სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

საქართველო თავისი სილამაზითა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, "ბუნებრივად აღმოცენებულ", ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცა. თუმცა პროდუქციის წარმოების გარეშე შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს. ეს საკითხი უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულების დაგეგმვისას.

*     *     * 

არ გვაქვს მარტივი პასუხი კითხვაზე სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა. რამდენიმე წლის წინ მე და კახა ბენდუქიძე ვისხედით და მივირთმევდით ყავას, მე ერთ მარტივ საკითხზე დავეთანხმე მას, რომ საქართველო არასდროს იქნება ძლიერი ინდუსტრიული ზონა.  ჩვენ შევთანხმდით, რომ ქართველებმა უბრალოდ არ ააშენეს, ან უფრო ზუსტად, არ იმუშავეს სამრეწველო საწარმოო ხაზებზე.

შევეცადეთ წარმოგვედგინა საქართველოს მომავალი, ჩვენ ვისაუბრეთ ხელოვნებისა და ხელოსნობის ექსპორტზე. რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ერის ტალანტს განვითარებული ორგანიზაციებისგან (დეფიციტი კახას სურდა თავისუფალ უნივერსიტეტში ხელოვნების მართვის პროგრამის საშუალებით ამოევსო).

მიუხედავად იმის, რომ ქართველები სახელგანთქმულნი არიან ხელოვნების სხვადასხვა დარგში, სადღეგრძელოს თქმასა და გასართობ წარმოდგენებში, სამწუხაროა, რომ საკმაოდ ცოტა მათგანი ოდესმე  თუ  შეძლებს ამ უნარების ისე  განვითარებას, რომ ისინი საარსებო საშუალებად გარდაქმნან.  აგრეთვე, პრეტენზიები იმის შესახებ, რომ საქართველო მეღვინეობის "აკვანია'" არ იქნება საკმარისი სოფლის მეურნეობისთვის, რათა იგი გახდეს  "უსაფრთხო  ეკონომიკური თავშესაფარი" ქართული ოჯახებისთვის, მრავალი წლის განავლობაში. ერთი ჰექტარი- ტიპური ზომა მიწის ნაკვეთი, არ არის საკმარისი ოჯახის  უზრუნველსაყოფად.

ექსპორტზე უნდა გავიტანოთ საქონელი... თუ ხალხი?

გარემოს დამცველთათვისა  და ტურისტებისთვის საქართველო პოტენციური "სამოთხეა", იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა შეწყვეტს პროდუქციის წარმოებას, მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. სხვაგავრად რომ ვთქვათ, საქართველოს სახეზე აქვს ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური არჩევანი: დააბანდოს თანხა ექსპორტზე ორინტირებულ წარმოებაში (და ამგვარად შთანთქოს შრომის ჭარბი ნაწილი) ან დაიწყოს საკუთარი მოსახლეობის "ექსპორტირება'" ევორპის ქვეყნების მიმართულებით, ისეთი ტერიტორიებისკენ, რომლებსაც მუშა ხელი სჭირდებათ, მაგალითად პოლონეთში.

როცა რეალობა იდეოლოგიას უპირისპირდება...

რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს საქართველომ, მან არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაფლანგოს მცირე საწარმოო შესაძლებლობები, რომელებიც აქვს საბჭოთა ინდუსტრალიზაციისაგან მემკვიდრეობით მიღებული ან ადგილობრივი, ხელმისაწვდომი ნედლეულისა და მინერალური რესურსების წყალობით (როგორიცაა ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან და ასევე ადგილობრივი ქვანახშირის, მანგანუმის, სპილენძისა და ოქროს მარაგი).

მიუხეადავად ამისა, ახალგაზრდა მმართველი ელიტა, რომელიც მოიცვა ლიბერტარიანულმა იდეოლოგიამ, ვარდების რევოლუციის ბედნიერი დღეებიდან მოყოლებული, უარყოფს ზუსტ ცნებას, რომ მთავრობები უნდა იყვნენ ქმედითუნარიანნი, რათა დაიცვან ადგილობრივი ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა.

ამ იდეოლოგიის თანახმად, ძლიერი საერთაშორისო კონკურენტები ისე ზემოქმედებენ ეკონომიკაზე, როგორც მტაცებლები ეკოსისტემაზე. ისინი არჩევენ დაუცველ მსხვერპლს, განსაკუთრებით კი ასაკოვან, დაავადებულ, დაზიანებულ ნადავლს. უტოვებენ მეტ ,,საკვებს'', რათა გადარჩნენ, გამოჯანმრთელდნენ და ნაყოფიერნი გახდნენ კომპანიებისთვის. აგრეთვე, მეწარმეთა კონტროლისას, საერთაშორისო კონკურენტებმა  შესაძლოა ნელ-ნელა  შეამცირონ სხვადასხვა ,,დაავადება'' ( ნეპოტიზმი, კორუფცია), ასწავლონ  მათ თუ როგორ  გადარჩნენ, რათა სწრაფად გაექცნენ ამ რეალობას, მათივე ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით (სამსახურში დროზე მისვლა?)

რა თქმა უნდა, მტაცებლებმა დრო და დრო შესაძლოა ახალგაზრდა ნადავლიც ,,დაიჭირონ'' (,,ახალშობილი ინდუსტრიები'') და აგრეთვე ჯანმრთელი საწარმოებიც შეეწირონ ამ პროცესს, მაგრამ ლიბერტარიანელები მიიჩნევენ, რომ ეს არის შესაბამისი ფასი ავადმყოფობის აღმოფხვრისათვის, დაზიანებული ცხოველის გადარჩენისთვის ან ბუნებრივი გადარჩევის წახალისებისთვის, რომლის მეშვეობითაც ბიზნესი ,,გაჯანსაღდება'',  და კვლავ  აღდგება.

ხაზგასასმელია, რომ ლიბერტარიანიზმი არის ეკონომიკური აზროვნების ქვაკუთხედი. როდესაც რელიგიური თვალთახედვები სრულად თავისუფლდება,  ლიბერტარიანიზმი იწყებს ჩარევას ადამიანთა რაციონალურ აზროვნებაში (როგორც მარქსიზმის იდეოლოგია საუკუნის წინ). ამგვარად,  ქართულ საწარმოო სტრუქტურა  დიდი გამოწვევის წინაშე იყო, ირანს შესაძლოა ფოლადის პროდუქტების დამპინგი ეწარმოებინა ქართულ ბაზარზე, გიორგი ქობულიამ (იმ დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა), უბრალოდ უარი თქვა დაენახა არსებული პრობლემა. "თუ ირანს სურს ჩვენი სამშენებლო სექტორის სუბსიდირება, რატომ უნდა შეუვუშალოთ ხელი?"

 

 

დაუსრულებელი ირანული საქონლის ექსპორტირება საერთაშორისო ვაჭრობაში

მას შემდეგ რაც ირანის ეროვნული ბანკი ორიენტირებული იყო შეენარჩუნებინა ოფიციალური  გაცვლითი კურსი,  42000 რიალი დოლართან მიმართებით, 2019 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით შავ ბაზარზე რიალის კურსი მკვეთრად დაეცა და დოლართან მიმართებით რიალის ფასმა 110,000 შეადგინა. შავ ბაზარზე არსებულმა ტარიფმა ირანელ ექსპორტიორებს შემოსავლების გაზრდის მიზნით, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, საკუთარი პროდუქციის დაბალ ფასებში გაყიდვის  საშუალება მისცა. შექმნილი კრიზისი ადგილობრივ ბაზრებსაც შეეხო.

   

მაშინ როცა ქობულია ფოლადის მწარმეობლებს ესაუბრებოდა ამ საკითხზე, ირანი  დიდმა სავალუტო კრიზისმა მოიცვა, რომელიც ამერიკის განახლებულმა სანქციებმა გამოიწვია. შავ ბაზარზე ირანის სავალუტო კურსი დაეცა. ქვეყნის ექსპორტიორები ბედნიერები იყვნენ, ვინაიდან შეეძლოთ ირანული ფოლადის საზღვარგარეთ ,,გასაღება''. ამან გამოიწვია დიდი კრიზისი იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც მსგავს პროდუქტს ქმნიდნენ, კონკრეტულად კი ლითონის ფირფიტებს.

ქობულიას რკინის "ლოგიკა" საქართველოს შეიძლება 2500-ზე მეტ სამუშაო ადგილად დასჯდომოდა, იმ ფოლადის მწარმოებელ "ნაირსახეობათა" განადგურებით, რომელებიც ნორმალურ პირობებში სრულად სიცოცხლისუნარიანები იყვენენ. ინდუსტრიისთვის საბედნიეროდ, ირანული ფოლადის დამპინგი მალევე შეწყდა. სავალუტო ბირჟაზე კი ირანელი ავტორიტეტების წარმატება დასრულდა.

საქართველოს სჭირდება FDI და არა FTA!

ირანი პირველი ქვეყანა არაა, რომლის მწარმოებლებმაც ქართულ ბაზარზე დამპინგი განახორციელეს. 2007 წელს, საქართველომ გრანდიოზულად აღნიშნა ფოლადის საწარმოს გახსნა, რომელიც ქვეყნისთვის  ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი (FDI) იყო და შემდეგში ფოლადის ფირფიტების მსხვილი მაწარმოებელი გახდა. თუმცა, როცა 2016 წლის მარტში რუსთავში მდებარე მთავარ ფოლადის ქარხანას ვესტუმრე, კომპანია პრაქტიკულად პარალიზებული დამხვდა, ხოლო ქართული ბაზრები კი უკრაინული და რუსული ფოლადის ნაწარმით მოფენილი.  შიდა ვალუტების სისუსტემ უკრაინისა და რუსეთის საექსპორტო საქონელი მეტად კონკურენტუნარიანი გახადა საერთაშორისო ბაზარზე. ევროპამ და ამერიკამ დამპინგის თავიდან ასარიდებლად (სანამ თავისუფალი ვაჭრობის წახალისებას დაიწყებდნენ) საკუთარი ბაზრები ტარიფებით შემოსაზღვრა და ანტიდამპიგისაკენ მიმართული კვლევები აწარმოა. საქართველომ კი ამ დროს დამპინგის თავიდან ასარიდებლად თავდაცვის მექანიზმი არ შეიმუშავა, აბსოლუტურად ღია დარჩა და  ამით მცირე ქართულ კომპანიებს, რომლებიც მსგავს საქონელს აწარმოებდნენ, დიდი საფრთხე შეუქმნა.

ფოლადის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰარდიფ საინმა შეინარჩუნა იუმორის გრძნობა, მისი რწმენით: "საქართველოს არ სჭირდება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (FTA)" - მან მითხრა. "ჩვენ უკვე გვაქვს ეს ხელშეკრულება დადებული ბევრ ქვეყანასთან". რაც გვჭირდება ესაა კაპიტალდაბადება!  შენ მხოლოდ მაშინ შეგიძლია ივაჭრო, როცა რაღაცა გაქვს გასაყიდი. ქართულ სოფლის მეურნეობასა თუ ინდუსტრიას ბევრი არაფერი აქვს სხვებისთვის შესათავაზებელი.

სქართველოს საერთაშორისო სავაჭრო გარემო უაღრესად არასტაბილურია, ხშირად გაუწონასწორებელი და  უსამართლო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს: რუსეთს, უკრაინას, აზრებაიჯანს, თურქეთსა და ირანს სავალუტო დევლავაციის პრობლემა ჰქონდათ, რამაც მათსა და საქართველოს შორის სავაჭრო პირობების სისტემური ცვლა გამოიწვია. უფრო მეტიც, მათ ბაზრებზე წვდომის აღკვეთის მიზნით ზოგიერთმა მათგანმა უსამართლო შეზღუდვებიც დაუწესა ქართულ კომპანიებს.

ფაქტია, რომ ქართველი პოლიტიკოსებისთვის უზუსტესი ცნება "დაცვა" დიდწილად ასოცირდებოდა პირდაპირ კორუფციასთან (როდესაც ქრთამის სანაცვლოდ უცხოურ საქონელზე დამცავი ტარიფები იჭრება), და "პროტექციონიზმთან" (იდეოლოგია, რომელიც ეძებს დამცავ საშუალებებს მომხმარებლებისთის, იყენებს გადაულახავ, "დაუძლეველ" ტარიფებს).

დაცვის ასეთი ბერკეტები არასწორია  და საზიანოა ქვეყნისთვის, როდესაც ერთი ქვეყანა ფინანსურად ეხმარება მწარმოებლებს, შემდეგ კი იწყებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების დემპინგს მის სავაჭრო პარტნიორთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თანახმად, ამ უკანასკნელს ყველაფრის უფლება ეძლევა, მათ შორის მისი ბაზრის დახურვისაც. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტერმინოლოგიით, ანტი დამპინგის პოლიტიკას მიეკუთვნება ,,უსაფრთხოების ზომების'' მიღების სამართლიანი ინსტრუმენტი. იგი  გამოიყენება, როგორც ამერიკაში ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.    

საერთო ჯამში, ზარალის თავიდან აცილების  მიზნით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებისთვის ნებადართულია მიიღონ დროებითი უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა იმპორტის შეზღუდვა სხვადასვხვა პროდუქტზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დროებითი უსაფრთხოების ზომები მიზნად ისახავს როგორც ინვესტორთათვის(რისკებია ფინანსურ კაპიტალზე) ასევე მუშებისთვის (რისკი მათ სამსახურებზე და ადამიანურ კაპიტალზე) დაზღვევის ხარისხის უზრულნველლყოფას.   იგი ეწინააღმდეგება  უსამართლო კონკურენციას, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ცვლილებების დროა?

საკითხი შესაძლოა სწორი მიმართულებით განვითარდეს, ნათია თურნავა (რომელიც 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად), ესტუმრა რუსთავის მეტალურგიულ ქარხნებს და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართველ მწარმოებლებს სჭირდებათ ,,მხარდაჭერა შიდა ბაზარზე''.

მთავარობის მხარდაჭერა სავარაუდოდ გამოიხატება კაპიტალდაბანდების სახით, ენერგიის დაზოგვის საკითხსა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიებით აღჭურვაში. ეს ყველაფერი შეთანხმებული იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან და პროცედურებთან, ისევე როგორც ანტიდამპინგის კანონის მიღებისას ხდება. როგორც მითხრეს ევროპელმა  ექსპერტებმა, ახალ კანონი შესაძლოა  "სოციალურ ინტერესსაც" ითვალისწინებდეს. მთავრობას უფლებას აძლევს გაითვალისწინოს არა მხოლოდ მწარმოებელთა, არამედ მომხმარებელთა სურვილებიც.  ამ დათმობაზე წასვლა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან იგი საერთაშორისო კონკურსის როლს თამაშობს ტექნოლოგიური განახლებისა და ჯანსაღი მენეჯმენტის პრაქტიკის დანერგვაში.

*     *     *

საქართველო შესაძლოა არც არასდროს გახდეს მსოფლიო წარმოების ცენტრი, თუმცა იგი თავისი სილამაზითა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობით ,,ბუნებრივად აღმოცებეული'', ტურისტული დანიშნულების ადგილია.   მიუხედავად ამისა, წარმოების გარეშე შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს. ეს საკითხი უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულების დაგეგმვისას.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები ვაჭრობასა და სამრეწველო პოლიტიკაზე

ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019
 ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

რუსეთს ეკონომიკური ბერკეტი აქვს საქართველოზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპორტის საერთო მოცულობამ  დაახლოებით 15% შეადგინა. არათანაზომიერი იყო საექსპორტო საქონლის რაოდენობა....

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

ორშაბათი, 10 ივნისი 2019
სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

საქართველო თავისი სილამაზითა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, "ბუნებრივად აღმოცენებულ", ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცა. თუმცა პროდუქციის წარმოების გარეშე შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა...

ეს რუსეთია, სულელო!

ორშაბათი, 21 იანვარი 2019
ეს რუსეთია, სულელო!

2018 წლის მესამე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის სალდომ დადებითი მნიშვნელობა მიიღო. შესაძლოა ეს ფაქტი აღვიქვათ როგორც...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form