ამ კვირის ტრადიციული თბილეკონომიქსის თამადის სადღეგრძელო ეძღვნება საქართველოს საუკუნოვან ტოლერანტობის ტრადიციას და ნაკლებად ტრადიციულ თვისებას - მოთმინების უნარს.

საქართველო: მსოფლიოს თანამუშაობის სივრცეების ჰაბი

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

საქართველოს ამჟამინდელი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა შესაძლებელია გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ცივი გონებით და პროფესიონალურად წარიმართოს. ბავშვი  ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ - საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ათასობით დეველოპერისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბავშვი ქართული საზოგადოების გარკვეული ჯგუფების რასისტულ განწყობებს შეიძლება შეეწიროს.

თავი 1: სამოთხე

ორი კვირის წინ 24 ოქტომბერს ბასტიან ლოერისგან ლინკიდინ-ზე გზავნილი მივიღე.

„წავიკითხე შენი სტატია „ინდუსტრიული პოლიტიკა - დაბრუნების მამოძრავებელი ძალა“.  აგვისტოში გადმოვედი თბილისში და მინდა დეველოპერული გუნდის ჩამოყალიბება ამერიკაში დაფუძნებული სტარტაპისთვის. წარმოშობით გერმანიიდან ვარ. კარგი იქნება, შევხვდეთ და განვიხილოთ, როგორ შეიძლება მომავალში ერთმანეთის დახმარება.“

ბასტიანის პროფილი ლინკიდზე:  

ბასტიანი 14 წლის იყო, პირველი კომპიუტერული პროგრამა რომ დაწერა. 17 წლისამ  მუშაობა დაიწყო  კომპანიაში „ფორტუნა 200“  და კორპორაციული პროექტის მართვის გამოცდილება და ლიდერობის უნარ-ჩვევები შეიძინა, რაც შემდგომში სტარტაპის დაფუძნებაში დაეხმარა. მაგისტრის ხარისხი კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლაში მიიღო და სწავლა არ შეუწყვეტია მას შემდეგ. შვიდ ქვეყანაში ცხოვრობდა, სწალობდა ოთხ ცნობილი უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესისა და მეწარმეობის განხრით. მართავდა ბიზნეს და საინფორმაციო ტექნოლოგიური ტიპის პროექტებს სტარტაპ გარემოში  და მიეჩვია ეკონომიური ბიუჯეტით მართვას.

მისმა პროფილმა დამაინტერესა. შევთანხმდით, რომ „ბაან ტაიში“ შევხვდებოდით სადილზე. ბასტიანი მიყვება, როგორ გაიზარდა ზემო რაინთან მდებარე პატარა გერმანული ქალაქის მოკრძალებულ გარემოში. კომპიუტერებმა მოგვიანებით გაიტაცა. გერმანიის განათლების სისტემის დუალური მოდელის წყალობით ჰოფმან ლა როშში გაიარა პრაქტიკა. კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლის პრესტიჟულმა, საერთაშორისო ბიზნესისა და გლობალური გაცვლის პროგრამამ საშუალება მისცა სამი წელი ესწავლა და ემოგზაურა მსოფლიოში.

ბასტიანი კოსმოპოლიტი, თავისუფლების მოყვარული გერმანელის შთაბეჭდილებას ტოვებს.

პირველივე საზღვარგარეთული ტურის (2006 წლის აგვისტოში, პეკინში პრაქტიკა) შემდეგ მუდმივად მოგზაურობდა, გადადიოდა ერთი კონტინენტიდან მეორეზე და თავისუფლად გრძნობდა თავს სხვადასხვა კულტურასა და ლინგვისტურ გარემოში: ბრიტანული და ამერიკული გარემოდან - გერმანიით, დანიით დაწყებული და ომანით, ჩინეთითა და ფილიპინებით დამთავრებული.

კოპენჰაგენი საცხოვრებლად და სასწავლებლად შესანიშნავი ადგილია. იმიტომ, რომ არ ჰგავს გერმანიას, -  მიყვება სებასტიანი. ხალხი ერთმანეთს სახელით მიმართავს და არც სოციალური იერარქიაა მკაცრად გამოხატული. მაგალითად, პროფესორებს არ აქვთ გრძელი ტიტულები სახელების წინ (ბატონი პროფესორი დოქტორი )

საინტერესო დამთხვევაა, რომ ბასტიანის ბიზნეს სკოლაში წარდგენილი თემა სწორედ იერარქიას შეეხებოდა, რომ ადამიანებს ტიტულების და ფორმალურ განათლებაში გატარებული წლებით არ უნდა აფასებდნენ. არამედ მთავარია, ადამიანის უნარი ისწავლოს - ფორმალურად თუ არაფორმალურად და ასევე ცხოვრებისეული გამოცდილება.

რა ქარმა ჩამოგაგდო საქართველოში? - ვეკითხები ბასტიანს

მოკლე პასუხს არ ველოდი, მაგრამ პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა. ბასტიანი მაწვდის ორ-გვერდიან აღწერილობას, სადაც საქართველო სხვა საერთაშორისო ლოკაციებს არის შედარებული.

Georgia The Worlds Coworking Hub Map

მერკერის 2018 წლის ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით თბილისი ბოლო ათეულშია, როგორც  „განვითარებადი, საშიში და ომით განადგურებული“ ქვეყანა. სინამდვილეში თბილისი არაა ომით განადგურებული და საშიში. ის ფრილანსერებისთვის და სტარტაპერი დეველოპერებისთვის სამოთხეა - ხელმისაწვდომობის კუთხით.

ბასტიანის ანალიზის მიხედვით, საქართველო პრემიუმ ლოკაციაა სხვა მსგავს ალტერნატივებთან შედარებით, როგორიცაა ფილიპინები, სადაც ბასტიანმა ბოლო ორი წელი გაატარა და ამერიკაში დაფუძნებული სტარტაპის კომპიუტერული პროგრამების განვითარებას ხელმძღვანელობდა ოფშორული ზონიდან.

       რატომ საქართველო (პირადი თვალთახედვით?)    რატომ (არა) ფილიპინები?
 

საქართველო ყველაზე იაფი, უსაფრთხო და სასიამოვნო ადგილია საცხოვრებლად. ეგვიპტე კიდევ უფრო იაფია, მაგრამ არ არის უსაფრთხო;

კარგია სტარტაპის დამფუძნებლებისთვის:

 §  მათ შუძლიათ იცხოვრონ და იმუშავონ აქ შეუზღუდავად. ვიზა არ ჭირდებათ, შეუძლიათ 360 დღე დარჩნენ მუშაოობის ნებართვის გარეშე, ბინადრობის ნებართვისთვის არ აქვთ მკაცრი მოთხოვნები, კრიმინალის დონე დაბალია, უსაფრთხოა და მშვიდობიანი

 §  უმეტესობა საუბრობს ინგლისურად და ზოგიერთი გერმანულადაც კი საუბრობს

   

დიდი საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია, რომელსაც მართავს კარგად განათლებული, ინგლისურად მოსაუბრე სამუშაო ძალა;

უცხოელებს ჭირდებათ სამუშაო ვიზა და მუშაობის ნებართვა;

აიტი უნარების მქონე დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება მზარდია;

მაღალი კონკურენციაა ტექნოლოგიების და ბპო ინდუსტრიის სფეროში;

მაღალი გადასახადი (50 პროცენტზე მეტი), სოციალური უსაფრთხოების და  ოფისის სივრცის ქირავნობის მაღალი ხარჯები ინდუსტრიულ პარკებში;

უცხოელი მეწარმეები ვალდებულნი არიანი წინასწარ აიღონ 75000-120000 დოლარის ვალდებულება;

კომპანიის დაარსება ძნელია. საჭიროებს  დახარჯული კაპიტალის რეგიტრაციას, ლიცენზიას, ადგილობრივ პარტნიორებს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანია 100 პროცენტით ექსპორტზე გადის ან მუშაობს მხოლოდ სპეციფიურ ინდუსტრიებში, როგორიცაა ტურიზმი) და იურისტებისა და კონსულტანტების დახმარებას. კომპანიებს, რომელთა 40 პროცენტზე მეტს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფლობს, შეზღუდვები აქვთ მიწის შესყიდვის თვალსაზრისით და არ სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით.

სპეციალური ეკონომიკური ზონები და ბიზნეს პარკები მოსახერხებელია, მაგრამ ძალიან ძვირი. ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიებს მაინც უწევთ გადასახადების და ნებართვების მოთხოვნების გათვალისწინება.

       რატომ საქართველო (ბიზნესის თვალსაზრისით):
 

ადვილია საიმიგრაციო ვიზისა და სამუშაო ვიზის აღება (სამუშაო ნებართვა საჭირო არაა), რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია დაიქირავო საუკეთესო დეველოპერები უკრაინიდან და ბელორუსიიდან;

შესაძლებელია ინგლისურად და გერმანულად მოსაუბრე თანამშრომლების დასაქმება;

20 პროცენტიანი ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი, არავითარი სხვა სახელფასო გადასახადი და სოციალური ბენეფიტების გადახდის ვალდებულება;

შეგიძლია პირდაპირ დაასაქმო ხალხი (არაა მოთხოვნა, რომ გყავდეს ადგილობრივი პარტნიორი), ბიზნესის პროცესის მესამე პირის მომსახურების მოთხონა, რაც ნიშნავს რომ ტექნიკური უნარების მქონე ადამიანების დასაქირავებლად კონკურენცია ნაკლებია და კოლეჯის სტუდენტებისთვის დაბალი ანაზღაურებაა;

სამუშაო და სტარტაპერების სივრცე ხელმისაწვდომია.

ბასტიანის მონაყოლიდან ვიგებ, რომ საქართველო და ფილიპინები ძალიან განსხვავებულად უდგებიან უცხოელ დასაქმებულებს და მეწარმეებს.

ფილიპინები ძალიან მიმზიდველია საერთაშორისო სტარტაპ კომპანიებისთვის, რამდენადაც მას ყავს დიდი, განვითარებული, არც ისე მაღალანაზღაურებადი და ინგლისურად განათლებული სამუშაო ძალა. რამდენადაც ის მიმზიდველია, ის უფლებას აძლევს თავს, რომ ქონდეს უამრავი რეგულაციები, უპასუხოს პოპულისტურ მოთხოვნებს ანტი-იმიგრაციული კანონების მიღებით და დაემორჩილოს მთავრობის მიერ განსაზვრულ განვითარების გეგმას.

ფილიპინების კანონები და რეგულაციები მიზნად ისახავს უცხოელი კომპანიების შეზღუდვას.  მიუხედავად ამ ბიუროკრატიული ბარიერებისაა, ეს კომპანიები მაინც მზად არიან ქვეყანაში იმუშავონ. კანონების მიზანია, რომ ხელი შეუშალოს უცხოურ კომპანიებს ჩაანაცვლონ ადგილობრივი მწარმოებლები და პირიქით, უბიძგოს დაიქირავონ ადგილობრივი სამუშაო ძალა, ინვესტირება მოახდინონ პრიორიტეტულ სექტორებსა და რეგიონებში, მოიპოვონ მყარი ვალუტა, გადაიხადონ რაც შეიძლება მეტი გადასახადებსა და ადგილობრივი სერვის პროვაიდერებში.

საქართველოს არ აქვს მსგავსი მოთხოვნები. მაშინ როდესაც „ტვინების გადინება“ არ წყდება (რუსეთში, ევროპასა და დასავლეთში), საქართველო კარს უღებს  უცხოელებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, საიდანაც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ.

ყველა უცხოელისთვის თითო ბოთლი ღვინის ჩუქების პრაქტიკა 2013-ში თუ 2014-ში შეწყდა, მაგრამ საქართველო კვლავ რჩება ღია და ლიბერალურ ქვეყნად. საქართველო არაფერს აკეთებს ინვესტორებისა და მეწარმეების გასაფილტრად, რომ აიძულოს ისინი იმუშაონ „პრიორიტეულ სექტორში“,  განსაზვრულ გეოგრაფიულ არეალში და  დაასაქმონ ადგილობრივი მუშახელი. საქართველო თავსაც კი არ იწუხებს, რომ გადასახადი დააკისროს უცხოელებს. ძალიან ადვილია „ფრილანსერისთვის“  იმუშაოს საქართველოში იმ შემთვევაშიც კი, თუ მისი კლიენტი ქვეყნის გარეთაა.

ფრინალნსერების და დეველოპერების გადმოსვლის ბუმის პარალელურად დედაქალაქის უძრავი სექტორშიც სამუშაო სივრცეების ბუმია.

ფაბრიკის „იმფაქთ ჰაბი“ ალბათ ერთ ერთი პირველი იყო, მაგრამ დღეს coworker.com საიტზე უყვე სხვებსაც ნახავთ განთავსებულს, როგორიცაა „გენერატორი“, „ტერმინალი“, „ვერე ლოფტი“, „უჯ სტარტაფ ფექტორი“.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში: მსოფლიოს სამუშაო სივრცეების ჰაბში!

თავი მეორე: სამოთხიდან გაძევება?

ჩვენი სადილიდან ერთი კვირის შემდეგ 6 ნოემბერს ბასტიანისგან ლინკიდინ-ზე შემდეგი მესიჯი მივიღე:

გამარჯობა ერიკ, რამე ხომ არ გსმენია ამ ცვლილებების შესახებ?

ბასტიანი გულისხმობდა agenda.ge-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „პარლამენტის კომიტეტი ამტკიცებს უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემის წესებში ცვლილებას“. სტატიის მიხედვით, საქართველომ შესაძლებელია, შესწორება შეიტანოს საქართველოს კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელიც  სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს უცხოელებს საინვესტიციო ან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიმართვისას. შეზღუდვები შეიძლება მოიცავდეს მინიმუმ ინვესტიციის ზღვარს იმ ინდივიდებისთვის, ვისაც სურს დროებითი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის აღება და მინიმუმი ტვირთბრუნვის მოცულობის და მინიმუმი ხელფასის დაწესებას, იმ კომპანიებისთვის, ვინც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქირაობს.  გარდა ამისა, მუდმივი ბინადრობის ნებართვები მხოლოდ ხუთ წლიანი ვადით გაიცემა.

ბასტიანი გულისხმობდა agenda.ge-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „პარლამენტის კომიტეტი ამტკიცებს უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემის წესებში ცვლილებას“. სტატიის მიხედვით, საქართველომ შესაძლებელია, შესწორება შეიტანოს საქართველოს კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელიც  სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს უცხოელებს საინვესტიციო ან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიმართვისას. შეზღუდვები შეიძლება მოიცავდეს მინიმუმ ინვესტიციის ზღვარს იმ ინდივიდებისთვის, ვისაც სურს დროებითი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის აღება და მინიმუმი ტვირთბრუნვის მოცულობის და მინიმუმი ხელფასის დაწესებას, იმ კომპანიებისთვის, ვინც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქირაობს.  გარდა ამისა, მუდმივი ბინადრობის ნებართვები მხოლოდ ხუთ წლიანი ვადით გაიცემა.

საქართველოს ვიზები და ბინადრობის ნებართვები

საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს 93 ქვეყანასთან, რომელიც ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში დარჩენის უფლებას აძლევს ერთი წლის განმავლობაში. ამ რეჟიმის გარეთ მყოფი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსასლელად ვიზა უნდა აიღონ.  საქართველო ერთჯერად და მრავალჯერად ვიზებს გასცემს  მოკლე და ხანგრძლივი ვადით. მგზავრობის მიზნის მიხედვით უცხოელებზე ხუთი კატეგორიის ვიზა გაიცემა. მაგალითად, ‘ფრილანსერები’, უცხოელები, რომლებიც საქართველოში მოხალისედ ან პრაქტიკანტად სამუშაოდ ჩამოდიან და პრესის წარმომადგინელები საჭიროებენ D2 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას, ხოლო სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირები - D1 კატეგორიის ვიზას. უცხოელებს ასევე შეუძლიათ ბინადრობის ნებართვის აღება საქართველოში შემოსვლის, დარჩენის ან ტრანზიტის შემთხვევაში. ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს უფლება აქვთ მოიწვიონ სხვა უცხოელები საქართველოს  ვიზის გაცემის მიზნით. საქართველო ათ სხვადასხვა ბინადრობის ნებართვას გასცემს. კანონში შემოთავაზებული ცვლილებები იმოქმედებს მუშაობის, საინვესტიციო, მუდმივ და მოკლე-ვადიან ნებართვებზე. ამათგან, მუდმივი ბინადრობის ნებართვა უვადოდ გაიცემა, ხოლო დანარჩენი სამი - დროებითი ბინადრობის ნებართვა ექვსი წლის ვადით.

ცვლილებებს ამართლებენ იმ მოტივით, რომ სურთ საქართველოს ინტერესების დაცვა. თბილისის მერის კახი კალაძემ გააკრიტიკა „საიმიგრაციო კარუსელი“, რაც გულისხმობს, რომ მიგრანტები იღებენ ბინადრობის ნებართვებს ქონების შეძენის შედეგად და შემდეგ იმავე ქონებას სხვა მიგრანტზე ყიდიან მოკლე-ვადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად. კალაძის განცხადებით, მიგრანტებმა „ადეკვატური კონტრიბუცია“ უნდა მოახდინონ ქართულ ეკონომიკაში. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, გაიზრდება მოთხოვნილი ქონების ღირებულება (35,000 დოლარიდან 100,000 დოლარამდე). გარდა ამისა, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ავტომატურად დაკარგავენ ნებართვას ქონების გაყიდის შემთხვევაში.

გაურკვეველია, რამდენად შეძლებს შემოთავაზებული ცვლილებები ძირეული პრობლემის გადაჭრას და ხომ არ არის ინიციატივა უბრალოდ წინა-საარჩევნო პიარ კამპანიის ნაწილი. კარგია, რომ მოსახლეობაში ანტისაიმიგრაციო განწყობები არც თუ ისე მძლავრია. კავკასიის ბარომეტრის 2017 წლის მონაცემებით, რესპოდენტების 1 პროცენტზე ნაკლები თვლის, რომ მიგრაცია ქვეყნისთვის ნომერ პირველი, ან ნომერ მეორე პრობლემაა. გარდა ამისა, რესპოდენტების მხოლოდ 16 პროცენტი თვლის, რომ მათი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ ცუდია ან ძალიან ცუდია. როგორც ჩანს, მხოლოდ გარკვეული  ქვეყნიდან ჩამოსულ მიგრანტებს მიიჩნევენ არასასურველად და ქართველი პარლამენტარები, ცდილობენ ამ გრძნობების გამოყენებას. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 38 პროცენტი და 37 პროცენტი არ ისურვებდა ირანელთან დ არაბთან ბიზნესის კეთებას. მაშინ როდესაც, მხოლოდ 21 პროცენტი არ დაიჭერდა საქმეს ამერიკელთან. ზემოთ ვთქვი, რომ საკანონმდებლო ცვლილებები  წინა საარჩევნო მანევრს გავს. ამ არგუმენტს ის ფაქტი ამყარებს, რომ  მიგრანტების წილი ეკონომიკაში ძალიან მცირეა.  2017 წლის საქართველოს საიმიგრაციო პროფილის მიხედვით, მთლიანი საგადასახადო შემოსავალი იმ კომპანიებიდან, რომელსაც სულ მცირე ერთი უცხოელი ყავს, 53, 191 ლარი იყო 2016 წელს, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 0.5 პროცენტია.

ამჟამინდელ ლიბერალურ ჩარჩოს დახვეწა ჭირდება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მუდმივად გაიმართოს დებატები. მთავრობას აქვს ბერკეტი,  შეაჩეროს „საიმიგრაციო კარუსელი“. ამავე დროს, ბავშვი ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ: საქართველო ბასტიან ლოერის მსგავსი ათასობით დეველოპერისთვის კვლავ მიმზიდველ ქვეყნად უნდა დარჩეს.

*     *     *

ამ კვირის ტრადიციული თბილეკონომიქსის თამადის სადღეგრძელო ეძღვნება საქართველოს საუკუნოვან ტოლერანტობის ტრადიციას და ნაკლებად ტრადიციულ თვისებას - მოთმინების უნარს.


 

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

CONTACT


Tbilisi, Georgia
Email : advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form