,,ადამიანები” vs. ,,ეკონები”, ფსიქოლოგიის საიდუმლოებანი და ეკონომიკური კვლევის განსაზღვრის არე

,,ადამიანები” vs. ,,ეკონები”, ფსიქოლოგიის საიდუმლოებანი და ეკონომიკური კვლევის განსაზღვრის არე

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

აქსიომატური ეკონომიკური მოდელები სავსეა ,,ეკონებად” წოდებული ,,სარგებლის სრულმყოფი არსებებით”. ხსენებულ მოდელებს შეუძლიათ  წინასწარგანჭვრიტონ მომავალი კონკრეტულ სიტუაციებში, სადაც ისეთი ადამიანური მახასიათებლები, როგორიც შემოსაზღვრული რაციონალიზმი და გრძნობებია, უფუნქციოდ რჩება.  

*     *     *

დასაწყისში შეიძლება იფიქროთ, რომ ეკონომიკის მთავარი საფუძვლები ადამიანურ ქცევაზეა აგებული, თუმცა ნაადრევი დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. დღითიდღე იზრდება ქცევითი ეკონომიკის თემატიკაზე დაწერილი ლიტერატურის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებას ახალ ალტერნატივას  სთავაზობს და ეკონომიკის საფუძვლად  არა ადამიანის, არამედ ,,ეკონის” ქცევას წარმოგვიდგენს. რიჩარდ ტალერისა და ქეს სანსთაინის გავლენიანი წიგნის “Nudge”-ის ჟურნალისტურ მიმოხილვაში ვკითხულობთ:

ტრადიციულად, ეკონომისტები თეორიების ჩამოყალიბებისას  არ ითვალისწინებდნენ ადამიანის ფსიქოლოგიას. წიგნში “Nudge” რიჩარდ ტალერი და ქეს სანსთაინი ერთად მიიწევენ დიდებული რეალიზმისკენ… ავტორები თხრობას იწყებენ ,,ადამიანისა” და ,,ეკონის” ცნებების ერთმანეთისაგან განსხვავებით. პირველს,  ეკონომიკის თეორიებში გამოგონილ და არსებულ  ეფექტურ გამომთვლელ მანქანად, ე.წ. კალკულატორად მოიხსენიებენ, რომელსაც სხვადასხვა შესაძლებლობის გონივრულად შეფასება, შედეგების პროგნოზირება და საუკეთესო ვარიანტის არჩევა შეუძლია. უკანასკნელს კი უბრალო ადამიანად, რომელიც, ვოლსთრითის ანალისტების მსგავსად, ,,ჰომო ეკონომიკუსებს” განვითარებითა და აზროვნებით ჩამორჩება. ადამიანები ემპირიული წესით მოქმედებენ და ხშირად უშვებენ შეცდომებს.  ისინი მიდრეკილნი არიან საგნებისა და შემთხვევების განზოგადებისკენ, მიკერძოებულნი სტატუს ქვოს მიმართ,  მოგებაზე მეტად დანაკარგის შემცირებაზე კონცენტრირებულნი, რომ არაფერი ვთქვათ მათ სხვა ნაკლოვანებებზე. შესაბამისად, ისინი ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარი საქმეების ეფექტურად წარმართვას და სარგებლის სრულყოფას.

ტალერისა და სანსთაინის ,,ადამიანები” განსხვავდებიან ,,ეკონებისაგან”, მათ არ აქვთ კალკულაციების უსასრულოდ წარმოების  უნარი. შედეგად, დიდი მნიშვენლობა ენიჭება პატარა (მაგრამ ეფექტურ) ,,ბიძგს”  - ე.წ. ,,ნაჯს”, რომელიც სარგებლის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. ხსენებული ,,ადამიანები” ,,ჰომო ეკონომიკუს-ნათებებს” წარმოადგენენ, გვევლინებიან სარგებლის სრულმყოფ ინდივიდებად, შემოსაზღვრული გონიერებით.

ახლა კი, თუ ფიქრობთ, რომ “Nudge” წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკაში ფსიქოლოგიის გათავისება-დანერგვისკენ, ყურადღებით  წაიკითხეთ შემდეგი ნაწყევტი წიგნიდან ,,სამართლიანობის, ურთიერთანამშრომლობისა და დახმარების ეკონომიკა - ექპერიმენტული მტკიცებულება და ახალი თეორიები” :

ეკონომიკური ნაშრომების უმეტესობა ადამ სმიტის მიერ წარმოდგენილ ,,პირად ინტერესთა” ჰიპოთეზას ემყარება, რომლის თანახმად, ყველა ადამიანს მხოლოდ პირადი, მატერიალური ინტერესები ამოძრავებს. უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა კვლელევებმა ამ ჰიპოთეზის ჭეშმარიტება ეჭვ ქვეშ დააყენა. ექსპერიმენტული ეკონომიკის დარგში მომუშავე მკვლევრებმა შთამბეჭდავი მტკიცებულებები მოიპოვეს და დაადგინეს, რომ მრავალი ადამიანი მნიშველოვნადაა მოტივირებული არა მხოლოდ პირადი ინტერესებით, არამედ ალტრუიზმით, პატიოსნებითა და ურთიერთდახმარებით. უფრო მეტიც, თეორიული ნაშრომები ნათელს ხდის, რომ მოცემული ფენომენი შესაძლებელია მარტივად და გასაგებადაც კი აიხსნას. ამ თეორიებმა უბიძგა ექსპერიმენტული კვლევების პირველ ტალღას. ისინი გვაცნობენ უპირატოსებების ბუნებასა და სამართლიანობის საპირისპირო ჰიპოთეზების მაჩვენებელს. ჩვენ განვიხილავთ ნუროეკონომიკის მიერ მოპოვებულ უახლეს მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვით, ხალხი ბუნებრივად არის მიდრეკილი თანამშრომლობისა და ნორმების დამრღვევის დასჯისაკენ. მომავალში განვსაზღვრავთ და წარმოვადგენთ სამართლიანობის ცნების ზეგავლენის მაგალითებს თანამშრომლობაზე, კონკურენციაზე, სტიმულებისა და ხელშეკრულებების ფორმებზე.


(წიგნიდან ,,სამართლიანობის, ურთიერთანამშრომლობისა და დახმარების ეკონომიკა - ექპერიმენტული მტკიცებულება და ახალი თეორიები” ერნსტ ფერისა და კლაუს მ. შმიდტის ავტორობით.)

ალტრუიზმის, სამართლიანობისა და თანამშრომლობის ერთმანეთთან დაკავშირებით, ფერისა და შმიდტის ნაშრომი სტანდარტული ეკონომიკისაგან საგრძნობლად განსხვავდება და რეალიზმისაკენ(ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიისკენ) იხრება. ფერი და შმიდტი ,,ქმნიან ადამიანს,” რომელიც სოციალურ ცხოველს წარმოადგენს, და მაინც, ავტორები კვლავ ეკონომიკის საზღვრებში რჩებიან, რამდენადაც ხაზს უსვამენ ,,ადამიანის” მათემატიკურად მოდელირების სიმარტივესა და მარტივად კონტროლირებადობას, ე.ი. ,,სარგებლის სრულყოფას”. უნდა აღინიშნოს, რომ ავტორები სიტყვა ,,სარგებელს” მრავალი მნიშვნელობით იყენებენ, მას არა მხოლოდ აწ უკვე ,,გაცვეთილ”, მატერიალურ  სარგებელთან, არამედ ემოციურ სიამოვნებასთანაც( ან უსიამოვნებასთან) აკავშირებენ, რომელსაც სხვებთან ურთიერთობით ვიღებთ.

ფერ ეთ ალი  კრიტიკულად აფასებს სტანდარტული ეკონომიკის მიერ განცდილ ,,სანახაობრივ მარცხს”ადამიანური ქცევის ახსნისას. ის ახალ გზას გვთავაზობს მის შესასწავლად და ასკვნის, რომ ეკონომისტებმა ადამიანის ,,სარგებლის” ფუნქციებში უფრო რთული, მრავლისმომცველი მოდელები უნდა გამოიყენენონ  და მასში სხვა მნიშვნელოვანი ,,უპირატესობებიც” უნდა გააერთიანონ. გარდა ამ ახალი აზრის დაბადებისა, აღსანიშნავია, რომ ქცევით ეკონომიკაში ძირეულად გაიდგა ფესვები ჰერბერტ სიმონის ,,შეზღუდული გონიერების” ცნებამ, რომელმაც საბოლოოდ  პარადიგმის სრულ ცვლილებამდე და სოცილაური მეცნიერებების რადიკალურ გარდაქმნამდე მიგვიყვანა.

ახლა კი პრობლემას სხვა მხრიდან შევხედოთ.

ქცევით ეკონომიკასთან კონკრეტული ფსიქოლოგიური თვალსაზრისების შერწყმით შესაძლებელია თამაშის თეორიისა და მიკროეკონომიკის ,,თავსატეხების” არალოგიკური შედეგების ამოხსნა. ეს ჰიპოთეზა არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი. როგორ უკავშირდება ქცევითი ეკონომიკა ფსიქოლოგიას? ის, რომ ,,ადამიანები” ადამიანურები არიან, ფსიქოლოგებისთვის ,,ახალი ხილი” ნამდვილად არ არის. საკითხავია კონკრეტულად რითი შეძლებს ქცევითი ეკონომიკა ფსიქოლოგიის დახმარებას და წინ წაწევას? ადამიანური ქცევის რომელ ახალ ,,კუნჭულს” აღმოაჩენენ ფსიქოლოგები ეკონომიკური აქსიომების ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში ჩართვით. მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნვა, პატიოსნება, მეგობრობა… მსგავს ჭეშმარიტ ადამიანურ ქცევათა ,,აქსიომიზირების” შემდეგ ფსიქოლოგებმა რა მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ პირდაპირ მატერიალურ სარგებელს ან ურთიერთთამამშრომლობას, მორალური პრინციპებისადმი ერთგულებასა და ბიოლოგიურ ინსტიქტებს. როგორ აპირებენ ყოველივე ამის განსაზღვრას? სინამდვილესთან რამდენად ახლოს იქნება მათი აღმოჩენები? საბოლოოოდ რამდენად კარგად გაართმევს თავს ,,ეკონომიკური ფსიქოლოგია” ,,ნამდვილი” ქცევის წინასწარ განჭვრეტას?

ზემოთ ხსენებული ,,შთამბეჭდავი  მტკიცებულება”, რომელიც ქცევით ეკონომიკას სტიმულს აძლევს, ეკონომისტებს თავიანთი დისციპლინის არეალის სწორად განსაზღვრაშიც უნდა დაეხმაროს.  ეკონომიკური პარადგიმა, თუმცა ძალიან ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ არა ყველაფერს. მეტიც, ის ამისთვის არც არის შექმნილი. ბოლოს და ბოლოს რომელი ,,ქცევითი და ნევროლოგიური სამხილი” არის ადამიანის მიერ სარგებლის სრულყოფის შედეგი?

ეკონომიკის  როლი ადამიანის ფსიქიკის შესწავლაში დიდი ალბათობით მომავალშიც შემოფარგლული დარჩება. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მრავალ სასარგებლო პოლიტიკურ კითხვას, რომელიც რეალურ სამყაროს ეხება,  ეკონომიკის მეშვეობით ვცემთ პასუხს, იქნება ეს თეორიული თუ რიცხვობრივი მიდგომა. მაგალითად:

    • ხორბლის ცუდი მოსავალი როგორ იმოქმედებს ხორბლის (საბოლოო პროდუქტის, რომელიც ხორბალს საშუალო მოხმარების პროდუქტად იყენებს, ხორბლის კომპლემენტებსა და საბსტიტუტებზე) ფასსა და მოხმარების რაოდენობაზე ?
    • როგორ იმოქმედებს ახალი ლიცენზიის მოთხოვნა ან კონკურენციის გაჩენა ფარმაცევტულ ბაზარზე (ბაზარზე არსებული მოქმედი ფირმების რაოდენობაზე, მედიკამენტების რაოდენობაზე, ფასებზე, სერვისის ხარისხზე, კორუფციის რისკებზე)?
    • რა ზეგავლენას მოახდენს გამკაცრებული სამუშაო რეგულაციები ქალების, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისა და შშმ პირების სამსახურის შოვნის შანსებზე?
    • როგორ უნდა იყოს ფორმულირებული სადაზღვევო კონტრაქტები, რათა თავიდან ავიცილოთ მორალური ზიანი და დეზინფორმაცია?
    • რამდენი ფირმა იმოქმედებს კონკრეტულ ბაზარზე მოცემული ზომის მარკეტის, ქვეყნის ვაჭრობის რეჟიმისა და მეზობელ მარკეტებზე წვდომის გათვალისწინებით?

[გაითალისწინეთ სხვა მაკროეკონომიკური კითხვებიც, რომლებიც ავტორის პირადი შეხედულებებიდან  გამომდინარე ჩამონათვალიდან გამოტოვებულია].

ეკონომისტები უნდა ამაყობდნენ, რომ მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ, თუმცა ამავდროულად, თავმდაბლობის შეგრძნებაც უნდა შეინარჩუნონ. ისინი მრავალ გამარტივებელ ვარაუდს გამოთქვამენ ,,ადამიანების” შესახებ და ეკონომიკურ მოდელებს სწორხაზოვანი სარგებლის სრულმყოფებით, ე.წ. ,,ეკონებით” ასახლებენ. მათი ვარაუდები მეტ-ნაკლებად ზუსტია, როდესაც ამ ანალიზის მეთოდებს ისეთ შემთხვევებში იყენებენ, სადაც “ნამდვილი” ადამიანური თვისებები უმნიშვნელო როლს თამაშობს. ,,ადამიანები” და ,,ეკონები” არ უნდა გავაიგივოთ.  ,,ადამიანები” ,,ეკონებისაგან” განსხვავებით მეტად დახვეწილნი და რთულები არიან, იმისთვის რომ მათ ქცევას აქსიომის ფორმა მივცეთ. მაგალითად, ეკონომოკური მოდელებით არ ავხსნიდი ოჯახში განხორცილებული ტრანზაქციების რაოდენობას, რამდენადაც მიყვარს ჩემი შვილები და ცოლი, და პირიქით, მათაც ვუყვარვარ მე. სამაგიეროდ, კონსულტაციისთვის მივმართავდი თერაპევტს ან ფსიქოლოგს, რათა ოჯახში არსებული გაუგებრობა მომეგვარებინა.

აბრაამ მასლოუ წიგნში ,,მეცნიერების ფსიქოლოგია” (1964) წერდა: ,,თუ ჩაქუჩის მეტს არაფერს ფლობთ, ყველაფერი ლურსმანს ემსგავსება”. ჩაანაცვლეთ ,,სარგებლის სრულყოფით” სიტყვა ჩაქუჩი და თქვენ მიხვდებით თუ რისი თქმა მსურს. ეკონომისტები თავიანთ იარაღებს იყენებენ ადამიანის ფსიქიკის, იდუმალი შავი ყუთის, გასახსნელად და ხშირად ავიწყდებათ, რომ ყველა კარი ერთი გასაღებით არ იღება. ვფიქრობ, ზოგი რამ ასახსნელად სხვა მეცნიერებებსა და ღმერთს უნდა მივანდოთ.

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com