ეროვნული კონკურენტუნარიანობის ანგარიში, საქართველო 2015

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

დღეს გლობალიზებულ სამყაროში, ეროვნული კონკურენტუნარიანობის გაზრდა გახდა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის სამიზნე. ორმხრივად მომგებიან ვაჭრობასა და ტექნოლოგიურ და კულტურულ გაცვლაში ჩართვისას ქვეყნები აწყდებიან  შეჯიბრს მწირი მობილური რესურსებისთვის, როგორიცაა ფინანსური კაპიტალი და ნიჭი. ამ შეჯიბრში იმარჯვებს ის ადგილი, რომელიც საუკეთესო პირობებს სთავაზობს ეკონომიკურ საქმიანობას - გამოცდილი და დისციპლინირებული შრომის ძალა, მაღალი ხარისხის მომსახურება და ურბანული კეთილმოწყობა, გამჭვირვალე და ეფექტური საჯარო ადმინისტრირება და ა.შ. ეს ადგილები - არა მარტო ქვეყნები, არამედ რეგიონები და ქალაქები - ინვესტიციებისა და ხალხის მაგნიტებია და მათ შეუძლიათ გაიზარდონ და მიაღწიონ კეთილდღეობას, ეკონომიკური პოლიტიკის საბოლოო მიზანს.

რა არის იმის მიზეზი, რომ ზოგი ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე სხვა? გასაგებია, რომ ბევრი რამ აის დამოკიდებული მემკვიდრეობით მიღებულ პირობებზე: კულტურულ ნორმებზე, როგორიცაა პუნქტუალურობა (რაც არ არის საქართველოს ძლიერი მხარე), წესიერება და სტუმართმოყვარეობა, ადგილობრივი მუშებისა და ფირმების ხარისხი, გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი რესურსების მოპოვება და ა.შ. უფრო მეტად აშკარა ხდება, რომ რესურსების მოზიდვაში უმთავრეს როლს თამაშობს ეროვნული ინსტიტუტების ხარისხი: დემოკრატიის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების სიძლიერე, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და საკუთრების უფლებების დაცვა. ეს დაწესებულებები შეიძლება რეფორმირებული იყოს, როგორც ეს საქართველომ დაამტკიცა, და აქედან გამომდინარე მათი მნიშვნელობაც კონკურენტუნარიანობის დებატებში. საბოლოო ჯამში, კონკრეტული სამთავრობო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაზღვევისთვის, საჯარო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, რეგიონული თანამშრომლობის, ვაჭრობის, მოგზაურობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის მსოფლიოსთან.

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში

არსებობს უამრავი მაჩვენებელი, რომელიც მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანობის სხვადასხვა ასპექტების შეფასებას, მათ შორის: ბიზნესის კეთების სიმარტივეს, ეკონომიკურ თავისუფლებას, ადამიანურ განვითარებას, დემოკრატიას, პოლიტიკურ სტაბილურობას, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობას. ანგარიშში ჩვენი ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საქმიანობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მიერ წარმოებულ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში (გკი). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოვლისმომცველი საერთაშორისო გრადაცია, რომელიც მოიცავს 140-ზე მეტ ქვეყანას. გკი ეფუძნება 100-ზე მეტ ინდიკატორს ("ეკონომიკური საქმიანობის დრაივერები") და ანალიტიკური მიზნებისათვის დაყოფილია თორმეტ "კონკურენტუნარიანობის სვეტად".

2005 წლიდან, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო შედის გკი-ში. მისი ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და მმართველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხით, დროთა განმვლობაში მან მოწინავე ადგილი დაიკავა გკი-ში და შედარებით დაბალი დონე თანატოლ ქვეყნებთან შედარებით. შარშანდელთან შედარებით  პროგრესი შეინიშნება: საქართველო 88-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე გადაინაცვლა გლობალურ რეიტინგში, დსთ-ს ქვეყნებიდან საშუალოზე მაღალ დონეზე და უკრაინასთან შედარებით (73-ზე). საერთო ჯამში, 2005-2012 წლების გათვალისწინებით, საქართველო გახდა გკი-ში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრაქტიკანტი.

წინსვლა

ეჭვგარეშეა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს პროგრესი ეკონომიკური საქმიანობისა და კონკურენტუნარიანობის საქმიანობაში საიმედოა. ფართო ბრჭყალიანი ლიბერალური რეფორმების პირველმა ტალღამ, ხშირ შემთხვევაში, ახლიდან დააწყებინა და საფუძველი ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაციამ, რათა შეექმნა ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულმა რეფორმებმა ბევრი შედეგი გამოიღო, რჩება სერიოზული ხარვეზები, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს რეალურ და აღქმულ კონკურენტუნარიანობაზე. მაგალითად, საქართველო ახლა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ბიზნეს გარემოა, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ადგილი, სადაც ბიზნესის კეთება (ბიზნესისის რეგისტრაციისგან განსხვავებით) რეალურად ადვილია. ძირითად პრობლემებს შორის არის ფინანსებთან, კვალიფიციურ შრომის ბაზართან, მცირე ბაზართან ხელმისაწვდომობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

2012 წლის ბოლოს საქართველოში მშვიდობიანი დეკომრატიული გადასვლა სავარაუდოდ გააქრობს პოლიტიკურ რისკებსა და გამოიწვევს ინვესტორების ოპტიმიზმს, რაც საქართველოსთვის კარგი შანსია, დაუბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ ზრდის ტემპებს. ლიდერობის ცვლილება ასევე უზრუნველყოფს საქართველოს შესაძლებლობას, გაითვალისწინოს და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს საქართველოს მომავალი სტრატეგია და პოლიტიკა. ჩვენი ანგარიში ამ სტრატეგიის სამ ასპექტს ეძღვნება: სოციალურ და პოლიტიკურ "ექსტერნატალობასთან" დაკავშირებული ეკონომიკის დაძლევასა და შემოსავლების უთანასწორობის გაზრდას; უცხოელი ინვესტორების დარწმუნებას, რომ ბაზარზე „მეგობრული“ რეფორმები გაღრმავდება, და არა პირიქით; ვაჭრობისა და ტრანზაქციის ხარჯების შემცირებას, რათა საქართველომ განახორციელოს რეგიონალური ჰაბის ფუნქცია.

პირველი, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია მშპ-ს სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოს ზრდამ არ შექმნი საკმარისი სამუშაო ადგილი, რაც შრომითი ასაკის მოსახლეობის 50% -ზე მეტი დატოვა დაბალი პროდუქტიულობის საარსებო მინიმუმში, უმუშევრობასა ან სამუშაო ადგილების არარსებობაში. ბევრმა ყოფილმა სამრეწველო მუშაკმა დაინახა ადამიანური კაპიტალის ვარდნა წინა ათწლეულის განმავლობაში და დატოვა შრომის ძალა. უმუშევრობის სიხშირე განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორისაა, რომელთაგან ბევრმა გაატარა ხუთი ან მეტი წელი უნივერსიტეტის ხარისხის მოსაპოვებლად, მაგრამ არ გააჩნია ბაზარზე მოთხოვნილი პროფესიული უნარ-ჩვევები. ამის  შედეგი იყო პოლიტიკური გაურკვევლობა და რისკი, რომელიც, თავის მხრივ, გარდაიქმნა არასასურველ ქვეყანაში საკრედიტო რეიტინგებისა და მაღალი სესხების საპროცენტო განაკვეთად, რამაც შეამცირა არასასოფლო-სამეურნეო სექტორში საინვესტიციო და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენი აზრით, ვამთავრობამ უნდა ეცადოს, იპოვოს გამოსავალი სოციალური და პოლიტიკური ექსტერნალიების მიერ შექმნილი მანკიერი წრიდან.

მეორე, შიდა დანაზოგების ნაკლებობის გათვალისწინებით, საქართველოს შესაძლებლობა, გაზარდოს კაპიტალის მარაგი, დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე. თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა 2008 წლის შემდეგ, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების, 2008 წლის აგვისტოს ომის რუსეთთან და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე. საქართველომ შეძლო, დაეფარა უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა საზღვარგარეთ სესხების აღებით ზედმეტად დამთმობი განაკვეთით, აგრეთვე ტექნიკური დახმარებით, უცხოური დახმარებითა და ფულადი გზავნილები. შედეგად მიღებული კაპიტალის საანგარიშო ზრდამ ხელი შეუწყო ინვესტიციების დაფინანსებას საჯარო ინფრასტრუქტურისა და მიმდინარე მოხმარების (საქონლისა და მომსახურების იმპორტის) დაფინანსებაში. თუმცა მოკლევადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემსუბუქებისას, კაპიტალის შემოდინება არ არის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცვლელი წარმოებაში, ენერგეტიკაში, ტურისტული თუ აგრობიზნესის სექტორებში, რომლებსაც შეუძლია გააუმჯობესოს ქვეყნის ტექნოლოგიური ბაზა და გაზარდოს მისი ექსპორტის პოტენციალი. ამდენად, უცხოელი ინვესტორების მოზიდვა ახალი ქართული ადმინისტრაციისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამის გაკეთება მოითხოვს გადადგმულ ნაბიჯებს, ერთის მხრივ, სამართლიანობის მართვასა და საკუთრების უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად და მეორეს მხრივ, პოტენციურ ინვესტორებს დასარწმულებლად, რომ არ განხორციელდება რეფორმირება ისეთ ძირითადი მიმართულებებში, როგორიცაა მიწის საკუთრება, შრომითი კოდექსი და კონკურენციის კანონი.

ბოლოს, კონკურენტუნარიანობის ჩარჩოებით გამოწვეული რბოლამ არ უნდა გამოიწვიოს ქართველი პოლიტიკოსების რწმენა იმაში, რომ კონკურენტუნარიანობის მიღწევა უდრის  ნულოვანი თამაშს ერებს შორის. როგორც პატარა ქვეყანას აზიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც საქართველოს შეუძლია თავისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის განვითარება არის მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად და მეზობლებთან, რუსეთის ჩართვით, თანამშრომლობა. მაგალითად, საქართველო უკვე სარგებლობს ნავთობით მდიდარი და უფრო "კონკურენტუნარიანი" აზერბაიჯანის ინვესტიციებით. ის ასევე სარგებლობს აზერბაიჯანთან ვაჭრობით და ვაჭრობისა და სატრანსპორტო ნაკადების მომსახურებაში. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის მიერ მოზიდული რესურსების „ლომის წილი“ მესამე ქვეყნებშია მიღებული და არა საქართველოს ხარჯზე. ძირითადი აზრი იმაში მდებარეობს, რომ საქართველოსთვის კონკურენტუნარიანობისა და საბაზრო ზომის გაზრდის ერთ-ერთი მარტივი და ყველაზე ძვირადღირებული გზაა მეზობლებთან ვაჭრობისა და გარიგების ხარჯების შემდგომი შემცირება. ამ გზით, ვაჭრობასა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პრიორიტეტიზაციით, საქართველომ შეიძლება ხელი შეუწყოს მის ხელსაყრელ ადგილს და "ბიზნესის კეთების" რეიტინგს რეგიონალური ჰაბის ყველაზე სასურველი როლის შესრულებისთვის.

ძებნა

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com