ქართველი მქონებელნი და უქონელნი: ვინაა დამნაშავე და რა გავაკეთოთ?

ქართველი მქონებელნი და უქონელნი: ვინაა დამნაშავე და რა გავაკეთოთ?

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემების თანახმად, ქართული საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე უთანასწოროა პოსტ-კომუნისტურ სამყაროში. მეტიც, ქართველების სოციალური და ეკონომიკური სტატუსი უმეტეს შემთხვევაში მათი დაბადების წუთიდანვეა განსაზღვრული. უკიდურესი ქონებრივი უთანასწორობისა და სოციალური მობილობის ნაკლებობის პრობლემის დასაძლევად საჭიროა არა მხოლოდ პროფესიული სწავლება, როგორც ამას ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ამავდროულად ინვესტიცია სოფლის მოსახლეობისთვის განკუთვნილ ადრეული სწავლების სისტემებში.

*     *     *

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2016-17 წლების გარდამავალი ქვეყნების ანგარიში, ქვესათაურით „თანასწორი შესაძლებლობები უთანასწორო სამყაროში“, ყურადღებას ამახვილებს იმ უსიამოვნო ფაქტზე, რომ საქართველოს განსაკუთრებით ცუდი შედეგები აქვს ინკლუზიურობისა და სოციალური მობილობის მხრივ. ფაქტობრივად, გრაფიკზე, გარდამავალი ერების შედარებისას, საქართველო უკიდურეს მარჯვენა წერტილშია (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), რადგან ვერ სთავაზობს თანაბარ შესაძლებლობებს თავის შეძლებულ (ძირითადად, ქალაქის მაცხოვრებლებს) და ღარიბ მოსახლეობას (ძირითადად, სოფლის მაცხოვრებლებს).

გრაფიკი 1: შემოსავლების და შესაძლებლობების უთანასწორობა გარდამავალ ეტაპზე მყოფ რეგიონში. საქართველო მოხვდა ყველაზე უთანასწორო შესაძლებლობებისა და შემოსავლების მქონეთა ზედა მარჯვენა კუთხეში.

34 ქვეყანაში (სადაც გერმანია, იტალია და ჩეხეთის რესპუბლიკა შესადარებელი ქვეყნები იყვნენ) 51 000 რესპონდენტის გამოკითხვის საფუძველზე შედგენილი გრაფიკი აჩვენებს, როგორია კორელაცია არათანაბარ შემოსავლებსა (ვერტიკალურ ღერძზე) და არათანაბარ შესაძლებლობებს (ჰორიზონტალურ ღერძზე) შორის. როგორც ვხედავთ, ორივე ცვლადი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან: ქვეყანაში არათანაბარი შემოსავლები აჩვენებს, რამდენად იძლევა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა, შრომისა და ფინანსური ბაზრები სოციალურ კიბეზე ასვლის შესაძლებლობას. EBRD-ის გამოთვლებს თუ დავუჯერებთ, EBRD-ის რეგიონში შემოსავლების უთანასწორობის 20-50% გამოწვეულია დაბადებისას არსებული გარემოებებით: დაბადების ადგილი (ქალაქი თუ სოფელი), მშობლების განათლების დონე და კომუნისტური პარტიის წევრობა (ანუ ძველი ელიტისადმი მიკუთვნება), სქესი, ეთნიკური წარმომავლობა.

 

ინკლუზიური ზრდა თუ არავითარი ზრდა?

შვეიცარიის განვითარების ოფისის კავკასიის ოფისის მიერ დაფინანსებული ეს პუბლიკაცია ეხება ყოვლისმომცველ კითხვას: რა უნდა გავაკეთოთ, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა ქვეყნის შემოსავლების განაწილების ქვედა ზღვარზე მყოფ მოსახლეობასაც შეეხოს? (იანვარი, 2016 წ.

   

კაცმა რომ თქვას, თითქოს საგანგაშო არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ არათანაბარი შესაძლებლობები კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა აშშ-სა და განვითარებადი ეკონომოკების უმეტესობაში. თუმცა საქართველოს პრობლემა ის არის, რომ მისი მაჩვენებელი რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. EBRD-ის მონაცემებით, ქართველების მომავალ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს თითქმის წინასწარვე განსაზღვრავს დაბადებისას არსებული გარემოებები: არათანაბარი შესაძლებლობები ზღუდავს სოციალურ მობილობას და უცვლელად ტოვებს საზოგადოების ხისტ დაყოფას: ერთი ნაწილი ჩართულია თანამედროვე ეკონომიკაში, მეორე კი ტრადიციული თვითკმარი მეურნეობით, თვითდასაქმებით ან საკუთარი უნარ-ჩვევებისთვის შეუფერებელი საქმიანობით იბრძვის თვითგადარჩენისთვის. რა ქმნის ამ გულისმომკვლელ სიტუაციას და როგორ შეიძლება მისი შეცვლა?

 

იქნებ, საქმე ქართველების სიამაყეში ან სიზარმაცეშია?

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარი პარადოქსი იყო სრული უძრაობა ქვეყნის დაქირავებულ სამუშაო ძალაში. მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, დაქირავებული სამუშაო ძალის წილი უცვლელად ქვეყნის საერთო მუშახელის დაახლოებით 13%-ს შეადგენს, რომელთა 5% საჯარო სექტორშია დასაქმებული: მასწავლებლები, არმია, პოლიცია და საჯარო ადმინისტრაცია (საქსტატი). 13% გამაოგნებლად დაბალი მაჩვენებლია. შედარებისთვის, გერმანიის 80 მილიონიანი მოსახლეობის 53%-ია ჩართული დაქირავებულ სამუშაოში.

კრიტიკულად  აუცილებელია იმის გააზრება, რომ ფორმალური დასაქმების სტაგნაცია სამუშაო ადგილების არარსებობის ბრალი არ არის. სამუშაო ადგილები სწორედ სათანადო სამუშაო ძალის არარსებობის გამო ვერ იქმნება. საქართველოში დიდი ინვესტიციები ჩაიდო ეკონომიკის თანამედროვე სექტორებში: საბანკო სექტორში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, წარმოებაში, თანამედროვე ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობასა და საკვების გადამუშავებაში. ერთის მხრივ, დამსაქმებლები სანთლით ეძებენ სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს, მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, საწარმოოს ხაზზე მომუშავეებს, ტრაქტორის ოპერატორებს, გაყიდვების, სამზარეულოსა და სასტუმროს პერსონალს. მეორეს მხრივ, მათ სჭირდებათ ისეთი კადრებიც, რომლებიც კულტურულად შესაფერისი არიან მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმებისთვის, შეუძლიათ მშობლიურ და უცხო ენებზე ურთიერთობა, ინსტრუქციების კითხვა და შესრულება, შეუძლიათ კომპიუტერთან მუშაობა და ფლობენ საბაზისო დისციპლინას, ყურადღებას აქცევენ დეტალებს და დროულად ასრულებენ სხვადასხვა ამოცანას.

ქართველ დამსაქმებელთა გამოკითხვა აჩვენებს, რომ კომპანიათა უმეტესობას ბიზნესის  გაფართოებაში აბრკოლებს კვალიფიციური სამუშო ძალის არარსებობა (ეს ფაქტორი ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ #1 ან #2 ფაქტორად სახელდება მუდამ, მაგალითად, „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“). და ვინაიდან მოთხოვნა დაქირავებულ მუშახელზე აჭარბებს მიწოდებას, ეკონომიკის თანამედროვე სექტორში ხელფასები წლიურად 5-12%-ით იზრდება 2011 წლიდან მოყოლებული (საქსტატი), რაც ზრდის დასაქმებულთა და დაუსაქმებელთა შემოსავლებს შორის არსებულ ნაპრალს.

იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ კონკურენტულობა შეინარჩუნოს, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობიდან და სხვა ტრადიციული საქმიანობიდან (დიასახლისობა) ადამიანები ეკონომიკის თანამედროვე სექტორებში გადაერთონ. სოციალური მობილობის არარსებობის წამალი მხოლოდ პროფესიული სწავლება როდია, როგორც ბევრი სწავლული გვარწმუნებს. ამისთვის საჭიროა, ინვესტიცია ჩაიდოს ადრეული განათლების სისტემაში, რომელიც სოფლის მოსახლეობისთვის იქნება გამიზნული.

რადგან საწყისი წერტილი ძალიან დაბალ ნიშნულზეა, ბევრი გამოწვევაა გადასალახავი. ადრეული განათლების გაუმჯობესება იმით უნდა დაიწყოს, რომ სისტემას ახალი სისხლი და ახალი იდეები მიეწოდოს, ახალი ტექნოლოგიები, ახალგაზრდა მასწავლებლები,  ახალგაზრდა მისაბაძი მაგალითები (ქართველები თუ უცხოელები). ამისი საუკეთესო მაგალითია ამერიკული მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, მასწავლებლები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ დაქირავების ეს ორი მოდელი ძალიან წარმატებულია, მათ საკმაოდ შეზღუდული არეალი აქვთ. მაგალითად, დღეს ქართულ სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მშვიდობის კორპუსის მხოლოდ 111 მოხალისე მსახურობს. საქართველოს პერიფერიებში მცხოვრები ნაკლებად პრივილიგებული ბავშვებისთვის თანაბართან მიახლოებული შესაძლებლობების შესაქმნელად საჭიროა, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, არსებული პროგრამების მასშტაბების გაზრდა და ახალი იდეების მოფიქრება. საჭირო არ არის ბორბლის გამოგონება. ერთი-ერთი მარტივი გზაა სამხედრო სამსახურის ალტერნატივად სამოქალაქო სამსახურის დაწესებაა. დამატებით, საქართველოს შეუძლია შექმნას მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო საქმეში ჩართავს ქვეყნის ყველაზე ჭკვიან და გამორჩეულ ადამიანებს: მათ, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლობს, შეეძლებათ დაეხმარონ საქართველოს პატარა დასახლებებისა და სოფლების მოსახლეობას და ასე გადაუხადონ ამაგი სახელმწიფოს.

საქართველოს ტრადიციულ და თანამედროვე ეკონომიკებს შორის არსებული ღრმა ნაპრალი მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას არ უქმნის საფრთხეს. ის დაბრკოლებაა ქვეყნის ახლად ფეხადგმული დემოკრატიისთვისაც. არათანაბარი სიმდიდრე და შემოსავლები მუდამ ასე შემაშფოთებელი არ არის. ადამიანებს საკუთარი პოტენციალის რეალიზების თანაბარი შანსები რომ ჰქონდეთ, არათანაბრობა იქნებოდა მხოლოდ მათი მუშაობის, სწავლის, საქმიანობის ხარისხის (და მცირეოდენი იღბლის) შედეგი და ის არც ასეთი მწვავე სოციალური და პოლიტიკური პრობლემა იქნებოდა. მეორეს მხრივ, „არათანაბარი შესაძლებლობები საწყის წერტილში“, ანუ თანაბარი შესაძლებლობების რადიკალური ნაკლებობა ახალგაზრდა ასაკში საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობას.

ნაპრალის ამოვსება და სივრცითი თუ სოციალური მობილობის შესაძლებლობების შექმნა არის ფუნქციური უცოდინრობის, სიღარიბისა და უთანასწორობის იმ მანკიერი წრიდან გამოღწევის ერთადერთი გზა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დღიდან მისი დამოუკიდებლობისა. დრო არ ითმენს.


იხილეთ მასალის გამოყენების წესები

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form