საქართველოს დემოკრატია: თოფები, ვარდები და ოცნებები. რა გველის შემდეგ?

საქართველოს დემოკრატია: თოფები, ვარდები და ოცნებები. რა გველის შემდეგ?

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

თავი 1: „ბირჟის“ პოლიტიკა

საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის შედეგები საყოველთაო განხილვის თემაა.  ვნებათაღელვა იგრძნობა ქუჩის  შეკრებებზეც, ე.წოდებულ „ბირჟებზე“. ხშირად დისკუსიები საკმაოდ ემოციურია. „ბირჟაზე“ მიმდინარე ცხარე კამათი შეიძლება გარეშე პირისთვის გასაკვირი ჩანდეს. აღანიშნავია, რომ აქ წარმოდგენილი პოზიციები უფრო მეტად არის ფაქტებზე დაფუძნებული, ვიდრე ექსპერტების, სატელევიზიო თოქ შოუების მონაწილეების და პარლამენტარების მსჯელობა.

ორივენი თბილისში, საბურთალოზე ვცხოვრობთ -  1970-იან წლებში მჭიდროდ აშენებულ საბჭოთა სტილის კორპუსების გარემოცვაში. გარედან ერთობ მახინჯი სანახაობაა, სამაგიეროდ შიდა სივრცე მყუდროა («страшные снаружи, добрые внутри», როგორც იმავე პერიოდის ერთ-ერთ საბჭოთა სიმღერაშია). არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ გადავწყვიტეთ, მყუდრო ბინებიდან ფეხი გარეთ გაგვედგა და ჩვენი უბნის ქუჩური დემოკრატიის ფერხულში ჩავერთეთ.

საბურთალოს პოლიტიკური პოზიციები 2012 წლის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა. იმ წელს საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს ამომრჩევლების 70 პროცენტმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობამ“ მხოლოდ 25 პროცენტი აიღო.

   

ქართული ბირჟა - (კაცებით დაკომპლექტებული) სათემო დემოკრატიის მაგალითი?

„ბირჟა“, რუსული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს საფონდო ბირჟას ან ადგილს სადაც სამუშაოს მაძიებელი ადამინები იკრიბებიან. ქართულში „ბირჟა“ შეესატყვისება ეგრეთ წოდებულ „ქუჩის კუთხის საზოგადოებას“. ვილიამ ფუტ უაითმა ეს ტერმინი უწოდა ბოსტონის იტალიურ უბნებში  უსაქმური ახალგაზრდების შეკრებებს („კუთხის ბიჭები“). თუმცა, ქართული „ბირჟის“ წევრები ხშირად სკოლის ბიჭები და მოზრდილი მამაკაცები არიან, რომლებიც იკრიბებიან ინფორმაციის გასაცვლელად და ნებისმიერი სხვა თემის განსახილველად, ქალებიდან დაწყებული პოპულარული მუსიკით და პოლიტიკით დამთავრებული.

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტი: 66 პროცენტი - 27 პროცენტიის წინააღმდეგ. „ოცნების“ უპირატესობამ საგრძნობლად იკლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე: ხმების 49 პროცენტი აიღო „ოცნებამ“, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ - 27 პროცენტი. დაბოლოს, გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნებზე საბურთალოს ხმები ორად გაიყო: „ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 37.5 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა  გრიგოლ ვაშაძემ - 30 პროცენტი. თუ ვივარაუდებთ, რომ  ყოფილი კოლეგის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის მხარდამჭერები ვაშაძეს დაუჭერენ მხარს ( 6.8%), მეორე რაუნდში თანაბარ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

ჩვენი სამეზობლო საკმაოდ ჭრელია და ყველანაირი პროფესიის თუ მდგომარეობის ადამიანს შეხვდებით. შესაბამისად, „ბირჟებიც“ საკმაოდ კარგად წარმოადგენენ საბურთალოს რაიონის შერეული დემოგრაფიას და პოლიტიკური შეხედულებას. ამისდა მიუხედავად, ერთ რამეზე ყველა შეთანხმდა: საქართველო პროგრესს განიცდის დემოკრატიის კუთხით, ადამიანებს უმყარდებათ რწმენა, რომ საბოლოო ჯამში ძალაუფლება მათ ხელშია. ასევე ორივე მხარე წუხდა ერთ საკითხზე: ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებამ შეიძლება დაარღვიოს ისედაც სუსტი პოლიტიკური სტაბილურობა, დაიწყოს მთავრობის მომხრე ან მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციები და  მოყვეს ძალადობრივი ქმედებები.

თავი  II: დომინანტური პარტიის პოლიტიკა

90-იანი წლების სამოქალაქო ომი, იარაღი და ძალადობა, პოლიტიკური მკვლელობები დავიწყებას  ნელ ნელა მიეცა, მაგრამ საქართველოს დემოკრატია ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია. ქვეყნის პოლიტიკური კულტურა ნამდვილად არაა პასიური და დამყოლი. მიუხედავად ამისა, აქამდე არა მჩქეფარე დემოკრატიის, არამედ ერთპარტიული დიქტატურის პირობებში ვცხოვრობდით. სხვადასხვა პერიოდულობით ქართველი ხალხი მმართველ ძალას აძლევს ხმას. შედეგად, მმართველი ძალა ხელში იგდებს კონსტიტუციურ სუპერ უმრავლესობას პარლამენტში და ყველა მუნიციპალიტეტში. ოპოზიციური ძალები ძირითადად მაინც თბილისში არიან წარმოდგენილი, მაგრამ აქაც კი ისინი უიმედოდ არიან დაქსაქსულნი.  8-10 წლიანი ერთპარტიული მმართველობის შემდეგ იწყება პოლიტიკური რყევები და რევოლუციები. ეს სულაც არაა დემოკრატიის იდეალური მდგომარეობა.

სურათი 1.  საპარლამენტო არჩევნების (2008, 2012 და 2016 წლებში)  პროპორციული სისტემით გასული წარმომადგენლების და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები. წითელი ქვეყანა სულ რაღაც 10 წელიწადში ცისფრად გადაიქცა.

Georgias democracy from guns to dreams map

შენიშვნა:

I           საპარლამენტო არჩევნები, 2008

II          საპარლამენტო არჩევნები,, 2012

III         საპარლამენტო არჩევნები,, 2016

IV         საპარლამენტო არჩევნები, 2017

წითლით აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის მიერ მოგებული რაიონები, ხოლო ცისფრით - „ქართული ოცნება.“

თავი III: მრავალპარტიული დემოკრატია?

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ქართულ ერთფეროვან პოლიტიკურ რუკას ახალი ფერი შემატა. მთელს ქვეყანაში და თითოეული მუნიციპალიტეტში (ბიძინა ივანიშვილის მშობლიური მხარის, საჩხერეს გამოკლებით) ახლა ორი-სამი პარტიაა წარმოდგენილი.

Georgias democracy from guns to dreams map 2

 

ისევე როგორც ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკეთეს შედეგს აჩვენებს სოფლად და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში. თუმცა, მან ყველა მათგანში ერთნაირი წარმატება ვერ მოიპოვა.

Georgias democracy from guns to dreams graph

 წყარო: http://www.electionsportal.ge ამ ჩარჩოს მშენებლობაში გამოიყენებოდა შემდეგი კლასიფიკაცია: 'დედაქალაქი' - თბილისი; 'ურბანული' - ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი (მოსახლეობა> 100 000); 'სოფლის' - სხვა ქალაქები და მუნიციპალიტეტები (მოსახლეობა <100,000); 'ეთნიკური უმცირესობები' - ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მუნიციპალიტეტები (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა), რომლებიც ეთნიკური უმცირესობების მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილია.

ოპტიმისტები ალბათ თვლიან, ასეთი მძაფრი პოლიტიკური კონკურენცია მანიშნებელია, რომ საქართველოში საბოლოოდ ფეხს იკიდებს ნამდვილი მრავალპარტიური დემოკრატია. ეს მოსაზება მართალი იქნებოდა, თუ პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები აღიარებდნენ ერთმანეთის არსებობის უფლებას  და საარჩევნო სისტემაც შესაბამისად იქნებოდა აგებული: წარმოადგენდეს საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას და ხელს უშლიდეს ერთ ძალას მოიპოვოს  დომინაცია. 

ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, რომ დაპირისპირებული მხარეები   კომპრომისზე აპირებენ წასვლას. ამ არჩევნებში ვიხილეთ ერთპარტიული დომინაციისთვის დამახასიათებელი რიტორიკა და ქმედება: ტალახის სროლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა. „ბირჟაზე“ მდგომ ბიჭებს შეიძლება იმედი მოეცათ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები ისევ რადიკალურად აზროვნებენ - გამარჯვება ნიშნავს მოწინააღდეგის სრულ დამარცხებას და ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ პირადი წარმატება, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ გაკეთებულ განცხადებებშიც აისახა: „დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს თუ პარტიას შორის. დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის“ (სალომე ზურაბიშვილი); „[მეორე ტური] იქნება ყველას მინუს ერთი“ (გრიგოლ ვაშაძე).

თავი IV: გადაწყვეტილებების დროა!

არაორდინალური სიტუაცია მოითხოვს არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებას.  90-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ აფრიკა აპართეიდის დასრულებისთვის ემზადებოდა.  მოწინააღმდეგე მხარეები შეთანხმდნენ ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნაზე იმისთვის, რომ ერთობლივად წარემართათ ქვეყნის მტკივნეული ტრანზიცია უფრო ინკლუზიურ მომავალზე.

სამხრეთ აფრიკამ მოახერხა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა  რადიკალური რასობრივი და კლასობრივი დაყოფის, ორმხრივი სიძულვილის ხანგრძლივი ისტორიის, კოლონიალური დომინაციის, დისკრიმინაციის და აჯანყების მიუხედავად. საქართველო კულტურულად და ეკონომიკურად შუაზეა გახლეჩილი: ლიბერალებად და კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებად იყოფა. მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკაზე, რომელიც დაფუძნებულია ფორმულაზე ‘ყველაფერი ან არაფერი’, გადამწყვეტ გავლენას ახდენს ალფა-მამრი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების დიდი ეგო, და არა იდეოლოგიური დაპირისპირება ან ღირებულებების ჭიდილი.

ქართული პოლიტიკური ელიტის წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვერ შეძლებენ ერთმანეთის განადგურებას და უმჯობესია ერთობლივი აღიარების პაქტს მოაწერონ ხელი. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ეს შექმნის არაორდინალურ პრეცედენტს და ასეთი პაქტმა  შეიძლება მიიღოს ფართო პოლიტიკური შეთანხმების ფორმა, იმისთვის რომ განხორციელდეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და დაინიშნოს ნაადრევი საპარლამენტო არჩევნები.

მართლაცდა, მაჟორიტარული უბნების (რომლებიც პარლამენტში სუპერ უმრავლესობის მთავარი წყაროა) გაუქმების და მხოლოდ პარტიული სისტემის შემოღების შემდეგ საქართველო პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისკენ დიდ ნაბიჯს დგამს. ახალ რეალობაში პოლიტიკური არჩევანი უფრო ზედმიწევნით შეფასდება, განიხილება და მივიღებთ უფრო მეტ შეჯიბრობითობას. ახალი ფორმატის პირობებში საპარლამენტო არჩევნების შედეგად სავარაუდოდ მივიღებთ პირველ ნამდვილ კოალიციურ მთავრობას, რომელიც იქნება კომპრომისზე დაფუძნებული და გამორიცხავს ერთი ძალის უპირობო დომინაციას.

 *     *     *

„ბირჟაზე“ მშვიდობის დამყარების - დაპირისპირებული მხარეები მორიგების - ჩვენეული ხედვა არ წარგვიდგენია. ქართველმა ხალხმა ნახა ომიც, ვარდებიც და „ქართული ოცნებაც“ და უფრო სკეპტიკურად უდგება ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ამ კვირის თბილეკონომიქსის თამადის სადღეგრძელო ძალიან ტრადიციულია: გაუმარჯოს მშვიდობას - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ავტორების შესახებ: დავით აფრასიძე პოლიტიკური მეცნიერია და მუშაობს პოლიტიკური ტრანსფორმაციის და დემოკრატიზაციის საკითხებზე. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილეკონომიქსის უფროსი ასოცირებული ექსპერტია. რევაზ სურგულაძემ ახლახანს დაასრულა ISET და 2018 წლის ოქტომბრიდან თბილეკონომიქსის მკვლევარია.

 

 

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები დეკომრატიულ მმართველობაზე

საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

ორშაბათი, 14 იანვარი 2019
საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

თომას დე ვაალი საყოველთაოდ ცნობილი სახელია კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებასა და კონფლიქტებზე საუბრისას. თომასის ლექციამ, რომელსაც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის...

ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ორშაბათი, 11 თებერვალი 2019
ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ქართველი ხალხი აღარც ერთმანეთს ენდობა და აღარც მათი ინტერესების წარმომადგენლებს (პოლიტიკური პარტიები და არასამთავრებო ორგანიზაციები საქართველოში ყველაზე არასანდო ინსტიტუციებად ითვლებიან),...

ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

გასული კვირის საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს, ამავდროულად ქვეყანა მეტად კონკურენტუნარიანი გახადოს და აარიდოს თავიდან...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form