რამდენად შეესაბამება საქართველოს რეალიები მის ევრო-ატლანტიკურ ოცნებებს

რამდენად შეესაბამება საქართველოს რეალიები მის ევრო-ატლანტიკურ ოცნებებს

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

იმისთვის, რომ საქართველომ დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკურ სტრუქტურებში შეძლოს გაწევრიანება, მან უნდა შეუსაბამოს არსებული რეალიები თავის ევროატლანტიკურ  მისწრაფებებს: გაანათლოს ქვეყნის მოსახლეობა, განავითაროს ეკონომიკა და მოაგვაროს დემოკრატიული მმართველობის ნაკლოვანებები - როგორც ამას პოლიტიკური მონოპოლიზაციის ინდექსი (Political Monopolization Index) გვიჩვენებს.

*     *     *

საქართველომ საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლა რუსეთისგან დასავლეთისკენ  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, როდესაც ის 1992 წელს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა. მომდევნო წელს, რუსეთი შევარდნაძის დასახმარებლად ჩაერია სამოქალაქო ომში და შეაჩერა გამსახურდიას ძალები დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ურთიერთობა  ჩრდილო მეზობელთან სწრაფად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველო ჩეჩენი მეამბოხეების მფარველობაში დაადანაშაულა, თვითონ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო.

საქართველო ‘დასავლეთისკენ მიდის’

შევარდნაძის ‘ორმხრივმა’ საგარეო პოლიტიკამ სცადა რუსეთისგან საქართველოს დაშორება და მისი აშშ-ის და დასავლელ მოკავშირეებთან დაახლოება. როდესაც საქართველოს მიენიჭა პოტენციური ენერგეტიკული სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობა, შევარდნაძე კლინტონის ადმინისტრაციამ თბილად მიიღო . 1995 წლის ივლისში საქართველომ და ამერიკამ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც განაპირობებდა საქართველოს ტერიტორიებზე ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობას.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო ბაზების მიუხედავად,  2002 წლის პრაღის სამიტზე საქართველომ თამამად გააჟღერა ნატოში გაწევრიანების მისწრაფება 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP). კიდევ ერთი გარღვევა მოხდა 2008 წლის აპრილში, როდესაც ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). მაგრამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა  ნატო-ს ზოგიერთი წევრი დააფიქრა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობაზე. ბუქარესტის სამიტიდან ათი წლის შემდეგ საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია წევრობის სამოქმედო გეგმა. 2018 წლის ბრიუსელის სამიტმა ახალი არაფერი მოიტანა. ნატო-ს წევრებმა ისევ და ისევ გამოხატეს თავიანთი კმაყოფილება ალიანსში საქართველოს სამხედრო წვლილისა და მისი ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართ.


სიყვარულში გაჭედილი

საქართველოს შემდგომი მთავრობებმა  გააგრძელეს ნატოსთან დაახლოების მცდელობა. ნატო მოიაზრებოდა, როგორც შესაძლო ანტიდოტი, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციის, 2014-15 წლებში მათი დამოუკიდებლობის აღიარებისა და ბორდერიზაციის პროცესის გასანეიტრალებლად. ამავდროულად, NDI-ის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების  საკმაოდ არასტაბილურია. უფრო მეტიც, გამოკითხვის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ნატოში გაწევრიანების შედეგად მოელის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარებას ან დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების საშუალებას.   

ამრიგად, უცნაურ დუალიზმთან გვაქვს საქმე: პოლიტიკურად საქართველო განწყობილია ნატო-ში გაწევრიანებისთვის, მაგრამ ეს მისწრაფება სრულად არ აისახება ქართველი ხალხის ინდივიდუალურ აღქმებში. როგორც ჩანს, საქართველოს დასავლელი მოკავშირეებიც იზიარებენ მსგავს ამბივალენტობას. ერთის მხრივ, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გაწევრიანებისთვის, როგორც ამას ცოტა ხნის წინ გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა. მეორეს მხრივ კი, როდესაც საქმე ეხება გაფართოვებას, ალიანსის წევრებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ზოგიერთი ნატო-ს წევრი სახელმწიფო (მაგ. გერმანია და საფრანგეთი) მერყეობს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზერადგანაც ერიდება რუსეთთან ღია კონფრონტაციას

მიუხედავად ორმხირი კეთილგანწყობისა, ა, საქართველოს ნატო-ს ურთიერთობა თითქოსდა გაჭედილია.

გამოსავალი არსებობს!

ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც კოფი განიხილავს თავის სტატიაში (2018) შესაძლებელია  საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, თუ ოკუპირებულ რეგიონებზე მეხუთე მუხლი (კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება) დროებითად  არ გავრცელდება. ა თუმცა, მოსაზრება, რომ საქართველომ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი  (ნატო-ს წევრი გახდეს თუ  ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი თქვას) - როგორც კოფიმ აღნიშნა - საქართველოს პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არის მცდარი დიქოტომია.

ამის ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ განათლებულ, დემოკრატიულ და აყვავებულ საქართველოს შეეძლება 1990-იანი წლების ქაოსში დაკარგული ტერიტორიებისა და ხალხების რეინტეგრაცია, საქართველოს პოლიტიკის დღის წესრიგში უნდა იდგეს შიდა პოლიტიკის საკითხები და არა ნატოში დაუყოვნებლივი გაწევრიანება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან ერთად, საქართველომ უნდა შეუსაბამოს არსებული რეალიები თავის ევროატლანტიკურ  მისწრაფებებს: გაანათლოს ქვეყნის მოსახლეობა, განავითაროს ეკონომიკა, და მოაგვაროს დემოკრატიული მმართველობის ნაკლოვანებები.

 

საჯარო განათლების სისტემის განვითარება
2003 წლიდან საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია განათლების სისტემაში კორუფციის აღმოფხვრის კუთხით. ამისდა მიუხედავად, განათლების ხარისხი არ გაუმჯობესდა, როგორც ამას ასახავს საერთაშორისო სამეცნიერო და მათემატიკის ტესტებში საქართველოს არასახარბიელო შედეგები (PISA და TIMSS). სწავლების პროფესიას პატივს არ სცემენ, ის ვერ იზიდავს საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერ ადამიანებს. საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები მკაცრად რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ისინი დაცულები არიან საზოგადოებრივი წნეხისა და კონკურენციისგან; მასწავლებელთა გაერთიანებები და აკადემიური ელიტები სტრუქტურული ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. მდიდრებისთვის კერძო სკოლების არსებობა კიდევ უფრო აღმავებს უფსკრულს უქონელთა და მქონებელთა შორის,   სოციალური მობილურობის პერსპექტივა მცირეა და  და თანაბარი შესაძლებლობები არ არსებობს.

საჭიროა რადიკალური რეფორმების მიღება. ამგვარი რეფორმები უნდა შეიცავდეს განათლების ყველა დონისთვის ბიუჯეტის გამოყოფას; დიფერენცირებულ კომპენსაციას მასწავლებლებისთვის; ინდივიდუალური მასწავლებლებისა და უნივერსიტეტებისთვის უფრო მეტი ავტონომიის მინიჭებას; სპეციალური პროგრამების წახალისებას ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სურთ სოფლებში მუშაობა; და ბოლოს, საერთაშორისო და სოციალურ პარტნიორობას, რათა ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებს 21-ე საუკუნეში შემუშავებული ახალი სწავლების მეთოდების გამოყენება შეეძლოთ, როგორიცაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება და "გადატრიალებული კლასის" მიდგომა.

ეკონომიკის განვითარება
ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ ამასთან ერთად გაიზარდა სიღარიბე და უთანასწორობაც. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი პრიმიტიული სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ხოლო ურბანული მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია ან თვითდასაქმებული, მაგრამ დაბალი პროდუქტიულობის მომსახურების სექტორში; საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 15% არის ოფიციალურად დასაქმებული. სანამ ამდენი ადამიანი იქნება თანამედროვე შრომის ბაზრის გარეთ, საქართველოს ეკონომიკა ვერ დაეწევა ევროკავშირის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსაც კი.

ამ პრობლემის დასაძლევად საქართველომ უნდა განახორციელოს „თამამი“სამრეწველო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკისა და გეოგრაფიული რეგიონების ცალკეულ სექტორებში კერძო სექტორის ინვესტიციების სტიმულირებასა და კოორდინაციას. ამ გზით განვითარდა ბათუმი, სვანეთისა და გუდაურის მთის კურორტები. ამ გზით შეიძლება დაიწყოს ახალი საწარმოო საქმიანობა, რომელსაც ექნება პოტენციალი დაასაქმოს ის მუშები, რომლებიც დარჩნენ საარსებო სოფლის მეურნეობასა და პრიმიტიულ მომსახურეობაში ჩართულნი. ამ პოლიტიკის შედეგი იქნება  მაღალი შემოსავლები და ეკონომიკური კეთილდღეობა ყოველი ადამიანისთვის.

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება
თბილინომიქსის პოლიტიკური მონოპოლიზაციის ინდექსის (თპმი) თანახმად, საქართველო იკავებს პირველ ადგილს ნატო-ს წევრ და ასპირანტ ქვექნებს შორის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს დემოკრატია ჯერ კიდევ განიცდის ნამდვილი კონკურენციის ნაკლებობას.

BringingGeorgiasRealitiesInLineWithItsDreams resized2

თპმი გამოითვლება ქვეყნის პარლამენტში არსებული თითოეული პარტიის წილის (%) კვადრატული ჯამით

  • თპმი 0,5-ზე ნაკლებია, თუ პარლამენტი შედგება მრავალი მცირე პარტიისგან.
  • თპმი უდრის 0,5-ს, თუ პარლამენტი შედგება ორი მეტნაკლებად თანაბარი პარტიისგან.  
  • თპმი უდრის 1-ს, თუ  პარლამენტი შედგება ერთი პარტიისგან (პოლიტიკური მონოპოლია).

საქართველოს საარჩევნო სისტემა იძლევა დომინანტური მმართველი პარტიების ადვილად გაჩენის საშუალებას, რომლებიც იგნორირებას უკეთებს პოლიტიკურ პროცესებს, საზოგადოებისა და ექსპერტების აზრს.

საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს მაჟორიტარული ოლქები და მთლიანად გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე.  ამით ის გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს სისტემის გაჯანსაღებისკენ, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიქმნება კოალიციური მთავრობები, რომლებიც დაეყრდნობა კომპრომისს და არა აშკარა დომინირებას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება “სწორად” განხილული და მიღებული. უფრო კონკურენტუნარიან გარემოში მოქმედი პოლიტიკურ პარტიები იძულებულნი გახდებიან, წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები კონკრეტულად იმ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ქართველ ხალხს - სამუშაო ადგილები, სოციალური უსაფრთხოება, განათლება, უმცირესობათა უფლებები და გარემოს დაცვა, რის სრულიად საპირისპიროსაც ვხედავთ   ვხედავთ სატელევიზიო არხებზე ბოლო თვების განმავლობაში.

*     *     *

ამ ურთიერთდამოკიდებული გამოწვევებთან გამკლავებით, საქართველოს მთავრობა უფრო დარწმუნებული იქნება თავის თავში რომ იგი აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და გახდება დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურების წევრი ქვეყანა.

ავტორის შესახებ:
ეკატერინე გასპარიანი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებული. ამჟამად ის არის თბილინომიქს ფოლისი ადვაიზორს-ის კომუნიკაციების სპეციალისტი. აღნიშნული ]სტატია წარდგენილი იყო ყესეების კონკურსში "ნატო, საქართველო და მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევები: 2018 წლის ბრიუსელის სამიტი და მის ფარგლებს გარეთ", რომელიც ორგანიზებული იყო ბულგარეთის საელჩოს მიერ საქართველოში.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები დეკომრატიულ მმართველობაზე

საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

ორშაბათი, 14 იანვარი 2019
საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

თომას დე ვაალი საყოველთაოდ ცნობილი სახელია კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებასა და კონფლიქტებზე საუბრისას. თომასის ლექციამ, რომელსაც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის...

ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ორშაბათი, 11 თებერვალი 2019
ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ქართველი ხალხი აღარც ერთმანეთს ენდობა და აღარც მათი ინტერესების წარმომადგენლებს (პოლიტიკური პარტიები და არასამთავრებო ორგანიზაციები საქართველოში ყველაზე არასანდო ინსტიტუციებად ითვლებიან),...

ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

გასული კვირის საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს, ამავდროულად ქვეყანა მეტად კონკურენტუნარიანი გახადოს და აარიდოს თავიდან...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form