გზასაცდენილი ქართველი შვილების დაბრუნება - ეკონომიკურ ჭრილში

გზასაცდენილი ქართველი შვილების დაბრუნება - ეკონომიკურ ჭრილში

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

Eric Livny cropped2009-2010 წლებში შექმნილი რუსთავის ავტომობილების გაყიდვის პლატფორმა ეფექტური ინდუსტრიული პოლიტიკის შესანიშნავი მაგალითია. ამ პოლიტიკის შედეგად საქართველო ასრულებს პირობას - გადაიქცეს ერთგვარ ჭიშკრად, რომელიც უკავშირდება ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზრებს და უბიძგოს გზასაცდენილ ქართველებს დაბრუნდნენ სამშობლოში. საქართველო გაუმკლავდა 2013-2016 წლების რეგიონალურ ეკონომიკური კრიზისის ტალღას  და სავაჭრო პოლიტიკის რყევებს და  ახლა მზარდი ინდუსტრიის ეპიცენტრშია, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე.

 

თავი I: „ტვინების გადინება“

ლევან სურგულაძის  კარიერა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი ახლიდან დაიწყოს. განათლებით ფიზიკოსი, ლევანი საბჭოთა საქართველოდან რუსეთში გადასახლდა და რუსეთიდან (რომელიც იმ დროისთვის „დამოუკიდებელი“ გახდა) ამერიკისკენ გაეშურა, სადაც სწავლობდა, იკვლევდა და ასწავლიდა ბირთვულ ფიზიკას. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მაგრამ 1990 წლების ბოლოს ლევანმა ყოვლად წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ჯერ კიდევ ფიზიკის პროფესორი იყო ამერიკაში, როდესაც გადაწყვიტა იმავე უნივერსიტეტში ფინანსების მართვის ხარისხი აეღო. ბიზნესის სკოლიდან სულ რაღაც 100 მეტრით იყო დაშორებული, მაგრამ ამ გზის გავლას სჭირდებოდა რადიკალური მენტალური ცვლილება და მცირე ცვლილება ლევანის პროფესიულ გარდერობში - რომ ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტს დამსგავსებოდა.

1999 წელს პროფესორმა ლევან სურგულაძემ სრულიად ახალი გეზი აიღო - ის გახდა ვოლ სტრიტის ბროკერი და რისკის მენეჯერი. კარიერაში აღმასვლა სწრაფი ტემპით განვითარდა. ლევანმა მალე უფროსი ვიცე პრეზიდენტის და რისკების დირექტორის პოზიციები დაიკავა ლონდონის „დოიჩე ბანკში“, და ნიუ ორკში მდებარე „ბარკლის კაპიტალსა“ და „უბს ინვესტმენტ ბანკში“.

ლევანს არ დასჭირვებია უკან, წარსულისკენ გამოხედვა და 2007 წლისთვის შეეძლო ეთქვა, რომ მისია შესრულებული აქვს. თუმცა, ამასობაში მისი ორი ვაჟიშვილი უკვე თინეიჯერობის ასაკს მიუახლოვდნენ და ნელნელა დაიწყო ფიქრი ოჯახის საბშობლოში დაბრუნებასა და საქართველოში ბიზნესის წამოწყებაზე. მაგრამ ერთი 

პრობლემა იყო: საქართველოს ფინანსური სექტორი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფებოდა და ლევანის კალიბრის პროფესიონალებს ბევრს ვერაფერს სთავაზობდა.

ოლეგ მჟავანაძე იმერეთის პატარა სოფელში, ვანში გაიზარდა.  1989 წელს ოლეგი საბჭოთა სამხედრო სამსახურში ორწლიანი მსახურების შემდეგ დაბუნდა, როდესაც საქართველომ სუვერენიტეტი აღადგინა. თუმცა ბარიკადებზე ბრძოლის ნაცვლად ოლეგის პირველი ინსტინქტი იყო ოჯახის შექმნა. 1991 წელს, მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ოლეგი დაქორწინდა მარინა კაციტაძეზე. წყვილს პირველი ვაჟი, გიო, 1991 წლის ოქტომბერში შეეძინა.

პატარა ოჯახის სარჩენად ოლეგმა  მანქანების სახელოსნოში „ჟესტიანჩიკად“ დაიწყო მუშაობა. მალევე მეგობრებთან ერთად საკუთარი სახელოსნოც გახსნა. მაგრამ 90-იანი წლების საქართველო ბიზნესის კეთებისთვის  ხელსაყრელი ადგილი არ იყო. მალევე საქართველო სამოქალაქო ომში გაეხვია და მართალია, მოთხოვნა ოლეგის სერვისზე მაღალი იყო, მაგრამ ხალხის უმეტესობა სერვისის საფასურის გადახდას მხოლოდ პირდებოდა და  ვერ ასრულებდა.

ოლეგმა სამი წელი სდია გაღარიბებულ კლიენტებს და როდესაც 1994 წელს შესთავაზეს მოსკოვში გადასვლა და დიდ, ქართველების მიერ დაფუძნებულ, სახელოსნოში მუშაობა,  უარი აღარ თქვა. ოლეგის ოჯახი მალე დაფუძნდა მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში, კრასნოგორსკში. ქათული სათვისტომო, რომელიც 80 ოჯახისგან შედგებოდა, დიდ მხარდაჭერას იჩენდა ქართველების მიმართ. ქათული მაფია „კრიშავდა“ ბიზნესს. რუსული მაფია აფასებდა ოლეგის პროფესიონალიზმს და ანდობდა მას მათი შავი სპორტული მანქანების შეკეთებას.

ოლეგსა და მარინას სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, ეხმარებოდნენ ფინანსურად მათ ოჯახებს და სანაცვლოდ იღებდნენ საქართველოდან ტრადიციულ ძღვენს: ღვინოს, ჭყინტ იმერულ ყველს, ჩურჩხელას, მჭადის ფქვილს და შემწვარ გოჭსაც კი. ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ დასასვენებლად საქართველოში, რომ გიოს, და ახლა უკვე მის უმცროს დას თათიას, ქართული არ დავიწყებოდათ და ბიძაშვილებთან და ნათესავებთან კავშირი ჰქონოდათ.

ცხოვრება მშვენიერი იყო და უკან დაბრუნებაზე არც უფიქრიათ.  მართალია, ბავშვებს ქართული განათლება დასჭირდებოდათ საბოლოოდ, მაგრამ ოლეგს არ შეეძლო მოსკოვში აწყობილი ბიზნესის მიტოვება საქართველოში საპირწონე ალტერნატივის გარეშე.

თავი II: ინდუსტრიული პოლიტიკა

საქართველოს შესანიშნავი მდებარეობა აქვს, რომ შეასრულოს სავაჭრო ჰაბის ფუნქცია აღმოსავლეთით მდებარე მეზობელი ქვეყნებისთვის. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ხშირია, რომ ასეთი სიმდიდრით დაჯილდოებული, მაგრამ ცუდად ორგანიზებული ქვეყნები(და ინდივიდები) ვერ იყენებენ პოტენციალს. საქართველოს 

ავტო სახელოსნოების და ვაჭრობის ინდუსტრია შესანიშნავი მაგალითია, როგორ შეიძლება ამ სისტემის კარგად გამართვა მთავრობის მინიმალისტური, მარტივი ინტერვენციის შედეგად.

2007 წელს, როდესაც საქართველოში ჩემი პირველი მანქანის შეძენას ვაპირებდი, მანქანების ყიდვა-გაყიდვა ძირითადად დიღომში მიმდინარეობდა. ასობით ახალი და მეორადი მანქანა იყო გამოფენილი უშველებელ ბაზრობაზე. საბანკო და ტექნიკური დათვალიერების სერვისი ადგილზე არ არსებოდა. არც რომელიმე სამთავრობო უწყება იყო ტრანზაქციების დასარეგისტრირებლად. ბაზრობა აღმოსავლურ ბაზარს ჰგავდა მისი ყველაზე ცუდი თვისებებით.

დიღმის ქაოსის მიუხედავად მანქანებით ვაჭრობა მაინც განვითარდა  საზღვაო პორტის წყალობით და საქართველოდან მარაგდებოდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის ბაზრები. 2004 წელს ვარდების რევოლუციის შედეგად დამყარებულმა წესრიგმა და ძირითადი კანონების ამოქმედებამ საქართველოში წვრილი იმპორტიორების/ვაჭრების რაოდენობა გაზარდა, ისევე როგორც სახელოსნოების რიცხვი, რომელიც დაზიანებულ მანქანებს აკეთებდა გასაყიდად. შედეგად, საქართველოს მანქანების რეექსპორტი 2004 წელს 0 იდან 2007 წელს $100მ-დე გაიზარდა.

2009 წელს მოვლენები დრამატულად განვითარდა. ვანო მერაბიშვილმა, გავლელიანმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, დიღმის ბაზრობა რუსთავში ახალ ადგილას გადაიტანა, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოვაჭრებისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი იყო.

ვანოს ინიციატივას კერძო-საჯარო სექტორის არაფორმალური პარტნიორობის ფორმა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი ხელის მოსმით დახურა დიღომში ავტო ბაზრობა და სანაცვლოდ ახლის მოსაწყობად გამოყო მიწა რუსთავში. იქვე ააშენა სრულიად ახალი სერვის ცენტრი, სადაც მანქანების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქციის დარეგისტრირება, საბანკო სერვისიდან დაწყებული ნოტარიუსით დამთავრებული, ლიზენცირება, ახალი ნომრების აღება - ყველაფერი ერთ სივრცეში გახდა შესაძლებელი. მთავრობამ ასევე შეიტანა ცვლილება კანონმდებლობაში და გაუხანგრძლივა განბაჟების ვადა ახლად იმპორტირებულ ავტომობილებს.

საწყისი ინვესტიცია ახალ ავტო ბაზრობაზე უკრაინის “პრივატ ბანკმა” განახორციელა. მაგრამ სხვა კომპანიები, “საქართველოს “ და “იბერია”, მალევე ჩაერთვნენ და კონკურენტუნარიანი გარემო შექმნეს. რუსთავის მანქანების გაცვლის პლატფორმა ამჟამად უდიდესია კავკასიაში. ზოგიერთი მონაცემებით ის ამჟამად 20,000 მოვაჭრეს ემსახურება. კიდევ უფრო მეტი ქართველი ავტომანქანების შეკეთების ინდუსტრიაშია დასაქმებული. 2013 წელს ავტომობილების რეექსპორტმა პიკს მიაღწია და 700 მილიონ ამერიკულ დოლარს მიუახლოვდა. ეს პატარა ციფრი ნამდვილად არ არის.

Return Of Georgias Prodigal Sons Table GE

2014-2016 წლებში საქართველოს ავტომობილების რეექსპორტი დაეცა რეგიონალური ეკონომიკური კრიზისის და აზერბაიჯანის, სომხეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში განხორციელებული არახელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო. 2015 წელს ქართულ და საერთაშორისო მედიაში გამოჩნდა სტატიები შემდგომი სათაურებით, როგორიცაა ევრაზიანეტის „საქართველო: ერთ დროს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა: მეორადი მანქანების ბაზარს მძიმე დღე უდგას“. სამი წელი დასჭირდა ბაზრის გამოცოცხლებას და ახლა სწრაფი ტემპით იზრდება - 2015-2016 წლების დაბალი ნიშნული დღეისთვის თითქმის გაორმაგდა.

დამოუკიდებელი ბაზრის მოთამაშეების და სახელმწიფოს კოორდინირებით ჭკვიანური სამრეწველო პოლიტიკა სასწაულებს ახდენს. მან შეიძლება შექმნას ახალი მრეწველობა, გაზარდოს  არსებული მრეწველობის სფეროში კონკურენტუნარიანობა, დაეხმაროს გაფართოვებაში და გაზარდოს მათი მდგადობა კრიზისის პირობებში. კერძო სექტორის ინვესტიციების გამოყენებით ეს არაა ძვირადღირებული.

თავი III: „ტვინების დაბრუნება“

ლევან სურგულაძე და ოლეგ მჟავანაძე ახლა საქართველოში არიან. პროფესორი სურგულაძე 2007 წელს დაბრუნდა და კავკასიის ბიზნეს ჯფუფი დააფუძნა, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპანიებს მოიცავს და ავტომობილების ვაჭრობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს მართავს. ამჟამად ეს ჯგუფი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა.

Return Of Georgias Prodigal Sons Image2

სავაჭრო ოთახი კავკასიის ავტო იმპორტში, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის ძირითადი ინგრედიენტი. ფოტო: ეკატერინე გასპარიანი

ოლეგ მჟავანაძე 2009 წელს დაბრუნდა. მისი ბიზნესი ავტომობილების შეკეთების კლასტერის, TLS Motor-ის ნაწილია. კლასტერში შემავალი ყველა კომპანია პატარა სახელოსნოს ფლობს (ქართულად მას ‘ბოქს’-ს უწოდებენ), მაგრამ მთლიანობაში მათ შეუძლიათ მანქანასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა გადაჭრან - უმნიშვნელო გაფხაჭნით დაწყებული და სერიოზული დაზიანებით დასრულებული. „ჩვენს ბიზნესში შეუძლებელი არაფერია“, - ამბობს ოლეგი. მას ნამდვილად დაეჯერება.

*     *     *

ლევანიც და ოლეგიც მათი ნიჭიერი ვაჟების რევაზის და გიოს წყალობით გავიცანი. ორივე მათგანი ISET-ში სწავლობდა, რომელიც  ჩემი თანამონაწილეობით დაარსდა 2006-2007 წლებში. ახლა კი მინდა ტრადიციული თბილეკონომიქსის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ - დაე გახდეს საქართველო ის ქვეყანა, რომლის დატოვება არავის არასოდეს მოუნდება!

 

 

 

ძებნა

ყველაზე პოპულარული ბლოგები ვაჭრობასა და სამრეწველო პოლიტიკაზე

ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019
 ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

რუსეთს ეკონომიკური ბერკეტი აქვს საქართველოზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპორტის საერთო მოცულობამ  დაახლოებით 15% შეადგინა. არათანაზომიერი იყო საექსპორტო საქონლის რაოდენობა....

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

ორშაბათი, 10 ივნისი 2019
სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

საქართველო თავისი სილამაზითა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, "ბუნებრივად აღმოცენებულ", ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცა. თუმცა პროდუქციის წარმოების გარეშე შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა...

ეს რუსეთია, სულელო!

ორშაბათი, 21 იანვარი 2019
ეს რუსეთია, სულელო!

2018 წლის მესამე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის სალდომ დადებითი მნიშვნელობა მიიღო. შესაძლოა ეს ფაქტი აღვიქვათ როგორც...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com