა ბაზრებზე ქართული პროდუქცია და მომსახურება ისეთივე ღირებული ვერ ექნება, როგორც რუსეთსა და დასთ-ს ქვეყნებში აქვს დღეს, რადგან საკვების უვნებლობისა და ხარისხობრივი სტანდარტების დაკმაყოფილება კვლავ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ძირითად ღირებულებათა ჯაჭვში, რომელიც უპირატესია მრავალი პატარა, დამოუკიდებელი მწარმოებელისთვის, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებულნი მომხმარებლებთან.

ეს მნიშვნელოვანი, სტრუქტურული ერთეულები განავითარებს ქართულ ეკონომიკას და თანამედროვე სტანდარტებზე გადაიყვანს მას: გაიზრდება პროდუქტების ღირებულებაც და აგრეთვე მომავლისთვის მისი ხარისხობრივი მაჩვენებლი კონკურენციას გაუწევს სხვა ქვეყნის საქონელს. გარდა იმისა, რომ ახალ ბაზრებზე გაიყიდება ქართული პროდუქცია, მარტივად დაუკავშირდება იგი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნების ბაზრებსაც.

*     *     *

კრიტიკული სიტუაცია შესაძლოა დადებითი შედეგების მომტანი იყოს ქვეყნისთვის. ამის ნათელი მაგალითია 2006 წელს რუსეთის მიერ ღვინის ექსპორტის აკრძალვა. მსგავსი სიტუაციაა დღესაც. გასული კვირის საპროტესტო აქციებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური  ლანდშაფტი, გრძელვადიან პერსპექტივაში. აგრეთვე ქვეყანა მეტად კონკურენტუნარიანი გახადოს, აარიდოს თავიდან ინტერვენციის საფრთხე და სხვადასხვაგვარი ზემოქმედება, რომელსაც ძლიერი პოლიტიკური ძალები თუ საქართველოს მეზობელი ქვეყნები მუდმივად ახორციელებენ.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები დეკომრატიულ მმართველობაზე

საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

ორშაბათი, 14 იანვარი 2019
საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

თომას დე ვაალი საყოველთაოდ ცნობილი სახელია კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებასა და კონფლიქტებზე საუბრისას. თომასის ლექციამ, რომელსაც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის...

ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ორშაბათი, 11 თებერვალი 2019
ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ქართველი ხალხი აღარც ერთმანეთს ენდობა და აღარც მათი ინტერესების წარმომადგენლებს (პოლიტიკური პარტიები და არასამთავრებო ორგანიზაციები საქართველოში ყველაზე არასანდო ინსტიტუციებად ითვლებიან),...

ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

გასული კვირის საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს, ამავდროულად ქვეყანა მეტად კონკურენტუნარიანი გახადოს და აარიდოს თავიდან...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form