ეს მოკლე მიმოხილვა არის გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო ბანკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკური ფორუმის ერთობლივი ინიციატივა. ეს არის ოთხი ნაშრომიდან ერთ-ერთი სერია, რომელიც აქცენტს აკეთებს საქართველოს განათლების სისტემაზე: ადრეულ სწავლაზე, ზოგად განათლებაზე, პროფესიულ განათლებაზე და სწავლებაზე, და ბოლოს, უმაღლეს განათლებაზე. ამ სერიების მიზანია, განიხილოს არსებული მიღწეული შედეგები, გამოავლინოს გამორჩეული გამოწვევები, და მიანიშნოს - დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიების საფუძველსა და შესაბამისი მონაცემების ანალიზზე და საფუძვლიან სტრუქტურებზე -, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მივმართოთ არსებულ შეფერხებებს. პრობლემების სისტემური ხასიათის გათვალისწინებით, ეფექტური გადაწყვეტილებები მოითხოვს ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ პასუხს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორობის, და ბოლოს, ქვეყნის კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით; ნაწილობრივი რეაგირება სავარაუდოდ მცირე გავლენას მოახდენს ნაწილობრივი და ადვილად შექცევადი შედეგების გენერირებით. მიუხედავათ იმისა, რომ ხშირად შეუჩნეველია, ნებისმიერი სამომავლო რეფორმის ძირითადი ელემენტი უნდა იყოს, ერთის მხრივ, გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობა ინფორმაციისა და მონაცემების შრომის ბაზრის საჭიროებების შესახებ და, მეორეს მხრივ, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების გახორციელება.
* * *
ჩვენი ყურადღება განათლებაზე შორს არის შემთხვევითისგან. „არაადეკვატურად განათლებული სამუშაო ძალა“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ ფაქტორს საქართველოში ბიზნესის კეთებისას (მაგალითად ნახეთ 2017-18 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში). ისევე, როგორც სხვა ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში, საქართველოში მოსახლეობა არის უაღრესად განათლებული, მაგალითად თუ ამას გავზომავთ ადამიანთა წილით საშუალო განათლების მიღებაში. აქედან გამომდინარე, დამსაქმებელთა მთავარ პრობლემას დიპლომებისა და ფორმალური სერთიფიკატების მქონე კანდიდატების ნაკლებობა კი არ წარმოადგენს, არამედ პროფესიული უნარების ნაკლებობა. ეს, თავის მხრივ, არ არის განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ, არამედ სწორი განათლების ხელმისაწვდომობის და მაღალი ხარისხის პროფესიული განათლებისა და სწავლების (პგს) შესახებ. თანაბრად საგანგაშოა უნარ-ჩვევების დეფიციტის პრობლემა - ახალგაზრდების უმუშევრობა, რომელიც განსაკუთრებულად მაღალია 20-24 წლის ასაკში (2016 წელს დაახლოებით 30% იყო).
საქართველოს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს მაღალხარისხიანი განათლების და, კერძოდ, პგს-ს საჭიროება. 1990-იანი წლების დასაწყისში კოლაფსის შემდეგ, სექტორმა დიდი ყურადღება მოიპყრო 2007 წელს პგს-ზე ახალი კანონის მიღებით. ეს კანონმდებლობა არსბითად იყო შესწორებული 2010 წელს, რამაც გამოიწვია ყოვლისმომცველი ეროვნლი კვალიფიკაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოების ჩამოყალიბება და საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე დაინტერესებული მხარის მმართველობას ეროვნული პგს-ს საბჭოს სახით. პგს-ს სისტემის ყოვლისმომცველი მოდერნიზაცია - 2013-2020 წლების საქართველოს პგს-ს განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად - არის მთავარი პრიორიტეტი მიმდინარე 4-პუნქტიანი მმართველობის გეგმაში. ამ დადებითი პოლიტიკის განვითარების შედეგად, პგს-ს სექტორი სავსეა ცვლილებებით. პგს-ს ახალი კანონი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, აერთიანებს უფრო მოქნილ მარეგულირებელ მიდგომას და გზას უგებს კერძო სექტორის უფრო მეტ ჩართულობასა და პგს-ს ინდუსტრიული მოდელების ექსპერიმენტს. ახალი კანონით გათვალისწინებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტი უზრუნველყოფს მთავრობას ინსტრუმენტით, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტირებას პგს-ს ახალ პროგრამებში, რომელიც შეესაბამება მის სტრატეგიულ მიზნებს, ისევე როგორც (პოტენციურად)გამოაცხადოს არსებულ საჯარო კოლეჯების მართვა დაინტერესებულ ბიზნეს პარტნიორებთან. ახალი კანონი ასევე უკეთესად აერთიანებს პგს-ის განათლების სისტემას სხვა კომპონენტებთან (სკოლებთან და უნივერსიტეტებთან), იშორებს არსებულ პრობლემებს და საშუალებას აძლევს სტუდენტებს თავისუფლად გადავიდნენ ერთი ტიპის პროგრამიდან/კვალიფიკაციიდან მეორეზე. მთავრობა მუდმივად ზრდის პგს-ის ინსტიტუტების დაფინანსებას, აუმჯობესებს არსებულ ინფრასტრუქტურას და გეოგრაფიულად აფართოებს პგს-ის დარგს ახალი კოლეჯების გახსნით მთაგორიან რეგიონებში, რომლებიც არ შედიან კერძო სექტორის პროვაიდერების ინტერესში. გარდა ამისა, საჯარო უნივერსიტეტები წახალისებულნი არიან ჩაერთონ პგს-ის ახალ პროგრამებშ, ხშირად სანდო საერთაშორისო პროვაიდერებთან პარტნიორობით. როდესაც საქმე ეხება საჭირო კანონქვემდებარე აქტების განვითარებას, ნოუჰაუს შეძენას, უნარების მშენებლობას, და ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას პგს-ის საჯარო ცოლეჯებში, მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს და კოორდინირებს საერთაშორისო დონორთა თანამეგობრობასთან, მათ შორის, ევროკავშირთან (EU), გერმანიის ჯსც-სთან (GIZ) და რსბ-სთან (KfW), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და მსოფლიო ბანკთან (WB).
მომავალი რეფორმები პგს-ის სექტორში აუცილებლად შეეხება შემდეგს: (i) კერძო სექტორის ჩართვას პგს-ის მმართველობის სფეროში, როგორც ე.წ. პგს-ის ინდუსტრიულ მოდელზე გადასვლის ნაწილს; (ii) პგს-ის მენეჯმენტის ანგარიშვალდებულებას არა მარტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე (როგორც ეს ამჟამად არის), არამედ დამსაქმებლებისა და ზოგად საზოგადოებისას, და ბოლოს, (iii) პგს-ის მასწავლებლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. დამატებითი და განსაკუთრებით მწვავე საკითხი ეხება აუცილებლობას (iv) გპს-ის სისტემის საჯარო აღქმის მკვეთრად შეცვლას.