საქართველოს სოფლის მეურნეობაში სექტორული პრიორიტეტების იდენტიფიკაცია

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

2007 წლიდან ათი წლის განმავლობაში საქართველოს სოფლის მოსახლეობა შემცირდა აბსოლუტური თვალსაზრისით (2.1-დან 1.6 მლნ-ზე ნაკლებზე), ხოლო მოსახლეობის წილი (დაახლოებით 47%-დან 43%-მდე). მიუხედავად ამისა, საქართველო ტრადიციულ აგრარულ ქვეყნად რჩება. ქვეყნის ტერიტორიის მესამედზე მეტია სასოფლო-სამეურნეო მიწები და 2017 წლის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 43% ცხოვრობდა სოფლებში.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის გადამუშავება საქართველოს მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს (დაახლოებით 25-30%),   მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობა ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით ნათლად არაეფექტურად მუშაობს. 2016 წელს სექტორში მუშაობდა ქართველ დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა დაახლოებით ნახევარი, თითქმის 870 ათასი ადამიანი. საერთო ჯამში, მათი წილი მშპ-ში მხოლოდ 9.3% იყო.
ამ კვლევის მიზანი იყო არაეფექტურობის ძირითადი წყარობის ძებნა - და შესაბამისი საშუალებების - საქართველოს სოფლის მეურნეობაში და სამი კონკრეტული ღირებულების ჯაჭვში, როგორიცაა: თხილი, მანდარინი და ატამი. აქედან გამომდინარე, სექტორულ ნიუანსებზე ყურადღების მიქცევისას, ჩვენ ვკონცენტრირდებოდით საერთო გამოწვევებსა და ზოგად პოლიტიკურ რეაგირებაზე ამ სამ სექტორში.
მეთოდოლოგიურად, კვლევაში შედიოდა სამი ძირითადი კომპონენტი: (i) ლიტერატურისა და მონაცემების მიმოხილვა, (ii) საველე კვლევა (ფერმებისა და გადამამუშავებელი საწარმოების ვიზიტი, ასევე სიღრმისეული ინტერვიუები ფერმერებთან, ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლებთან, კომპანიის აღმასრულებელი თანამდებობის პირებთან, ქართველ პოლიტიკოსებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან) და ჩვენი იდეებისა და ჰიპოთეზების შესამოწმებლად (iii) ფოკუსური ჯგუფები წამყვანი ფერმერული მეწარმეების წარმომადგენლებთან.  

ძებნა

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form