Entrepreneurship Education in Georgian VET System

სამეწარმეო განათლება საქართველოს პგს-ის სისტემაში

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა დ, ა განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით (GCCI), პროექტი მიზნად ისახავს სამეწარმეო განათლების გაძლიერებას საქართველოს პროფესიული განათლებისა და სწავლების (პგს) დაწესებულებებში. ამისათვის კვლევა ითვალისწინებს სამეწარმეო სწავლების საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და აანალიზებს სამეწარმეო განათლების არსებულ მდგომარეობას საქართველოს პგს-ის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. ანალიზზე დაყრდნობით, პროექტი ითვალისწინებს ისეთ გზებს, რომლებშიც საქართველოს პგს-ს შეუძლიათ გააუმჯობესონ სამეწარმეო განათლება, გამოამჟღავნონ ნიჭიერი და დაინტერესებული მომავალი მეწარმეები და შექმნან გარემო, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეამოწმონ თავიანთი უნარები და ცოდნა.
ცოტა ხნის წინ, პგს ბევრი ქართველისთვის  არ იყო მიმზიდველი. მაგალითად, EUVEGE-ის (2016) თანახმად, 20-დან 24 წლამდე ასაკის კოჰორტის მონაწილეობის მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს პგს- ის ინსტიტუტებში ჩარიცხულ სტუდენტთა უმრავლესობას, მხოლოდ 1.19% -ს შეადგენს. საქართველოს პროფესიული განათლებისა და სწავლების ინსტიტუტებში სამეწარმეო განათლების მხარდაჭერას  შეუძლია მეწარმეობის, როგორც შესაძლო კარიერის გზას, შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და, შესაბამისად, პოტენციურად  პგს-ის, როგორც უმაღლესი გაათლების ალტერნატივის, მიმზიდველობის გაზრდა ყველა ასაკის კოჰორებისთვის. გარდა ამისა, სამეწარმეო განათლებაზე სისტემურ მიდგომას შეუძლია შექმნას თვითდასაქმების შესაძლებლობები პგს-ის კურსდამთავრებულებისთვის და განავითაროს საქართველოში სამეწარმეო კულტურა. 
საქართველოში პროფესიული განათლება და სწავლება დიდწილად ისეთმა პიროვნებამ აითვისეს, რომლებმაც დაანებეს სწავლას (ხშირ შემთხვევაში, ცხრა კლასის დასრულების შემდეგ) და რომლებიც საჭიროებენ პირდაპირ მომზადებას შრომის ბაზარზე შესვლისთვის.
შესაბამისად, საქართველოს პგს-ის დაწესებულებები ძირითადად კონცენტრირდებიან კონკრეტულ პროფესიებზე დასაქმების მოსამზადებლად და არა მეწარმეთა რიცხვის გაზრდაზე. ეს განსაკუთრებით ეხება კერძო კოლეჯებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, შეიძინონ მოწყობილებები და დანადგარები სტუდენტების პოტენციური სამეწარმეო პროფესიებში მოსამზადებლად, როგორიცაა ფერმერობა და ოსტატობა (იხ. დანართი B).
მიუხედავად იმისა, რომ პგს- ის დაწესებულებებმა დაიწყეს ახლად შემუშავებული სავალდებულო სამეწარმეო მოდულის ინტეგრირება თავიანთი კურიკულუმში, სამეწარმეო განათლება კვლავაც ძალიან თეორიული და ზედაპირულია, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლის შედეგების ნაკლებობით, რაც უკეთესად მოამზადებდა სტუდენტებს ბიზნესის დაწყებისა და საქმიანობისთვის. უფრო მეტიც, არ არსებობს სისტემური მიდგომის  მტკიცებულება, რომელიც აღმოაჩენდა დაინტერესებულ და ნიჭიერ მომავალ მეწარმეებს და განათავსებდა მათ სათანადო გარემოში.
მეწარმეობამ, როგორც პროფესიული განათლებისა და სწავლების პროგრამების კომპონენტმა საქართველოში, უნდა გამოიწვიოს ისეთივე ინტერესი, როგორსაც იწვევს ევროპაში. ევროკომისიის აზრით, სამეწარმეო განათლება პგს-ში იდეალურად უნდა 1) შეიმუშავოს პერსონალური მახასიათებლები და უნარები, რომლებიც შექმნიან სტუდენტთა სამეწარმეო აზროვნებას; 2) გაზარდოს სტუდენტთა ცნობიერება თვითდასაქმების შესახებ, როგორც შესაძლო კარიერული ვარიანტის; 3) განუმკლავდეს სამეწარმეო პროექტებსა და საქმიანობას, რაც აამაღლებს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევებს; და 4) უზრუნველყოს კონკრეტული ცოდნა, თუ როგორ უნდა დაიწყონ და უხემძღანელონ კომპანიას (იხ. დანართი A).
პგს- ის დაწესებულებებში სწავლების ზოგიერთი პროგრამა ოდნავ უფრო მნიშვნელოვანია სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებისთვის. მაგალითად, იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სოფლის მეურნეობასა და ოსტატობას, ავარაუდოდ უფრო მალე დაიწყებენ საკუთარი ბიზნესის დაწყებას, თუ მათ ექნებათ ხელმისაწვდომობა მიწებზე, საჭირო ინსტრუმენტებსა და საბაზისო მეურნეობის უნარ-ჩვევებზე. თუმცა, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებამ შეუძლია დაეხმაროს ყველა პგს-ის პროგრამის კურსდამთავრებულს იპოვონ მათი ამჟამინდელი პროფესის ალტერნატივა, თუ ისინი ოდესმე გადაწყვეტენ  უფრო სამეწარმეო კარიერაზე გადასვლას საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაბრუნების გარეშე. პროფესიული განათლებისა და სწავლების ინსტიტუტებში არსებული მდგომარეობის ანალიზისთვის  და პგს-ში სისტემატური სამეწარმეო განათლების დანერგვისთვის, ჩვენ ვესტუმრეთ მთლიანობაში 12 პგს-ს კოლეჯსა და უნივერსიტეტს (ცხრა საჯარო და სამი კერძო) თბილისში და კიდევ შვიდ სხვა დაწესებულებას საქართველოს რეგიონებში (იხ. დანართი B). ჩვენ ჩავატარეთ პირისპირი ინტერვიუები დირექტორებთან, მეწარმეობის მასწავლებლებთან და პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებთან და ჩავატარეთ სატელეფონო ინტერვიუები ამ დაწესებულებების თვითდასაქმებულ კურსდამთავრებულებთან. გარდა ამისა, ჩვენ შევხვდით სამეწარმეო მოდულის თანაავტორს, კახაბერ ერაძეს, და ავსტრიელი პგს-ის ექსპერტს, ანტონი ტირელს.
ანგარიშის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: პირველ სექციაში წარმოდგენილია არსებული სიტუაციის ანალიზი, რასაც მოჰყვება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული გამოწვევები. მეორე ნაწილში ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად იდეას სამეწარმეო განათლების გაუმჯობესებისთვის, მომავალში მეწარმეების გამოვლენასა და მათ შესაბამის გარემოში განთავსებას. ამ ანგარიშის დანართები შეიცავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვასა და ინტერვიუების მოკლე მიმოხილვას.

ძებნა

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form