სამრეწველო პოლიტიკა

                                  კოორდინირების პროცესის ჩავარდნის დაძლევის მცდელობა                                 

 



ჩვენი
მიდგომა

არსებობს საზოგადო შეთანხმება განვითარებზე მომუშავე პროფესიონალებს შორის, რომ ძლიერი, მცირე და საშუალო ბიზნესი (მსბ) აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღისათვის. როგორც მსბ-ები თვითონ აცხადებენ, დაფინანსება მათი ზრდისა და გაფართოების ძირითადი შემზღუდავი პირობაა. განვითარების პოლიტიკა, რომლის სამიზნეც მსბ-ის სექტორია, ხშირად მიმართავს "ფინანსების ხელმისაწვდომობის" ბარიერს -  გრანტების, სესხის სუბსიდიებისა და მაღალი რისკის მიკროფინანსების სქემებს. სამწუხაროდ, ეს მიდგომა არ ითვალისწინებს ფაქტს, რომ ბევრი მსბ არ არის ბანკებისთვის მისაღები. ხშირად მათ ხელს უშლის ინოვაციური ბიზნესიდეების ნაკლებობა და მართვის უუნარობა. საქართველოს რეალობაში, მსბ-ები არ წარმოადგენენ ზრდის ძრავას, ვინაიდან მათი უმრავლესობა დაბალპროდუქტიული აქტივობითაა დაკავებული, როგორიც პრიმიტიული მეურნეობა, მცირე ვაჭრობა და სატრანსპორტო მომსახურებაა - ნებისმიერი ზრდა, რომელიც, საბოლოო ჯამში, თვითშემზღუდველია. საბოლოოდ, ნაკლებპროდუქტიული მსბ-ების სუბსიდირება, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მცირე ადგილობრივ ბაზრებზე,  გამოიწვევს მწირი საჯარო რესურსების გაფლანგვას და არამდგრად ან ინკლუზიურ ზრდას.

თბილინომიკსი მუშაობს მთავრობებთან, დონორებთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა მსბ ვერტიკალურად ინტეგრირდეს მსხვილი საწარმოების მიწოდების ჯაჭვებში და ორგანიზდეს ‘კლასტერებში’, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტის, პროცესის ინოვაციებისა და ხარჯების შემცირებას, წარმოების გაზრდას და ხელსაყრელ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას - საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ სამრეწველო პოლიტიკის განვითარებასა და შეფასებას, რომელიც კოორდინირების პროცესის ჩავარდნის დაძლევას ცდილობს ახალი წარმოების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროების შექმნით.

ჩვენს & ჩვენს მომსახურეობის შესახებ

პროექტები სამრეწველო პოლიტიკაში

ჩვენი პროექტები შთაგონებულია დენი როდერიკის "ახალი სამრეწველო პოლიტიკის" იდეებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ მთავრობას კოორდინირებისას დაშვებული იმ შეცდომების დაძლევაში, რომლებიც ხელს უშლიან ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას.

გაეცანით ჩვენს სამრეწველო პოლიტიკის ექსპერტებს

ერიკ ლივნი
ერიკ ლივნი
ლევან ნადიბაიძე
ლევან ნადიბაიძე
ბასტიან ლოერი
ბასტიან ლოერი

გსურთ ჩვენთან ერთად მუშაობა ან პროექტის განხილვა?

CONTACT


Tbilisi, Georgia
Email : advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form