ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

რეიტინგი: 3 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

ქართველი ხალხი აღარც ერთმანეთს ენდობა და აღარც მათი ინტერესების წარმომადგენლებს (პოლიტიკური პარტიები და არასამთავრებო ორგანიზაციები საქართველოში ყველაზე არასანდო ინსტიტუციებად ითვლებიან), მიუხედავად ამისა, ისინი ჯერ კიდევ ნდობით უყურებენ “დიდ ადამიანებს”, ეკლესიას, პოლიციასა და სამხედრო ძალას. ჩვენი თანამემამულეები კოორდინერებულ მოქმედებას კვლავ ვერ ახერხებენ, არჩევანის უფლების გარეშე რჩებიან და უმოქმედოდ ელიან სარგებელს შემდეგი ,,დიდი ადამიანისაგან”, იმედით, რომ ის წინამორბედზე უკეთესი იქნება (ან ნაკლებად შეშლილი).

*     *     *

თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამასა და ქართველი რეფორმატორების პირველი თაობის მნიშვნელოვან ლიდერს ზურაბ ჟვანიას ერთხელ ჰკითხეს ჰქონდა თუ არა საქართველოს რაიმე დასაყრდენი. „ჩვენი დემოკრატია“, იყო ჟვანიას ინსტიქტური პასუხი. ანალოგიურად, პოლიტიკოსმა და საჯარო ფიგურამ ლევან ბერძენიშვილმა მოგვიანებით იხუმრა, რომ ღმერთმა აზერბაიჯანელები ნავთობით დაასაჩუქრა, სომხები დიდი და გავლენიანი დიასპორით, ხოლო საქართველოს არაფერი მოჰმადლა დემოკრატიის გარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მართლაც აფასებენ სამოქალაქო თავისუფლებებს და დემოკრატიას, მათი მმართველობის ფორმა არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული. 1990-იანი წლების ბოლოს დაწერილი წიგნის სათაური რომ გამოვიყენოთ, საქართველო თითქოს მუდმივად „ხელის ცეცებით იკვლევს გზას დემოკრატიისკენ“. ჩვენი სიტუაცია ებრაელ დიასპორას მახსენებს, რომლიც 2000 წლის განმავლობაში ლოცულობდა „მომავალი წლისთვის იერუსალიმში“. ფრაზამ „მომავალი წელი (დემოკრატიულ) ევროპაში“ შესაძლოა მართლაც მსგავსი ნახევრადრელიგიური მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ დისკუსიებში: დიდებული, თუმცა თითქმის მიუღწეველი იდეალი.

InBigMenGeorgiansTrustGraph1

გრაფიკი 1. წლიური რანჟირება ეფუძნება გასული წლის მონაცემებს, მაგალითად 2019 წლის რანჟირება 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი.

მართლაც, 1990-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველომ ვერ მოახერხა თავი დაეღწია დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არსებული ნაცრისფერი ზონისთვის. „თავისუფლების სახლის“(Freedom House) უკანასკნელი შეფასების მიხედვით, საქართველო კლასიფიცირდება „ნაწილობრივ თავისუფლად“, გასულ წელთან შედარებით დაკარგული მხოლოდ ერთი ქულის შემდეგ(100 ქულიან სკალაზე). ანალოგიურად, საქართველო მიიჩნევა „ჰიბრიდულ რეჟიმად“ („არასრულყოფილ დემოკრატიასა“ და „ავტორიტარულ რეჟიმს“ შორის) ჟურნალ „ეკონომისტის“ Economic Intelligence Unit(EIU)-ის მიერ. 2018 წელს, EIU-ის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება შემცირდა 5.93-დან 5.5-მდე(10 ქულიან სკალაზე) და Georgia today-ის მიხედვით ეს იყო რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნა.

„თავისუფლების სახლის“ ინდექსის მიხედვით საქართველოს რანჟირება 1995 წლის შემდეგ(იხილეთ გრაფიკი) საინტერესო კანონზომიერებას ავლენს:

  • საქართველოს მიერ პირველი კონსტიტუციისა და სახელმწიფოს სხვა ნიშნების მიღების დღიდან, მისი დემოკრატიის მაჩვენებელი მერყეობს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქყვეყნებისთვის დაწესებული ზღვარის სიახლოვეს(2.5-სა და 5.0-ს შორის 1-7 სკალაზე, სადაც 1 იდეალურ დემოკრატიასა და სამოქალაქო თავისუფლებებს აღნიშნავს).
  • საქართველოს ქულა 3-მდე იზრდებოდა ისეთ პერიოდებში, როდესაც მმართველი პარტიები ახდენდნენ თავიანთი ძალების კონსოლიდაციას. ჩვენ ასეთ ეპიზოდებს დემოკრატიული გამონათების პერიოდებს ვუწოდებთ.
  • მეორე მხრივ, საქართველოს ქულა 4-მდე იწევდა, როდესაც მმართველი პარტიები თავგანწირვით ცდილობდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას ამბოხებული ოპოზიციის პირობებში. ორი ასეთი ვარდნა(ან დემოკრატიული ჩამორჩენა ჩვენი ტერმინოლოგიით) დაემთხვა ბატონების შევარდნაძისა(2000-2003) და სააკაშვილის(2008-2012) მეორე საარჩევნო ვადას. კიდევ ერთი ვარდნის ნიშნები გამოიკვეთა ხელისუფლებაში ბატონი ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ 2018 წელს.

ეს აღმავლობა-დაცემის პერიოდები შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი დემოკრატიული მმართველობის მისაღწევად. ქართველთა უმრავლესობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა მოიტანს თუ არა ქვეყნის დემოკრატიის კუთხით დაწინაურება ხელშესახებ ცვლილებებს ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებაში. ბოლოს, როგორც ვარდების რევოლუციის შემდგომ წლებში გავრცელებული ხუმრობა ამბობს, - „დემოკრატია ვჭამოთ?“

მეპურეები და პოლიტიკოსები

როდესაც საქმე პროფესიონალიზმს ეხება, ქართველებს უყვართ მე-18 საუკუნის პოეტის დავით გურამიშვილის ციტირება, რომლის ცნობილი „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ გამოიყენება ყოველთვის, როცა არ ვართ კმაყოფილი მომსახურების ხარისხით ან შემოთავაზებული პროდუქციით.

თუმცა, როგორც ეკონომიკური თეორიიდან ვიცით, იმისათვის რომ აწარმოონ კარგი პური(და გაყიდონ მისაღებ ფასად), მეპურეებმა უნდა იმუშაონ კონკურენტუნარიან გარემოში. და ეს პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ მეპურეებზე, არამედ პოლიტიკოსებზეც. რეალური კონკურენციის სიმცირემ შესაძლოა ყველაზე დიდი პოლიტიკოსიც უგრძნობი გახადოს პოპულარული მოთხოვნებისა და ახალი იდეების მიმართ. მარია ანტუანეტას „თუ პური არ აქვთ, ნამცხვარი ჭამონ“(მიუხედავად იმისა მართლაც მას ეკუთვნის თუ არა ეს ფრაზა) ასეთი უკიდურესი უგრძნობლობის კარგი ილუსტრაციაა.

დემოკრატიის მთავარი ღირსებები, თეორიულად მაინც, არის საჯარო დებატები და კონკურენცია, მაგრამ ერებს შეუძლიათ შეინარჩუნონ დემოკრატია პოლიტიკური კონკურენციის ძალიან განსხვავებული ხარისხის პირობებში. ზოგიერთი დემოკრატიის ისტორია ერთი და იმავე პარტიის მმართველობის ხანგრძლივ პერიოდებს მოიცავს(იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, ისრაელის MAPAI). მეორე მხივ, არიან ქვეყნები, რომელთაც გამოსცადეს ჭარბი პოლიტიკური კონკურენცია, რაც ხშირი არჩევნებით და ხელისუფლების ცვლილებებით სრულდებოდა. საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა(1946-1958) ამ უკანასკნელის კლასიკური მაგალითია: 12-წლიანი ისტორიის მანძილზე მას 21 სხვადასხვა ადმინისტრაცია მართავდა.

საქართველოს „დიდი კაცები“ და დემოკრატია

სად იკავებს საქართველო ადგილს ამ ორ უკიდურესობას ჭარბ და საჭიროზე დაბალ კონკურენციას შორის?

ყოველთვის, როდესაც ვაანალიზებთ საქართველოს დემოკრატიას, ძირითადად კონცენტრირებას ვახდენთ თბილისში ჭარბად თავმოყრილ პოლიტიკურ ძალაზე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკა(დემოკრატიული თუ არადემოკრატიული) სათავეს იღებს ფესვებიდან, საქართველოს ჩვეულებრივ დასახლებებიდან, როგორებიცაა სოფლები და პატარა მუნიციპალიტეტები. და საქართველოს პოლიტიკის სწორედ ამ ფესვებში ჩვენ ვხედავთ არა საჯარო დებატებს ან კონკურენციას არამედ „დიდ კაცს“.

„დიდი კაცი“ აგვარებს ყველა საკითხს, რომელიც აწუხებთ ადგილობრივ ბიზნესებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს; ის(უმეტეს შემთხვევაში მამრობითი სქესის წარმომადგენელი) არის პირველი ადამიანი, რომელიც წარმოადგენს თემის ინტერესებს გარეშე პირებთან. გამორჩეულობა ადგილობრივ პოლიტიკაში და ძლიერი ავტორიტეტი ხალხში აქცევს „დიდ კაცს“ სასურველ სამიზნედ ეროვნული ძალებისთვის, რომლებიც სიამოვნებით გაიხდიან მას თანამებრძოლად მსგავსი ღირებულებებისა თუ პოლიტიკური ხედვის ქონა-არქონის მიუხედავად.

რა თქმა უნდა, ქართველ “დიდ კაცს“ ბევრი მეტოქე და ოპონენტი ჰყავს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე დიდი კაცების შემთხვევაში. ავტორიტეტისა და რესურსების გარეშე მყოფი მისი მოწინააღმდეგენი ელოდებიან შესაძლებლობას გამოიწვიონ და შეცვალონ ის. თუმცა, ისინი არ იღწვიან სისტემის შესაცვლელად.

აშკარაა, რომ ქართველი „დიდი კაცის“ ფენომენი სათავეს იღებს თემის დონეზე კოლექტიური ქმედების ქრონიკული წარუმატებლობიდან. CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევაში ქართველი რესპოდენტების 50%-ზე მეტი  აცხადებს, რომ თითქმის არ ენდობა თანამოქალაქეებს, მაშინ როცა ნდობა 20%-ზე ნაკლებმა გამოაცხადა. სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი კოოპერაციისა და საერთო საქმეში წვლილის შეტანის მცდელობის წარუმატებლობა გვახსენდება ყოველ ჯერზე, როდესაც შევდივართ ჩვენს უსუფთაო და ცუდად განათებულ კორპუსებში და გვიწევს 10-თეთრიანი მონეტის ჩაგდება ლიფტის სლოტ მანქანაში.

იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ ვენდობით ერთმანეთს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენენ(პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე ნაკლები ნდობით სარგებლობენ ქართულ ინსტიტუციებს შორის!), როგორც ჩანს, ჩვენ გვწამს იმ ძლიერი ავტორიტეტის, რომელსაც საქართველოს “დიდი კაცები“, ჩვენი ეკლესია, სამხედრო ძალა და პოლიცია ფლობენ. და, სანამ ვერ ვახერხებთ საკუთარი ძალების მობილიზებას და კოპერაციას, არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ შემდეგი „დიდი კაცის“ მოლოდინი და იმედი, რომ ის წინამორბედზე ოდნავ უკეთესი იქნება(ან სულ მცირე ნაკლებად გიჟი მაინც).

InBigMenGeorgiansTrustGraph2

 

გრაფიკი 2. ნდობა ინსტიტუციების მიმართ 
საქართველო 2018, საზოგადოებრივი აზრის კვლევა: ქართველების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი,
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ევროპული ინტეგრაცია, 
https://caucasusbarometer.org/en/ks2017ge/codebook/

 

*     *     *

საქართველოს „ნაწილობრივ თავისუფალი“ პოლიტიკის მთავარი გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ „დიდი კაცები“ არიან ყველგან - სოფლებში და პატარა თემებში, ბიზნესებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, პოლიტიკურ პარტიებში და ასე შემდეგ. თუმცა, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქართველი ერი არ არის სამუდამოდ განწირული იყოს დომინირებული გიჟი და სასტიკი ან ბრძენი და გულკეთილი “დიდი კაცების“ მიერ. დროა შევძლოთ ძალების მობილიზება და ერთად შევქმნათ უკეთესი კანონები და ინსტიტუციები ჩვენივე ცხოვრების სამართავად: არჩევნები და პარტიების დაფინანსების სისტემა, გადასახადები და ვაჭრობა, ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, განათლება, და ყველაფერი დანარჩენი.

მომავალ წელს იერუსალიმში!

 

ავტორის შესახებ:

დავით აფრასიძე პოლიტიკური მეცნიერია, რომელიც მუშაობს პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და დემოკრატიზაციის საკითხებზე. ის პროფესორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და უფროსი პარტნიორი „თბილინომიკს“-ში.

 

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები დეკომრატიულ მმართველობაზე

საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

ორშაბათი, 14 იანვარი 2019
საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

თომას დე ვაალი საყოველთაოდ ცნობილი სახელია კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებასა და კონფლიქტებზე საუბრისას. თომასის ლექციამ, რომელსაც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის...

ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ორშაბათი, 11 თებერვალი 2019
ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ქართველი ხალხი აღარც ერთმანეთს ენდობა და აღარც მათი ინტერესების წარმომადგენლებს (პოლიტიკური პარტიები და არასამთავრებო ორგანიზაციები საქართველოში ყველაზე არასანდო ინსტიტუციებად ითვლებიან),...

ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

გასული კვირის საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს, ამავდროულად ქვეყანა მეტად კონკურენტუნარიანი გახადოს და აარიდოს თავიდან...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form