ფინური სკოლა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს!

ფინური სკოლა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს!

რეიტინგი: 2 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

საქართველოს ეროვნული სასწავლო პროგრამა მნიშვნელოვანწილად ჰგავს შინაარსითა და სულისკვეთებით ფინურ ეკვივალენტს. მხოლოდ ერთი „პატარა“ პრობლემა იჩენს თავს: საქართველოს არ აქვს მასწავლებელთა საკმარისი კონტინგენტი, რომელიც ამ პროგრამას რეალობად აქცევს. საბედნიეროდ, კერძო სექტორი იწყებს ახალი ინიციატივის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ფინური საერთაშორისო სკოლის მოდელის შექმნას და მის პრაქტიკულ სასწავლო ბანაკად გადაქცევას ახალი თაობის ქართველი მასწავლებლებისთვისა და განათლების სფეროს ლიდერებისთვის.

*     *     *

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2016-2017 წლის კვლევის მიხედვით ფინეთს მსოფლიოში ნომერ პირველი განათლების სისტემა აქვს. მათ შორის, ფინეთი ლიდერობს დაწყებითი განათლებით და მეორე ადგილზეა უმაღლესი განათლების კუთხით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისო სტუდენტური შეფასების პროგრამა (PISA) მეცნიერების მიმართულებით. აღსანიშნავია,  რომ 2015 წელს პროგრამაში  მონაწილე 72 ქვეყნიდან, საქართველო 63-ე ადგილზეა მეცნიერებაში, მე-60 მათემატიკაში და 65-ე კითხვაში.

1971 წელს, როდესაც აიეტ კუკავა მოევლინა ქვეყნიერებას, ფინეთი რკინის ფარდის მიღმა მდებარე პარალელურ სამყაროს მიეკუთვნებოდა. აიეტი სოხუმში გაიზარდა და მისი -  რკინის ფარდაში მოქცეული -  სამყაროს ცენტრი მოსკოვი იყო. მისი შვიდი ბიძაშვილი იქ გააგზავნეს სასწავლებლად და ექიმის პროფესიასაც იქ დაეუფლნენ. აიეტის მამას არ უნდოდა სამი ვაჟი ქართულ ფესვებს მოსწყდომოდა.  ამდენად, სამივემ თბილისის პრესტიჟული # 51 საჯარო სკოლა დაამთავრა, სადაც იმ დროის ელიტური ოჯახის შვილები სწავლობდნენ.

აიეტი თანაბრად სხარტი იყო მათემატიკასა და რაგბიში, მაგრამ  51-ე სკოლაში გატარებულ წლებს ტკბილად არ იგონებს. მას აიძულებდნენ ესწავლა საგნები, რომლებიც არ ეხერხებოდა, მაგალითად ისეთები, როგორიცაა, ხატვა და ქიმია.  მათემატიკის მასწავლებელიც კი არ აფასებდა სათანადოდ მის დამოუკიდებელ ხასიათს, უდიერად ექცეოდა და უკარგავდა სწავლის ხალისს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აიეტის ცხოვრებაზე არანაირი კვალი არ დაუმჩნევია და არც რაიმე სამახსოვრო შემოუნახავს. მისი ამნეზია შეიძლება რაგბის მატჩის დროს მიღებულ მძიმე ტვინის შერყევას დავაბრალოთ.  უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის თითქმის არ ესწრებოდა ლექციებს. საქართველოს დამოუკიდებლობის საწყისი წლები (1989-1994) საბჭოთა დაგეგმარების კურსისთვის (ან ნებისმიერი სხვა კურსისთვის) სრულიად შეუფერებელი დრო იყო.

სრულიად მოულოდნელად აიეტის განათლების კურსმა გეზი შეიცვალა. 2000 წელს მასკის სასტიპენდიო პროგრამის წყალობით ის კლარკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. უნივერსიტეტის დევიზია: „იმოქმედე ახლებურად, შეცვალე ჩვენი სამყარო!“  ამერიკის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე გატარებულმა ორმა წელმა ნამდვილად შეცვალა აიეტის სამყარო და უბიძგა შეეტანა ცვლილებები გარესამყაროში.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ის მუდმივად ფიქრობდა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა საქართველოს განათლების სისტემაში მომავალი თაობებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ორი მნიშვნელოვანი რამ იყო საჭირო: პირველი, უნდა გამხდარიყო წარმატებული ბიზნესმენი და მეორე, რამდენადაც არ იყო განათლების სისტემის ექსპერტი, მას უნდა მოეძებნა სათანადო პარტნიორები.

ვარსკვლავებმა 2016 წელს გაუღიმეს: აიეტი, რომელიც უკვე „ალიანს ჯგუფის ჰოლდინგის“ მფლობელი და აღმასრულებელი ოფიცერი იყო, სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ბანკირს ალექს კუკავას შეხვდა. იმ პერიოდში ფინეთის განათლების სისტემით საყოველთაო აღფრთოვანება უკვე პიკს აღწევდა. იმავე წელს გამოვიდა მაიკლ მორის წიგნი „შემდეგი სამიზნე“  (Where to Invade Next), რომელმაც ფინეთის წარმატების საიდუმლოს (ან შესაძლებელია, მითსაც კი) ფარდა ახადა - არავითარი საშინაო დავალება! ალექსი და აიეტი მონუსხა იდეამ, რომ სწავლა შესაძლებელია სტრესის გარეშე და შეფასებასთან ასოცირებული (პოტენციური) სტიგმის გარეშე.

ალექსი უმცროსი შვილების მიყვანას აპირებდა სკოლაში და ეძებდა საქართველოში დაბრუნების გზებს. ამგვარად, მას საკმარისი მოტივაცია ჰქონდა და საბედნიეროდ ცოტაოდენი დროც, რომ შეესწავლა ფინეთის განათლების სისტემა და მოეძიებინა პოტენციური პარტნიორები და კონსულტანტები.

2017 წელს ორივე კუკავა ფინეთში გაემგზავრა სკოლების მოსანახულებლად. ისინი დაესწრნენ განათლების თემაზე გამართულ სემინარებს, შეხვდნენ მთავრობის წამომადგენლებს და იმუშავეს კონსულტანტებთან, რომლებიც 200-ზე მეტ სერვისის მომწოდებულ კონსორციუმს წარმოადგენდნენ. ასე დაიბადა ფინური საერთაშორისო სკოლის შექმნის იდეაც.

კერძო ფინური სკოლა???

დაახლოებით ერთი წელი პარტნიორები თანმიმდევრულად მიუყვებოდნენ გეგმას, რომელიც ითვალისწინებდა კერძო ფინური საერთაშორისო სკოლის დაარსებას თბილისის პრესტიჟულ შემოგარენში - საგურამოში. საწყისი  პროექტის თანახმად, სკოლას უნდა ეფუნცქიონერა თბილისის დაბინძურებული ჰაერიდან მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას სადაც მოსწავლეებს შესთავაზებდნენ ჯანსაღ, ადგილობრივად მოყვანილ საკვებს,  ფინური სკოლის არქიტექტურას, თანამედროვე, სტუდენტზე მორგებულ პროგრამას და ბრწყინვალე, ფინეთში განათლებულ ინსტრუქტორებს.

ბიზნეს მოდელი თბილისში მოქმედ სხვა კერძო საერთაშორისო სკოლების მსგავსი იყო. შედარებით შეზღუდული სტუდენტების რაოდენობა (მთლიანობაში 500-მდე), საკმაოდ მაღალი წლიური გადასახადი (სტიპენდიებით განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეებისთვის), ინგლისური - სწავლების მთავარი ენა, ადგილობრივი და საერთაშორისო მასწავლებლები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა, და ბოლოს,  საერთაშორისო (ფინური) ატესტატი.

სკოლას უნდა გაეწია კონკურენცია კერძო განათლების სექტორში მოქმედი სკოლებისთვის ისედაც უკვე ვიწრო სეგმენტზე და მოეზიდა საშუალო კლასი და საქართველოში მცხოვრები უცხოელები. უპირატესობად ითვლებოდა ლოკაცია - ეკოლოგიურად სუფთა გარემო  და ფინური განათლების ბრენდი.

კრიტიკოსები, ალბათ, ამ მიდგომაში ბევრ სისუსტეს აღმოაჩენდნენ. მაგალითად, ქალაქგარეთ მდებარეობა შესაძლებელია, უპირატესობაც იყოს და ნაკლოვანებაც. მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ კერძო ფინური სკოლის ცნება უკვე ერთგვარი ოქსიმორონია: ფინურ განათლების სისტამაში კერძო სკოლების ადგილი არაა. ფინელებმა განათლების სისტემა შექმნეს იმისთვის, რომ შეეთავაზებინათ სწავლების მაღალი ხარისხი და თანაბარი შესაძლებლობები და არ დაეშვათ „პრივილეგიების ზრდა კვალიფიკაციის ხარჯზე“ (რომ მოვახდინოთ პერეფრაზი  ვოლტერ ბენ მაიკლის წიგნიდან: „მრავალფეროვნების თავსატეხი: როგორ შევიყვარეთ იდენტობა და უარი ვთქვით უთანასწორობაზე“, 2007).

ამგვარად, როგორ შეიძლება ამოვხსნათ თავსატეხი და კარი გავუღოთ ფინურ განათლებას საქართველოში მისი მთავარი არსის დაკარგვის გარეშე?

ფინური განათლება ყველა ბავშვისთვის!

კიმო კუმპულაინენს და „პოლარ პარნტიორების“ კონსულტანტების გუნდს საქართველოში ჩამოსვლისას სიურპრიზი ელოდა: ქართული ეროვნული სასწავლო პროგრამა შინაარსით და სულისკვეთებით ძალიან ჰგავს ფინურ მოდელს. ერთი „პატარა“ პრობლემა გვაქვს მხოლოდ: ქართული სასწავლო პროგრამა ოცნების სფეროს მიეკუთვნება. საქართველოს არ ჰყავს სათანადო კვალიფიკაციის მასწავლებლები, რომ ეს გეგმა განახორციელოს.

2018 წლის სექტემბერში კიმოს ვიზიტი დაემთხვა საქართველოს მთავრობის ახალი განათლების სტრატეგიის პრეზენტაციას. იყალთოს უძველესი აკადემიის ფონზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ბათიაშვილმა პირობა დადეს, რომ მასწავლებელთა ხელფასებს გააორმაგებენ და გაასამმაგებენ 3-5 წელიწადში და ამით გადაჭრიან პრობლემას, რომლიც ხელს უშლის საქართველოს განათლების სისტემის ხარისხიან გაუმჯობესებას.

სწორედ ამ დროს გაუჩნდა ბრწყინვალე იდეა კიმოს, აიეტს, ალექსს და პარტნიორებს! რატომ არ შეიძლება, რომ საგურამოს ფინური სკოლა გადაიქცეს ქართველი მასწავლებლებისა და განათლების სექტორის ლიდერებისთვის პრაქტიკული სწავლების ცენტრად? რა მოხდება, თუ კი ის გახდება ლაბორატორია საერთაშორისო პედაგოგიური მიდგომების გამოსაცდელად და ქართულ რეალობაზე მოსარგებად? რა მოხდება თუ კი, სკოლის შვიდი ჰექტარი ფართობის ტერიტორია მოიცავს სასტუმროს და ფინური სტილის სატრენინგო სივრცეს, იმისთვის რომ მოემსახუროს ასობით ახალგაზრდა მასწავლებელს? რა მოხდება თუ კი მთლიანი პროექტი გადაიქცევა კერძო-საჯარო სექტორის თანამშრომლობის მოდელად, რომელშიც ქართველი და ფინელი მთავრობების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორები და კერძო კომპანიები ჩაერთვებიან?

უეცრად ყველამ გაიაზრა, რომ ისინი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილენი გახდნენ: ფინური ხარისხიანი განათლების შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის.

*     *     *

ფინური სკოლების შესახებ ბევრი „ურბანული ლეგენდა“ დადის. მაგალითად ის, რომ ფინეთმა საერთოდ გააუქმა ტრადიციული საგნები, ან რომ მოსწავლეებს არ აქვთ საშინაო დავალება. მაგრამ როგორც ფასი საჰლბერგი, 2011 წელს გამოშვებული წიგნის „ფინური გაკვეთილები“-ს ავტორი და მსოფლიოში ცნობილი განათლების ექსპერტი აღნიშნავს, „ფინელებს არ გამოუგონებიათ რაიმე ზებუნებრივი სწავლების მეთოდი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს სასწაული სწავლებაშიგასაოცარი შედეგები მოგვცეს.“

არამედ, ფინეთმა ჩადო დიდი ინვესტიცია ადამიანური რესურსების განვითარებაში. მაშინ, როდესაც საქართველოში სკოლის მასწავლებლებს სათანადოდ არ აფასებენ (და უხდიან დაბალ ხელფასს), ფინეთში მასწავლებლის პროფესია 450 სამუშაოს შორის პირველ ათეულში შედის. შედეგად, ფინეთს შეუძლია მაღალი მოთხოვნები დააწესოს მასწავლებლის პროფესიისთვის: კვლევითი უნივერსიტეტის მიერ გამოშვებული მაგისტრის ხარისხი.

გარდა ამისა, ფინეთის განათლების სისტემა აქცენტს აკეთებს განათლების თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე და ზრუნავს, რომ ყველა ბავშვი კარგად სწავლობდეს სკოლაში. ეროვნულ დონეზე ეს ნიშნავს, რომ ჰელსინკსა და ჰელსინკიდან დაშორებულ პროვინციულ თემში მოსწავლეებს მეტნაკლებად ერთნაირი შესაძლებლობა აქვთ. სკოლის დონეზე თანასწორობაზე ფოკუსი უზრუნველყოფს, რომ პროგრამა დაბალანსებულია და ითვალისწინებს ბავშვების განსხვავებულ აკადემიურ და არა აკადემიურ უნარს. ფინური სკოლები თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებენ  ხელოვნებას, სპორტს, მუსიკას, ხელსაქმეს და სხვა არა-აკადემიურ სფეროებს, ისევე, როგორც ტრადიციულ სკოლის საგნებს.

გარდა ამისა, ისინი ყურადღებას აქცევენ ბავშვების სპეციალურ საჭიროებებს. ეს მიდგომა მთლიანობაში უზრუნველყოფს, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს უყურადღებოდ და ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რომ აღმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, გახდნენ თავდაჯერებულნი და განვითარდნენ. ამის შესაძლებობა აიეტ კუკავას #51-ე ელიტურ საჯარო სკოლაში არ მიეცა.

*     *     *

თუ ახლა ხელში ღვინის სასმისი გიჭირავთ, ადღეგრძელეთ ის დიდებული მასწავლებლები და განმანათლებლები, რომლებიც აფასებენ განსხვავებულობას ადამიანებში და იციან, როგორ განავითარონ თითოეული ჩვენგანის უნიკალური ნიჭი და უნარები!

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები განათლებაზე

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018
ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

განათლება 21 საუკუნეში: მრავლისმომცველი, სიღრმისეული თუ მოქნილი?

ორშაბათი, 11 მარტი 2019
განათლება 21 საუკუნეში: მრავლისმომცველი, სიღრმისეული თუ მოქნილი?

თანამედროვე საჯარო სკოლა შეიქმნა თითქმის 200 წლის წინ მასობრივი განათლების დანერგვის მიზნით. საჯარო სკოლები ამ მნიშვნელოვან ფუნქციას 21-ე საუკუნეშიც შეინარჩუნებენ....

ფინური სკოლა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს!

ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018
ფინური სკოლა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს!

საქართველოს ეროვნული სასწავლო პროგრამა მნიშვნელოვანწილად ჰგავს შინაარსითა და სულისკვეთებით ფინურ ეკვივალენტს. მხოლოდ ერთი „პატარა“ პრობლემა იჩენს თავს: საქართველოს არ აქვს...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form