საქართველოს სურს გახდეს ევროპის ნაწილი, თუმცა თავი აარიდოს ევროკავშირის სტილის ბიუროკრატიას

საქართველოს სურს გახდეს ევროპის ნაწილი, თუმცა თავი აარიდოს ევროკავშირის სტილის ბიუროკრატიას

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

გილოცავთ პირველ აპრილს!

დღეს, 2019 წლის 1 აპრილს, ყველასათვის მოულოდნელად საქართველოს მთავრობამ  გამოაცხადა 9 თვიანი მორატორიუმი ევროკავშირის სტილის რეგულაციების დანერგვის პროცესის გაგრძელებაზე. მორატორიუმი დაუყოვნებლივ შევა ძალაში. რეგულაციური აპროქსიმაციის ახალი გეგმა 2020 წლის 1 იანვრამდე შეთანხმდება - არა ევროკავშირთან: არამედ საქართველოს ბიზნეს საზოგადოებასთან. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უზრუნველყოს კომპანიები საკმარისი დროით - და ადეკვატური მხარდაჭერით - ახალ რეგულაციებზე წარმატებით მოსარგებად.

*     *     *

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან, და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან, ერთად პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოება დაარწმუნა, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სხვა განზრახვები ერთა ევროპულ ოჯახში საქართველოს გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით.

„შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობა ევროკავშირთან საუკეთესოა მთელი ისტორიის მანძილზე,“ შენიშნა პრემიერ მინისტრმა ბახტაძემ თავდაპირველად. „ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ სრული საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაბამისობა, რომელიც სავალდებულო მოთხოვნაა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის,“ დაამატა ბახტაძემ, „თუმცა, არ გვაქვს შესაბამისი ფინანსური, ადამიანური და ინსტიტუციური მზადყოფნა, რათა დავაკმაყოფილოთ ევროკავშირთან თავდაპირველი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. რომი ერთ დღეში არ აშენებულა, და თანამედროვე საქართველოს აშენებასაც მეტი დრო დასჭირდება,“ ხაზგასმით განაცხადა მან.

ბახტაძის განცხადებამ საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია. თუმცა, ასე არ უნდა ყოფილიყო. პირველ რიგში, საქართველომ პოლიტიკის მსგავსი ცვალებადობა უკანასკნელ წარსულშიც გამოსცადა, მაგალითად, 2015 წლის ივნისში, როდესაც ჯერ ნაჩქარევად გამოაცხადა, ხოლო შემდეგ გააუქმა ევროკავშირის სტილის მიგრაციული პოლიტიკა. მეტიც, უკანასკნელ თვეებში გამძაფრდა ქართველი საზოგადოების მოთხოვნა, რომ ევროკავშირთან რეგულაციური აპროქსიმაციის პროცესისადმი მიდგომა უფრო მოზომილი გახდეს. პოლიტიკური ზეწოლა მატულობდა და წინა კვირას ტაქსის ლიცენზირების ახალ მოთხოვნებზე გამოთქმული პროტესტი უკანსაკნელი წვეთი გამოდგა.

არანაკლებ გასაკვირი იყო ევროკავშირის წარმომადგენლის მოგერინის განცხადება: “ჩვენ სრულებით ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას შეანელოს ევროკავშირთან რეგულაციური თანხვედრის პროცესი. მოდით, თვალებში ჩავხედოთ რეალობას,“ გულწრფელად თქვა მან, „რეგულაციების წინდაუხედავად კოპირება ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ იდეას უპირისპირდება და წაახალისებს რუსული დეზინფორმაციის ძალისხმევას. საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს ეკონომიკასა და ინსტიტუციებში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ტემპით, რომელიც მისაღები იქნება ხალხისა და ბიზნესისთვის. ეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ბევრად უფრო მყარ საფუძველს შეუქმნის. თუ საქართველოს მეტი დრო სჭირდება პატივი სცეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადლებულებებს, ჩვენ სიამოვნებით მივცემთ მას ამის შესაძლებლობას.“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გაიზიარა „თბილინომიკს ფოლისი ადვაიზორს“-ის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც გვაჩვენებს რამდენად დიდ ტვირთად აწვება საქართველოს შრომის ბაზარს ევროკავშირთან რეგულაციური აპროქსიმაციის პროცესი. საქართველოს მთლიანი მოსახლეობიდან, 3.7 მილიონიდან, მხოლოდ დაახლოებით 550,000(დაახლოებით 15%) არის ოფიციალურად დასაქმებული ეკონომიკის თანამედროვე სექტორში. და მათგან დაახლოებით 20,000 (დაქირავებული მუშახელის თითქმის 5%) იქნება დასაქმებული იმ სხვადასხვა რეგულაციების იმპლემენტაციის მონიტორინგის საქმეში, რომლებიც მოიცავს შრომის უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, საკვების უსაფრთხოებას და რეკლამირებას. „ევროკავშირის სტილის რეგულაციების დანერგვით ქართული ბიზნესისთვის მიყენებულ ზიანს რომ თავი დავანებოთ,“ თქვა ქობულიამ, წარსულში მაკკენზის უფროსმა პარტნიორმა, „ამდენი განათლებული მუშაკის არაპროდუქტიულ ინსპექციის პოზიციებზე გადამისამართება ხელს შეგვიშლის ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებაში. საქართველო ვერ შეწვდება ამგვარი შეცდომის დაშვებას განვითარების ამ ეტაპზე.“

გულთბილი მიღება ქართული ბიზნეს საზოგადოებისგან

ქართული ბიზნეს საზოგადოება გულთბილად შეხვდა მეტ პრაგმატიზმს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, თქვა ფადი ასლიმ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ. „ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რათა შევქმნათ ახალი დღის წესრიგი აპროქსიმაციის სხვადასხვა ზომების მისაღებად. ჩვენი მიზანი იქნება დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები უკეთ კოორდინირებულია და ბიზნესებს აქვთ პროგნოზირების შესაძლებლობა ჰარმონიზაციის პროცესსა და სხვადასხვა ვადებთან დაკავშირებით. მომავალში აღარ უნდა იყოს უსიამოვნო სიურპრიზები.

ირაკლი ბურდიაშვილმა, P3-ის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მთავარმა მოთამაშემ, ასევე დაუჭირა მხარი მთავრობის გადაწყვეტილებას შეანელოს ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესი. 2019 წლის 1 იანვარს უსაფრთხოების ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ გვეშინოდა, რომ ვიქნებოდით ერთადერთი გადარჩენილი ძალა საქართველოს სამშენებლო სექტორში. შედარებით პატარა კომპანიებს უჭირთ რეგულაციების დაკმაყოფილება. ბევრი მათგანი კოტრდება, რაც ამცირებს კონკურენციას ამ სექტორში და ზრდის უძრავი ქონების ფასებს.“

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლის დავით ბეჟუაშვილის თქმით, ქვეყნის სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია არ არის მზად მიუახლოვდეს ევროკავშირის უსაფრთხოების თუ სხვა ნორმებს. „ჩვენ შესაძლოა ნორმალურ დონეზე ვართ უკრაინული სტანდარტების მიხედვით, თუმცა ყველა გერმანელი ინსპექტორი უარს იტყოდა ტყიბულში ჩვენს მაღაროებში შემოსვლაზე,“ თქვა ბეჟუაშვილმა. „ჩვენს ნახშირის მოპოვების ოპერაციებში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მთავრობასთან შესაბამისი უსაფრთხოების ზომების თანდათანობი დასანერგად. სიტყვა „თანდათანობით“ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.“

მსგავსი აზრი გამოთქვა ნინო ზამბახიძემაც, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რომელიც ახლახანს შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ლიდერი ქალების ჯგუფთან ერთად. „პრეზიდენტ ტრამპს სჯერა სტრატეგიის „პირველ რიგში, ამერიკა“,“ განაცხადა ნინომ, „ და მე მჯერა „პირველ რიგში, საქართველო.“ ქართველ ფერმერებს, ჩვენი ასოციაციის წევრებს, არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ მიკვლევადობისა და საკვების უსაფრთხოების სხვა მოთხოვნები. ჩვენ არ უნდა დავაბრკოლოთ ქართველი ფერმერები ევროკავშირის რეგულაციებით. პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ სოფლის მეურნეობა და მხოლოდ შემდეგ ვიზრუნოთ მიკვლევადობაზე. ჯერჯერობით, ჩვენ თითქმის არ გვაქვს საექსპორტოდ ვარგისი პროდუქცია, რომლის მიკვლევაზეც შეიძლება ვიფიქროთ.“

და კონსტრუქციული კრიტიკა

ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი მხოლოდ რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ გამოთქვა.

დავით ჭიპაშვილი გარემოს დაცვის სადარაჯოზე მყოფი „მწანე ალტერნატივიდან“ საკმაოდ ხისტი იყო თავის შეფასებაში: „მთავრობა გვატყუებს. ისინი ამბობენ, რომ ანაღვლებთ ჩვენი სამუშაო ადგილები, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ ხალხის ხმების მოპოვებაზე ზრუნავენ. დიახ, მესმის, რომ ევროკავშირის სტილის გარემოსდაცვითმა რეგულაციებმა შესაძლოა სირთულეები შეუქმნას ჩვენს მეწარმეებს, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ ამაზე? მრეწველობა არასდროს ყოფილა ქართული ტრადიციული საქმიანობა, და ასეც იყო საჭირო. ჩვენს წინაპრებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ თავისუფლება მთებშია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მთებზე - ისინი არიან ჩვენი წარსული და მომავალი, ქართველი ერის გადარჩენის უპირობო გარანტი. მრეწველობა ეფუძნება მუშების ექსპლუატაციას, მონურ შრომას. ინდუსტრიული კაპიტალი მიიწევს იმ ქვეყნებისკენ, სადაც იაფი მუშახელია და ეს ჩემთვის სრულებით მისაღებია - დავუთმოთ გზა სხვებს იმუშაონ საშინელ პირობებში ქარხნებში, ტანსაცმლის საკერავად თუ შესაფუთად. ამაყი ქართველი ერი ასე არ ხედავს ჩვენი „კარგი ბიჭების“ მომავალს.

გელა კვაშილავა არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წუხილით შეხვდა გამკაცრებული ტაქსის ბაზრის რეგულაციების დანერგვის დაგვიანებას. „ნებისმიერი კომპრომისი საგზაო უსაფრთხოების ზომების ძალაში შეყვანის პროცესში, იქნება ეს ტექნიკური ინსპექციები თუ რაიმე სხვა, დამატებით უბედური შემთხვევებისა და დაკარგული სიცოცხლის ტოლფასი იქნება,“ კვაშილავამ თავისი პოზიცია განმარტა. „ეს რომ ჩვენზე იყოს დამოკიდებული, საქართველოს გზებს ძველი სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 70%-ს ჩამოვაშორებდით. თბილისის ცენტრი ფეხით მოსიარულეთა ზონად უნდა გამოცხადდეს. დავუბრუნდეთ ჩვენს ცხენით გადაადგილების ტრადიციებს, ჩვენს საუკუნეების წინანდელ სასოფლო ტიპის ცხოვრებას. ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი, ვინც ფლობდა ევროპული სტილის ეტლს მე-19 საუკუნის საქართველოში და რა ბედი ეწია მას? როგორც ყველასათვის ცნობილია, ის ეტლით უბედურ შემთხვევას შეეწირა. როგორ შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ ისტორია?

განცხადების ბოლოს პრემიერ მინისტრმა ბახტაძემ ხაზგასმით გაიმეორა კოალიცია „ქართული ოცნების“ განზრახვა, გადადგას ნაბიჯები ასოციაცირების ხელშეკრულების მიღმა უფრო სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ინტეგრაციისკენ, რაც სექტორულ ინტეგრაციასაც მოიცავს. „ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: მისცეს საქართველოს საკმარისი დრო, რომ ფეხი აუწყოს პროცესს. ჩვენ გვსურს ვიყოთ ევროპის ნაწილი, მაგრამ ვერ შევწვდებით ევროკავშირის სტილის ბიუროკრატიას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.“

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები გადასვლასა და რეფორმებზე

ბიზნესის კეთების აუტანელი სიმსუბუქე საქართველოში

ორშაბათი, 15 აპრილი 2019
ბიზნესის კეთების აუტანელი სიმსუბუქე საქართველოში

საქართველოს სასამართლო სისტემა ზედმეტად ნელი და მოუქნელია ქართული კომპანიების უპასუხისმგებლო საქციელის სწრაფად და ეფექტურად დასასჯელად. ეს შესაძლოა კარგი იყოს ზოგიერთი...

საქართველოს სურს გახდეს ევროპის ნაწილი, თუმცა თავი აარიდოს ევროკავშირის სტილის ბიუროკრატიას

ორშაბათი, 01 აპრილი 2019
საქართველოს სურს გახდეს ევროპის ნაწილი, თუმცა თავი აარიდოს ევროკავშირის სტილის ბიუროკრატიას

გილოცავთ პირველ აპრილს! დღეს, 2019 წლის 1 აპრილს, ყველასათვის მოულოდნელად საქართველოს მთავრობამ  გამოაცხადა 9 თვიანი მორატორიუმი ევროკავშირის სტილის რეგულაციების დანერგვის...

საკმარისი თოკი რომ ჰქონდეთ, რეგულატორები ყველას ჩამოგვახრჩობდნენ

ორშაბათი, 25 თებერვალი 2019
საკმარისი თოკი რომ ჰქონდეთ, რეგულატორები ყველას ჩამოგვახრჩობდნენ

პროლოგი - „გრინ სფეის კაფე“ „გრინ სფეის კაფე“ პატარა ბიზნესია თბილისის გარეუბანში, დიღომში, Ford-ის სერვის ცენტრის გვერდით. ის თიბისი ბანკთან...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form