ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

რუსეთს ეკონომიკური ბერკეტი აქვს საქართველოზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპორტის საერთო მოცულობა  დაახლოებით 15% შეადგინა. არათანაზომიერი იყო საექსპორტო საქონლის რაოდენობა. რუსეთში გასაყიდად გაიტანეს: ღვინო, კონიაკი, საკვები პროდუქტები და მინერალური წყალი. განახლებული სავაჭრო ემბარგო საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობის, სასმელებისა და სურსათის სექტორის წარმომადგენლებს. აუცილებლად იქნებიან გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც რუსეთის მიერ წარმოდგენილ სცენარში, რომელიც გულისხმობს ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს დაწესებას.

*     *     *

რუსეთის სახელისუფლებო ძალებმა „განსაკუთრებული კონტროლი” დაუწესა რვა ღვინის საწარმოს, ეს იყო „პარალელურად მშვილდის სროლა, რითაც გააფრთილხა ქართული მთავრობა და ხალხი, რომ რუსეთის საწინააღმდეგო განწყობილება შესაბამისი შედეგებით დაგვირგვინდებოდა. რუსეთის მთავრობამ შესაძლოა თავისი ქმედებით ხელი შეუწყოს არსებული უარყოფითი განწყობილებების გაღრმავებას, გარდა ამისა, რუსეთს ერთგვარი ეკონომიკური ბერკეტი აქვს საქართველოსთვის, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპორტის საერთო მოცულობამ  დაახლოებით 15% შეადგინა. არათანაზომიერი იყო საექსპორტო საქონლის რაოდენობა, რუსეთში გასაყიდად გაიტანეს: ღვინო, კონიაკი, საკვები პროდუქტები და მინერალური წყალი.

ქართული ღვინის საწარმოს რუსეთის ემბარგოსგან დაუცველობა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა:

  • მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის განმავლობაში ორი მთავრობის ადმინისტრაცია აგრესიული ფონით „ამრავალფეროვნებს თავიანთ ბაზრებს, ბევრმა ღვინის მაწარმოებელმა ქარხანამ აირჩია დაბალხარისხოვანი ხილის წარმოება და  კვლავ რუსეთთან გააბა სავაჭრო კავშირები, მთლიანად დაეყრდნო ერთ რუსულ ბაზარს.
  • ზოგადად, ქართული ღვინის ბრენდად აღიარება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარეთ, ჯერ კიდევ რთულ ამოცანად რჩება. (თუმცა იგი მუდმივად უმჯობესდება).
  • ქართული ღვინის სიძვირე, კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით, გამოწვეულია ჯაჭვური მიწოდების დანაწევრებით, აგრეთვე ვენახის მექანიზაციის ნაკლებობით, აქედან გამომდინარე, ყურძნის მაღალი ღირებულებით, პროდუქტის ნაწილობრივი დამუშავებით, ამავდროულად გასათვალიწსინებელია ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე.
  • ქაოსია  დამფინანსებლების კაპიტალდაბანდებათა რეგულაციის სფეროშიც. ღვინის ინდუსტრია ეძებს განვითარების გზებს, ეყრდნობა ძრითადადად არა ინვესტორებს, არამედ მთავრობის გრანტებსა და საბანკო ვალებს.
  • უცხოური კაპიტალის გარეშე შეწყდება ინდუსტრიის გამყარების პროცესი, რომელიც აისახება ეკონომიკური აქტივობის შკალაზე.

292 ღვინის მაწარმოებელმა კომპანიამ 2018 წელს, 245000 ტონა ყურძენი გადაამუშავა. საკმაოდ ბევრი ქარხანაა, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მცირე შიდა სამომხმარებლო ბაზარი აქვს. შევადაროთ მოცემული რეალობა ესპანეთს, რიოჯას, სადაც გახსნილია 600 ღვინის საწარმო, 45000 ჰექტარია ვენახისთვის გამოყოფილი და 12000 მებაღე მუშაობს. ესპანეთი ნამდვილად არის „ღვინის მსმელი ქვეყანა. ესპანელი მოსახლეობა, 47 მილიონი ადამიანი დიდი ერთგულებით ატარებს ამ სახელწოდებას. სხვადასხვა გრანტებზე ხელმისაწვდომობამ და სესხებით სარგებლობამ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქალაქის კარგად მცოდნე მოსახლეობა  „აცდუნა, რათა დაეგირვაბეინათ ქონება და გაეშენებინათ მათი ოცნების ვენახები, შეექმნათ პატარა ღვინის საწარმოები ნასესხები ფულით. გარდა ძირითადი სოციალური მედიის არსებობისა და მთვარობის მიერ ღვინის ინდუსტრიის დაფინანსებაში შეტანილი წვლილისა, პატარა მასშტაბის ღვინის კომპანიების უმრავლესობას აქვს უნარი განავითაროს თავისი ბრენდი/ მარკა და ქვეყნის გარეთ გაანაწილოს პროდუქცია. მცირე ღვინის კომპანიების გაერთიანება და ერთობლივად მუშოაბის ამგვარი ფორმა ჯერ კიდევ არ არის წარმატებული.

რამდენიმე ღვინის საწარმოს წინდახედულმა მფლობელმა 2013 წლიდან უარი თქვა რუსულ ბაზარზე, სადაც საკმაოდ მარტივად შეიძლებოდა ფულის შოვნა. დაფინანსება დიდწილად გაფართოვდა არატრადიციულ ბაზრებზე. საშუალო ზომის კომპანია გიუაანს მანავიდან აქვს საკუთარი ღვინის მაღაზია ურუმქში, ხინჯიან უგურის ავტონომიურ რეგიონში, ჩინეთში. თბილვინო (საკმაოდ დიდი კომპანია) რამდენიმე წელია რუსეთის ბაზართან თანამშრომლობს, თუმცა ამ რეგიონში გატანილ  პროდუქციას არც ისე დიდი წილი აქვს საქონლის მთელი ბრუნვაში. მათგან განსხვავებით მუკადომ დაარსა მისი საკუთარი ღვინის „ონლაინ პლატფორმა იაპონიისა და ჩინეთის ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, რაც ხელს უწყობს ქვეყნების დაახლოებას ერთმანეთთან, ეს  ქმნის ხელშესახებ პროგრესს მათ ბაზრებზეც.

ბოლო ხუთი წლის ექსპორტის მონაცემთა ანალიზი დამამშვიდებელია. თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტირების შემცირება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ამოცანაა (60 %-ზე მეტი იყო 2018 წელს).  

GeorgianWineIndustryImplicationsOfARussianEmbargo Graph1

RU- რუსეთი, ROW=REST OF WORLD-მსოფლიოს დარჩენილი საზღვრები, EU=EU+EEA, EA= EAST ASIA (აღმოსავლეთ აზია),  CISER=CIS,  Ex-Russia -ყოფილი რუსეთი, დსთ-ს ქვეყნები
მონაცემთა წყარო:  UN Comtrade

ნათელია, რომ რუსეთმა შთანთქა ქართული ღვინის უმეტესი პროდუქცია, ნაჩვენებია ლიტრის  საშუალო ფასი. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე ბოლო ხუთი წლის  განმავლობაში ფასები შემცირდა უმეტეს ქვეყნებში, სადაც ღვინის რეალიზება მიმდინარეობს. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება ჩინეთში, რასაც ვერ ვიტყვით ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაზე.

GeorgianWineIndustryImplicationsOfARussianEmbargo Graph2

RU- რუსეთი, ROW=REST OF WORLD-მსოფლიოს დარჩენილი საზღვრები, EU=EU+EEA, EA= EAST ASIA(აღმოსავლეთ აზია),  CISER=CIS,  Ex-Russia -ყოფილი რუსეთი, დსთ-ს ქვეყნები
მონაცემთა წყარო:  UN Comtrade

ნათელია, რომ ბოლო  ხუთი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ აზიის ბაზარი ქართული ღვინის პროდუქციისთვის  დოლარის თვალსაზრისით გაოთხმაგდა, მაშინ როცა პროდუქტი ასეთნაირადაა წახალისებული და კონკურენტი ნაწარმისგან გამოყოფილი, ინარჩუნებს ინდივიდუალობას მსოფლიოს ამ ნაწილში, ცხადია ასეთი ზრდის მრუდი აღარ არის უჩვეულო. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ აზიის  ღვინის ბაზარი (ყოფილი იაპონიის)  საკმაოდ სწრაფად იზრდება და ვარაუდობენ, რომ ბრენდის აღიარება და მიმწოდებლის მოძიება  კვლავ ეფექტურად გაგრძელდება, სავარაუდოდ აღმოსავლეთ აზიის ბაზარი ქართული ღვინისთვის მომდევნო ხუთ წელში 4-ჯერ გაიზრდება.  ეს შესაძლოა იყოს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ექსპორტი, თითქმის იგივე რაც რუსეთშია დღეს. მე ვიცნობ ერთ ღვინის მეწარმეს, იგი ამბობს, რომ შეეძლო ჩინეთში გაეყიდა მთელი  პროდუქცია დროის მცირე მონაკვეთში, მისი ბრენდი კარგად განვითარებულია იქ, თუმცა მან უარი თქვა  საკმაოდ მომგებიან შემოთავაზებებზე ჩინეთიდან, რათა მისი პროდუქცია დარჩენილიყო კვლავ ევროპის ბაზარზე.  მსგავსი კომპანიები გადარჩენისთვისაა მობილიზებული და ცდილობს  თავი დააღწიოს რუსეთის ემბარგოს.

არსებითი ნაწილი ქართული ღვინის პროდუქციისა, ე.წ. სუფრის ღვინო, რომელიც  განკუთვნილია რუსეთის ბაზრისთვის,  ვერ უტოლდება ფრანგულ, ესპანურ ან იტალიურ ღვინოს, ვინაიდან ის ხარისხისა და ფასის უკეთეს სპექტრს მოიცავს. რუსეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ევროპული ღვინის  ექსპორტირებაზე, საქართველო მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვა, შესაძლოა თეთრი ღვინის ექსპორტირება გართულებულიყო სხვა ბაზრებზე( აღმოსავლეთ აზიის ბაზრები უპირატესად წითელი ღვინის გაყიდვაზეა ორიენტირებული).

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დსთ-ს რუსულ ბაზარზე არ შეინიშნება დიდი ზრდა, რაც განაპირობა ვალუტის სისუსტემ (და ომმა უკრაინაში).

ევროკავშირის ბაზარი გვიჩვენებს ნელ და სტაბილურ ზრდას, უმეტესწილად ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და გერმანიაში. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ბაზარი იღებს  მეტი რაოდენობის ქართულ ღვინოს, ამიტომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაეხმარება ამ პროცესს.

იმედი გვაქვს, რომ ქართველი ექსპორტიორების ამჟამინდელი დაშინების პოლიტიკა შეწყდება და ნორმალური სავაჭრო ურთიერთობა აღდგება  ქვეყნებს  შორის. ემბარგოს დაწესება მნიშვნელოვნად დააზარალებს მრეწველობას მომდევნო ხუთი (ან მეტი) წლის განმავლობაში, რუსეთზე დამოკიდებული ღვინის საწარმოები ებრძვის პროდუქტის განთავსებას არატრადიციულ ბაზრებზე. მეტად წინდახედული ხელმძღვანელი ხელთ იგდებს  ყურძნის მიმწოდებლურ ქსელს  შესაბამისი ღირებულებით, მრავალფეროვან ბაზარზე და შეიძენს გაკოტრებულ ღვინის კომპანიებსა და ვენახებს, საკუთარი ბიზნესის გაფართოებისა და  ეკონომიკური მასშტაბის გაუმჯობესების მიზნით.

თუ კრიზისის წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა, ეროვნული ღვინის სააგენტომ პრიორიტეტად უნდა გაიხადოს მარკეტინგული საქმიანობა, რომელიც ეფუძვნება დაფინანსების დაბრუნებას სწრაფ ტემპში. ევროპისა და  დსთ-ს ქვეყნების ქმედებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწრაფად მზარდი ბაზრების სასარგებლოდ. ბრენდის განვითარების დაფინანსება და აღიარება, მიმწოდებლის მოძიება და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ბაზრებზე სარეკლამო აქციების, მთავრობისა და კერძო კომპანიების ხარჯების დაფარვა უნდა დაბალანსდეს, სწრაფად და სრულყოფილად უნდა განვითარდნენ ბაზრები, რაც გულისხმობს მათი ხარისხის ზრდასა და იაფი ღვინის წარმოებას.

ძებნა

ყველაზე პოპულარული ბლოგები ვაჭრობასა და სამრეწველო პოლიტიკაზე

ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019
 ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

რუსეთს ეკონომიკური ბერკეტი აქვს საქართველოზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპორტის საერთო მოცულობამ  დაახლოებით 15% შეადგინა. არათანაზომიერი იყო საექსპორტო საქონლის რაოდენობა....

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

ორშაბათი, 10 ივნისი 2019
სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

საქართველო თავისი სილამაზითა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, "ბუნებრივად აღმოცენებულ", ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცა. თუმცა პროდუქციის წარმოების გარეშე შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა...

ეს რუსეთია, სულელო!

ორშაბათი, 21 იანვარი 2019
ეს რუსეთია, სულელო!

2018 წლის მესამე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის სალდომ დადებითი მნიშვნელობა მიიღო. შესაძლოა ეს ფაქტი აღვიქვათ როგორც...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com